შიგთავსზე გადასვლა

რატომ არ უნდა გავხდე ლიტერატურათმცოდნე?

"მინდა წავიკითხო" წიგნები, ლიტერატურული აჩქარება

კახეთში სადაც ბებიაჩემი და ბაბუაჩემი ცხოვრობენ, ერთი ოთახი მთლიანად წიგნებს ეთმობა, ბავშვობიდან ძალიან ვზრუნავდი და ზრუნავდნენ ჩემს როგორც პირდაპირი, გაგებით ისე მენტალური თვალსაზრისით, ლიტერატურულ გამდიდრებაზე. მოკლედ, ჩემით თუ სხვისით საკმაოდ კარგი ბიბლიოთეკა შეიკრა. ბოლო ხუთ წელიწადში ხომ საერთოდ ელვის სისწრაფე ავკრიფე, როგორც კითხვის, ისე, შესაბამისად, წიგნის ყიდვის თვალსაზრისითაც. ერთი პერიოდი მართლა ყველგან ვკითხულობდი: ქუჩაში სიარულისას; ერთი-ორჯერ შუა ტრასაზე ამოვყავი თავი ამის გამო. ტრანსპორტის ყველა სახეობაში, ჭამის დროსაც კი, მაგრამ ჩემი სამოთხე მაშინ დამთავრდა, როცა ლიტერატურათმცოდნეობას მივყავი ხელი.

სემესტრის განმავლობაში დაგროვილი ლიტერატურული ნუგბარის მიუხედავად, ყოველთვის მრჩება წიგნები, რომლების წაკითხვასაც ვერ ვახერხებ. იმის ფუფუნებამ, რომ შევიდე წიგნის მაღაზიაში და ვიყიდო წიგნი, რომელიც სილაბუსში არ წერია, დიდი ხნის წინ ჩაიარა, ამიტომ ჩემი want to read-სია მუდამ არითმეტიკული პროგრესიით იზრდება. ამას ემატება ის, რომ რა წიგნების წაკითხვაც მინდა იმას დასვენებული გონება ჭირდება და წლის ბოლოს, როცა უკვე შემიძლია რაც მინდა ის წავიკითხო, გონება გადამეწვება ხოლმე. ამ ყველაფერთან ერთად, არის ისიც, რომ ამ “მინდა წავიკითხო” წიგნების უმრავლესობა, საკმაოდ სქელტანიანია და უფრო მეტიც, ზოგი ტომებადაა დაყოფილი.

შესავალი გამიგრძელდა, მაგრამ ალბათ ბევრნი ხართ ჩემს მდგომარეობაში. აი ახლა, მაგალითად, წლებია მინდა “ომი და მშვიდობა” წავიკითხო. მოვჩხრიკე, ვიშოვე, (რუსულად) მაგრამ იმხელაა, ამას სანამ ნახევრამდე მივედი მთელი ჩემი დანარჩენი “ზაფხულის სია” ჩავამთავრე, არადა კითხვის სიჩქარეს ვერავინ დამიწუნებს. მე ის გოგო არ ვარ თავი რომ კაი ტიპად რომ მომაქვს და ტოლსტოის რომ კარგად ვიცნობ, რუსული ლიტერატურის ისტორია ოთხი სემესტრი რომ ვისწავლე და ქვეყანა ჩემი მგონია?

ხალხო, თუ ვინმე ნიკოლაი ოსტროვსკის იცნობთ, მაგისი სიმძიმე გადავაგორე “როგორ იწრთობოდა ფოლადის” სახით, ფადეევის “ახალგაზრდა გვარდია ხომ საერთოდ სანამ ის დავიმახსოვრე რამდენი პერსონაჟი იყო და რომელი-რომელი იყო გავედი ბოლოში. (ვინც ტექსტის სტრუქტურა იცით გამიგებთ, საოცრად ბევრი პერსონაჟია და სიუჟეტს არანორმალურად ბევრი გადასვლა-გადმოსვლა ახასიათებს) ეს ყველაფერი გადავიტანე როცა საჭირო იყო რუსული ლიტერატურის ისტორიაზე და ტოლსტოის მარტივ და ადამიანურ ენას აგერ უკვე ორი თვეა ვეჯახირები.
ძალიან ვღელავდი ასეთ რამეებზე. მერე მივხვდი. იმას იმიტომ ვკითხულობდი, რომ ვალდებული ვიყავი. როცა არავინ გაიძულებს და თან ტვინი ისედაც გადატვირთული გაქვს, ამხელა წიგნებისთვის დროს და ენერგიას თავს ვეღარ უყრი. 1001 ღამის მერე, ყველა წიგნი ცხონებაა მოცულობის თვალსაზრისით, მაგრამ მაშინ ბავშვი ვიყავი და მეტი გასაქანი არ მქონდა. რომ არ წამეკითხა, რა მეკეთებინა? ველოსიპედის ტარება მე არ ვიცი, ბადმინტონს ვერ ვთამაშობ და ჩემი მეგობრების უმეტესობა ჩემზე ორი თაობით უფროსია და ახლა როცა წლის განმავლობაში ათას რაღაცას ვკითხულობ, ამაზე ვფიქრობ, ვწერ, შეფასებებზე ვღელავ, ზაფხულის შვებულება- არდადეგებიც რომ მაგ ტემპით გავატარო სადმე წავიქცევი ერთხელაც იქნება. მერე, წაკითხულიც და წაუკითხავიც მომრჩება უკან.

თან ერთი მომენტი მაქვს, მე წაუკითხავი არაფერი არ უნდა დამრჩეს, ყველაფერს ვკითხულობ რაც მჭირდება და არ მჭირდება და ეგ ხომ უტოპიაა, რომ ყველაფერი წაკითხული მქონდეს, ამიტომ სულ უკმაყოფილო დავიარები. ახლა, ერთი ჩემი ლექტორის ხუმრობა გამახსენდა. პენსიაზე რომ გავალ მერე კი მექნება ამ წიგნების წაკითხვის დროც და ენერგიაც, მაგრამ ასეთი “განათლებული რომ ვიქნები” მერე ვის გავემარიაჟოო :დ

ხუმრობა იქით იყოს, და მიუხედავად იმისა, რომ სულ ვცდილობ ვიცოდე რა ხდება მსოფლიო ლიტერატურის სამყაროში, იმდენად აჩქარებულია ყველაფერი, თვალის მიდევნებას ვერ ვასწრებ, ზოგჯერ. არადა, მიყვარს ეს ჩემი პროფესია და სულ მახსენდება ხოლმე, ჩემი უნარების მასწავლებელი, რომელიც ჰუმანიტარებს დაგვცინოდა, რადგან არ ესმოდა, როგორ შეიძლება წიგნის კითხვა პროფესიად აქციო. (ისე კარგი ბიბლიოთეკა ჰქონდა,ჩაწიკწიკებული, სულ გადაუშლელი :დ) რომ მახსენდება სულ მინდა ვუთხრა, რომ მათემატიკისგან განსხვავებით ჰუმანიტარიას (ნებისმიერ სფეროში) ცვალებადობა ახასიათებს, ერთი დღე თუ გაჩერდი, შეიძლება ფეხი ვეღარ აუწყო. თან მარტო ხომ არ კითხულობ მართლა. კითხულობ, ტექსტობრივ და შინაარსობრივ ელემენტებს გამოყოფ, აანალიზებ, კულტურულ, სოციალურ და სხვა კონტექსტებს ამუშავებ, აკავშირებ ერთმანეთთან, ნარატოლოგიურ თემატოლოგიურ და ათასგვარ “გიურზე” დამთავრებულ ასპექტს ითვალისწინებ და ზოგჯერ შეიძლება ისეთ დეტალს ჰქონდეს მნიშვნელობა რომ გაგიჟდე. ეს ყველაფერი თან ისე უნდა ქნა, რომ სათითაო სიტყვაზე ტექსტისმიერი არგუმენტი გქონდეს. მოკლედ ფაფის ჭამაზე რთული მაგრამ უზომოდ საინტერესო პროფესია მაქვს. სულ ვფიქრობ, როგორ მინდა ამ დაცინვის ავტორს ვუთხრა, როგორ მეამაყება რომ ეს პროფესია ავირჩიე. ახალ მათემატიკას არავინ გამოიგონებს, სამაგიეროდ ახლა, სანამ მე თქვენ გესაუბრებით და ჩემს ვფიქრობ არც თუ ისე კეთილ მასწავლებელს ვიხსენებ, ვიღაცა სადღაც რაღაცის წერას იწყებს და ასე იქნება სულ.

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

%d bloggers like this: