შიგთავსზე გადასვლა

მამა ბრაუნი- სანამ დეტექტივისტიკას შერლოკი დაიპყრობდა

დეტექტივების მოყვარულები ამ პერსონაჟს ძალიან კარგად იცნობენ. მაგრამ პერსონაჟზე სანამ გადავიდოდე, პატარა შესავალს გავაკეთებ. ჩემი, ისევე როგორც ალბათ ბევრი თქვენგანის პირველი დეტექტიური გამოცდილება შერლოკ ჰოლმსს უკავშირდება, ოპიუმზე დამოკიდებულ უცნაურ ექიმს, რომელიც დედუქციის მეთოდით ადგენს დამნაშავის ვინაობას და ბრიტანულ სკოტლან-იარდს ღამის კოშმარივით არ ასვენებს. როცა შერლოკზე კითხულობ, შენ მას გულშემატკივრობ რომ რაც შეიძლება სწრაფად და არტისტული მოხერხებულობით გახსნას საქმე. შენ გაინტერესებს არა იმდენად დამნაშავე, რამდენადაც ის, თუ როგორ მიაგნებს შერლოკი მას.

ინგლისურ დეტექტივებში, როგორც კათოლიკე მღვდლის, როლანდ ნოქსის შედგენილი დეტექტივისტიკის ათი მცნება ამბობს, დამნაშავე არ შეიძლება იყოს გამომძიებელი. გამომძიებელი ყოველთვის მთავარი პერსონაჟია. აქედან გამომდინარე, ჩვენ ყოველთვის ვიცით, რომ დამნაშავეს ის აუცილებლად იპოვის. ჩემი პოსტის მთავარი პერსონაჟი სწორედ იმით განსხვავდება ზემოთხსენებული შერლოკისგან, რომ იგი დედუქციის მეთოდის ნაცვლად ადამიანებზე დაკვირვებით ახერხებს დანაშაულის გახსნას. მე ყოველთვის ვამბობდი და გავიმეორებ, რომ ფსიქოლოგები მამაოებს ანაცვლებენ მათთვის ვინც რელიგიური არ არის-მეთქი. ჰოდა აი, მაგალითიც, სასულიერო პირი (რომელ კონფესიასაც არ უნდა ემსახურებოდეს იგი )ყოველთვის კარგად იცნობს ადამიანის ბუნებას.

თავად ავტორი, გილბერტ კეიტ ჩესტერტონი, ფილოსოფოსი და მოყვარული თეოლოგი იყო. სწორედ ამიტომ, მამა ბრაუნი ძალიან საინტერესო მიგნებებით გამოირჩევა, რომელიც ადამიანების ყოველდღიურ ქმედებებს მიღმა მათ შინაგან ბუნებას გვაცნობს. ამ ყველაფერმა შერლოკისგან განსხვავებით, დეტექტივში მოტივი ბევრად უფრო მნიშვნელოვანი გახადა, ვიდრე ეს მანამდე იყო. დეტექტივი გახდა არა უბრალოდ თავსატეხი, არამედ გარკვეულწილად ადამიანის არსის წვდომისკენ მიმართული ჟანრი. რაც უკვე შემდგომ, კონან დოილთან შედარებით ნაკლებად ჩანს.

ჩემი აზრით, ამის ერთი ახსნა ისაა, რომ ნებსით თუ უნებლიედ, შერლოკი ბევრად უფრო ექსპრესიული და ჭახჭახა პერსონაჟი გამოვიდა, ვიდრე მამა ბრაუნი იყო. მთელი ყურადღება მის პიროვნებასა და ცხოვრების წესსა თუ მსოფლმხედველობაზე გადავიდა რაც ნამდვილად არ აკნინებს მას, უბრალოდ ნათლად განასხვავებს მამა ბრაუნისგან. დეტექტივი ჩემი ერთ-ერთი უსაყვარლესი ჟანრია და მის ხსენებაზე ყოველთვის, პირველ რიგში, შერლოკი გამახსენდება ხოლმე. ჩემნაირად ალბათ ბევრია კიდევ, განსაკუთრებით უფროსი თაობა და ეს კიდევ ერთხელ ამტკიცებს იმას, რაც ზემოთ ვთქვი.

ჩესტერტონისთვის, ძირითადი საკვლევი ობიექტი ადამიანია. მას აინტერესებს არა იმდენად ვინ, არამედ რატომ ჩადის ადამიანი დანაშაულს. ეს ძალიან მომხიბვლელი თემაა და რა თქმა უნდა სწორად გამოყენებული ავტორის მიერ. ვფიქრობ, რომ სწორედ ჩესტერტონი და კონან დოილი არიან ერთი ჯოხის ორი ბოლო, რომელზეც დეტექტივისტიკის ჟანრია დაყრდნობილი. ეს არის საკითხის მიმართ ორი უკიდურესი მიდგომა, რომელიც არამც თუ არ აკნინებს ჟანრს, არამედ პირიქით, ავსებს და დამატებით ღირებულებას სძენს მას.

რაც შეეხება თანამედროვეობას, ვფიქრობ, დღეისთვის ადრეა პოსტმოდერნიზმზე საუბარი, მიუხედავად იმისა, რომ კრიტიკოსების ერთი ნაწილის აზრით, ის როგორც მიმდინარეობა დასრულდა და კიდევ რაღაც ახალი დაიწყო. ასეც რომ იყოს, არასაკმარისი დროითი დისტანცია ართულებს მის შეფასებას, თუმცა ფაქტია, მწერლები და მკითხველები დეტექტივს მიუბრუნდნენ. დღეისთვის ჩვენ გვაქვს დეტექტივები, სადაც დამნაშავეც და დეტექტივიც ერთნაირად მნიშვნელოვანი შეიძლება იყოს. ზოოგჯერ შეიმჩნევა მიმართება არა იმდენად დამნაშავის ვინაობასთან, არამედ მის სუბიექტურ მოტივებთან, მაგრამ პოსტმოდერნიზმი როგორც მრავალი ფორმის ერთობა თავისთავად იტევს იმ ორ პრინციპს, რომელზეც უკვე ვისაუბრე, თუმცა პოსტმოდერნიზმი ჩემთვის მაინც ინტროვერსიული მიმდინარეობაა და შესაბამისად გარეგან ელემენტებზე ნაკლებად მიმართულიც, ამიტომ ძნელი სათქმელია, სად ავლებს კონკრეტული ავტორი ზღვარს. თანამედროვე დეტექტივი ჯერ იმდენად თანამედროვეა, რომ შეგვიძლია დაველოდოთ სანამ საბოლოო შეფასებას მიიღებს. მანამდე კი მასთან ერთად დეტექტივისტიკის მამები(და დედები) გავიხსენოთ. ჰო, მართლა, პოს მოყვარულები სადმე ნუ დამხვდებით და ნუ მესვრით თუ შეიძლება. ეგ კაცი მისტიკური დეტექტივების ავტორია და საერთოდ მისტიკური ვინმეა, ამიტომ სრულიად განცალკევებით განვიხილავ მოგვიანებით თუმცა, მისი გავლენა ჟანრსა და პოსტში მოხსენიებულ ავტორებზე უეჭველია.

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

%d bloggers like this: