შიგთავსზე გადასვლა

კაცი ბჭობდა ღმერთი იცინოდაო

Behind the scenes with @tamsynmorgans – Mylucie.com- decorate with flowers- flatlay styling-interview with stylist and photographer- bloemen styling- interior styling- interieur styling- books and flowers-

ჩემს ოჯახში, საყოველთაოდ ცნობილი ფაქტია, რომ ყველგან ვიგვიანებ. ოღონდ, სამსახურში, უნივერსიტეტში და საერთოდ ადგილის გარემოების რომელიმე განმსაზღვრელში კი არა, აი საბედისწერო დაგვიანებები რომ არის ხომ იცით? ცხოვრებაში, ერთხელ, ვიჩქარე. მარტში დასაბადებელი იანვრის ბოლოს დავიბადე და იმის მერე, მგონი კარმული სასჯელი მაქვს რაღაც.

სკოლაში მისვლა, უნივერსიტეტში ჩაბარება, პირველი სამუშაო გამოცდილება ყველაფერი ჩვეულებრივზე გვიან ხდება ჩემს ცხოვრებაში და დღეს პირველად არის მომენტი, როცა ამაში საბოლოოდ დავრწმუნდი. ესე იგი არ მეჩვენება, ნამდვილად კარმული უიღბლობის ბრალია. ამ კარანტინის პერიოდში, მიუხედავად იმისა, რომ ბლოგი შვებულებაში იყო გასული, მე სულ ლიტერატურულ ფორუმებზე დავძვრებოდი და ერთი საოცარი გოგო გადამეყარა, თუ მე გადავეყარე აღარც ვიცი. მოკლედ ჯუმპა ლაჰირი იყო გოგო რომელზეც არუნდატი როის შემდეგ პირველად შემივარდა გული ამ ფრაზის სრული მნიშვნელობით. აი, დედაჩემი წლებია მეხვეწება ამდენ ენაზე ლაპარაკობ და წერით თუ არ წერ თარგმნე მაინც რამეო.

რადგან ხუთი ენიდან, რომელთაგან მავანზე სუფთად ვმეტყველებ და მავანზე მხოლოდ შპიონურად :დ (ანუ მხოლოდ მაშინ როცა არ ელოდებიან) ინგლისური და რუსული ნამდვილად ვიცი ისე რომ გარდა გამართული თარგმანისა ტექსტის სტილისტიკაზეც შემიძლია ვიზრუნო, ვეტაკე და ღამეები ვათენე. მოგეხსენებათ, თარგმანი წერასავითაა, სწრაფად არ კეთდება. შავი პირის მესამედზე ოდნავ მეტი უკვე გაკეთებული მქონდა, ღამეები ვათენე, ვიწვალე და დღეს, როცა ამდენი ხნის შემდეგ კონკრეტულად ჩემს საქმეზე მოვახერხე გასვლა, სად წავიდოდი თუ არა წიგნის მაღაზიაში?

აქ მოხდა ის, რაზეც ამბობენ ხოლმე: “კაცი ბჭობდა ღმერთი იცინოდაო” შევედი და ჯერ ხომ ის წიგნი არ დამხვდა, რასაც ვეძებდი, მერე ეს ჩემი სათარგმნ-ნათარგმნი წიგნი, პირდაპირ თაროზე წამობრწყინებული არ დამხვდა? “უცხო მიწა” ჯუმფა ლაჰირი. იქვე ხომ კრიჭა შემეკრა, ვტაცე წიგნს ხელი. იმ საწყალ მოლარეს, ისე გამოვგლიჯე ხურდა, მგონი შეეშინდა. სახლში როგორ მოვედი არ ვიცი. დავჯექი და წიგნს რომ ჩავხედე ისეთი შეგრძნება გამიჩნდა, რომ ვიღაც ჩემს კომპიუტერში შეძვრა და დრაფტები მოიპარა. მესმის რომ ახლა ვაჭარბებ, მაგრამ ლამის ვიტირე. თქვენ წარმოიდგინეთ რაც რამე გინება ვიცოდი ყველა მოვიხმე, მაგრამ რაღა აზრი აქვს?

ახლა აქ რომ ვყვები, კიდევ ვბრაზდები, მაგრამ ერთი მხრივ მიხარია, რომ ესეთი სიზუსტით დაემთხვა ჩემს დრაფტს, თითქმის 99%-ით, ესე იგი სწორად მივდიოდი, მაგრამ ჯერ ბოლომდე არ მინახავს თარგმანი მხოლოდ გადავათვალიერე და საბოლოო შეფასებამდე ჯერ შორია. ღმერთი, რჯული, მთარგმნელთან არავითარი პრეტენზია, პირიქით, გამიხარდება თუ ბოლომდე ასე კარგად წავა. მიხარია, როცა ჩემს აღმოჩენას ვინმე იზიარებს, უბრალოდ არ ვიცი ამ ამბავზე ვიცინო თუ ვიტირო. როგორც ყველგან, აქაც დავაგვიანე. თვითონ წიგნზე, ავტორსა და თარგმანზე აუცილებლად მოგიყვებით მოგვიანებით. მინდა რომ თარგმანიც სრულად შევაფასო განხილვისას ამიტომ დროებით გადავდებ თქვენის ნებართვით. ახლა ჩემი მეგობარი მეკითხება, გუგლის ეპოქაში ეგ როგორ დაგემართაო. გუგლში სადაც სიტყვა ლიტერატურა ურევია ყველაფერზე მეილი მომდის, მაგრამ ეს წიგნი არასოდეს არც ერთ კატალოგში, მაღაზიათა ქსელში თუ საიტზე არ მინახავს. ან გუგლი მეღადავება ან ღმერთი ან ორივე ერთად. არ მოგერიდოთ, მეც მეცინება.

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

%d bloggers like this: