შიგთავსზე გადასვლა

“ჯოჯოხეთის მოციქული”-ანდრე მორუა

ბოლო პერიოდში, ხშირად ვფიქრობ ქალებსა და მამაკაცებს შორის განსხვავებაზე და საერთოდ ყველაფერზე, რაც მათ ურთიერთობებს ეხება. ერთი რამ მაოცებს ხოლმე ქალებში ყველაზე მეტად. მათ მუდამ ჰგონიათ, რომ კაცის შეცვლას შეძლებენ. არადა ადამიანები არასოდეს იცვლებიან, ჩემი დაკვირვებით. ქალებს მუდამ ჰგონიათ, რომ ის რაც სხვა ქალს დაემართა, იმავე მამაკაცთან თვითონ არ დაემართებათ.

ფრანგი მწერლის, ანდრე მორუას “ჯოჯოხეთის მოციქული” ისეთი სიცხადით აღწერს ამ ამბავს, რომ ყოველთვის როცა მსგავს სიტუაციებს ვაწყდები სწორედ ეს ტექსტი მიდგება თვალწინ. არსებობენ ასეთი კატეგორიის კაცები, მონადირის ინსტინქტით, რომლებიც იკვებებიან არა უშუალოდ ნადირით, არამედ ნადირობის პროცესით. როგორც კი მიზანი მიღწეულია, მათ შეუძლიათ სხვაზე გადაერთონ. მათ რატომღაც ეს ისეთი წარმატებით გამოსდით, რომ ანდრე მორუა ” ჯოჯოხეთის მოციქულს” ეძახის. სატანასავით მაცდური და მომხიბვლელია ასეთი კაცი ქალებისათვის. ეს ისეთ ზეგავლენას ახდენს ქალებზე, შეიძლება მსხვერპლადაც კი შეეწირონ ამ ამბავს.

ახლა რომ ვწერ ცოტა მიჭირს კიდეც, რადგან ამ ნაწარმოებში იმდენად დეტალურადაა ნაჩვენები მთელი ეს ქარგა, რომელიც ყოველთვის ერთი და იმავე სცენარით ვითარდება, რომ მეშინია არ დაგასპოილეროთ. ისე შეიძლება მეც ვყოფილიყავი ასეთი ქალების რიგში, მაგრამ გამიმართლა და ოჯახისწევრი შემხვდა ზუსტად ასეთი. ჰოდა ის რაზეც ანდრე მორუა წერს მე ჩემი საკუთარი ორი თვალით მაქვს ნანახი. ისე რუსები ამ ტიპის კაცებს ბრაჩნი აფერისტებს ეძახიან. ზოლას “ხაფანგშიც” სწორედ ასეთი პერსონაჟი გვხვდება, რომელიც ნელ-ნელა ხრავს ქალის რესურსს და შემდეგ უკანმოუხედავად გარბის სხვისკენ. წინა პოსტში რომ სტელასა და მარკის წყვილზე საუბრისას ვთქვი, ქალებს მშვიდი და გაწონასწორებული ურთიერთობები არ შეუძლიათ-მეთქი აქ ეგ კიდევ უკეთ ჩანს. ასე მგონია, სიმშვიდე და სტაბილურობა ქალებს ერთფეროვნების განცდას უქმნის, ამიტომ ემსხვერპლებიან ხოლმე მარტივად მონადირეებს. ახლა რასაც ვწერ, ეს რომ დედაჩემმა წაიკითხოს, მეტყვის ქალებზე ისე ლაპარაკობ თითქოს შენ უცხოპლანეტელი იყოო, მაგრამ ალბათ ესეც ტრავმაა. იმდენად ზეპირად ვიცი მონადირეების სქემა, რომ არამგონია ღმერთმა ისე დამწყევლოს, რომ მეორედ შევხვდე ცხოვრებაში.

თავად ტექსტის დონეზე, “ჯოჯოხეთის მოციქული” საკმაოდ საინტერესოდაა აწყობილი, რადგან მოქმედება მასში თითქმის არ არის. ვისაც დიალოგები გიყვართ, იმათთვის სამოთხეა. სწორედ ამაში გამოიხატება მისი ღირსება, რომ ძალიან მარტივად, გასაგებად და განსაკუთრებული სირთულის გარეშე ახერხებს ამომწურავი სურათის შექმნას.

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

%d bloggers like this: