შიგთავსზე გადასვლა

კარგი ცოლი/ good wife

The Good Wife es la mejor serie de televisión que no estás viendo

მართალია პანდემიის პირობებში კინოინდუსტრიას სერიოზული პრობლემები შეექმნა, მაგრამ ეს არ ცვლის იმ ფაქტს, რომ ბოლო ათ წელიწადში, კინოს მუშაკებმა, სერიოზულად მოსინჯეს ძალები სერიალების სამყაროში და დღეს შეგვიძლია ისეთი რეჟისორების მიერ გადაღებული სერიალები ვიხილოთ, როგორიცაა დევიდ ლინჩი მაგალითად. ეს ძალიან საინტერესო ფენომენია ჩემი აზრით და მოგვიანებით ცალკეც განვიხილავ, მაგრამ დღეს მინდა მოგიყვეთ რიდლი და ტონი სკოტების პროდიუსერობით შექმნილ ამერიკულ სერიალზე,”კარგი ცოლი”, რომელიც მიუხედავად იმისა, რომ ახალი არ არის, მაინც საინტერესო სურათს გვიხატავს დღევანდელი გადმოსახედიდანაც კი.

სერიალი მოგვითხრობს სექსუალურ სკანდალში გახვეულ პოლიტიკოსსა და მის ცოლზე, რომელიც თხუთმეტწლიანი წყვეტის შემდეგ იძულებულია საკუთარ პროფესიას დაუბრუნდეს და საადვოკატო ბიუროში დაიწყოს მუშაობა, რათა ოჯახი არჩინოს. სერიალის თითო სერია თითო ამბავს მოგვითხრობს, მაგრამ მთავარი ხაზები დროთაგანმავლობაში ვითარდება.

სურათში ნაჩვენებია ამერიკული პოლიტიკისა და სამართლის შიდა სამზარეულო. ნაჩვენებია როგორ მართავენ სასამართლო დავებსა და საარჩევნო კამპანიებს ლიბერალური კლიშეების ფონზე. სერიალი ასევე საინტერესოა კამპანია “me too”- ის ჭრილში, რადგან აჩვენებს სექსუალური სკანდალების გავლენას პოლიტიკაზე, როდესაც ქალის ბრალდება, უკვე საკმარისია იმისთვის, რომ მოქმედება სრულად შემოაბრუნოს.

ასევე საინტერესოა რასისტული თეორიები, რომლებიც ამერიკულ ლიბერალურ საზოგადოებაში არსებობს. ყველაფერი ეს ერთგვარი ჯაჭვია საზოგადოებრივი სტრუქტურის გასაანალიზებლად. ასევე წინა პლანზე გამოდის მოზარდების პრობლემები და ის თუ როგორ აღიქვამენ ისინი საზოგადოებას და მშობლებს.

ამის ფონზე, ჯულიანა მარგულისისა და კრის ნოტის არაჩვეულებრივი პერფორმანსი დამატებით ღირებულებას სძენს სერიალს. პერსონაჟები ძალიან საინტერესოდ ვითარდებიან და იცვლებიან, რაც დრამატურგიის უმნიშვნელოვანესი ელემენტია. “კარგი ცოლი” არის მუდმივი ბრძოლა გადარჩენისათვის, იმისთვის რომ არ დაკარგო ყველაზე მნიშვნელოვანი ფასეულობები მაშინ, როცა ამისკენ ყველაფერი ერთდროულად გიბიძგებს.

სერიალი 2009 წელს ტელეკომპანია CBS-მა გაუშვა და 7 სეზონისგან შედგება. მთავარი რაც ნებისმიერი სერიალისთვის აუცილებელია დრამატურგიული ხაზების უცვეთობაა, რასაც ჩემი აზრით, შემქმნელებმა თავი გაართვეს. კიდევ ერთი ღირსება ამ სერიალისა ისაა, რომ ამ სერიალში არც ერთი მთავარი და შედარებით მეორეხარისხოვანი პერსონაჟი არ არის ისეთი, რომელიც რეგულარულად მონაწილეობს მასში და არ დაგამახსოვრდებათ.

სერიალის კასტის ერთ-ერთი წევრი, არჩი პანჯაბი ამბობს, რომ მისი პერსონაჟი კალინდა შარმა თავდაპირველად ეპიზოდურ პერსონაჟად იყო ჩაფიქრებული, თუმცა სერიალის ვერც ერთი მაყურებელი ვერ იტყვის, რომ კალინდა უმნიშვნელო პერსონაჟია, პირიქით ის ერთ-ერთი ყველაზე მრავალმხრივი სახეა, რომელიც ამ სერიალში შეგიძლიათ ნახოთ.

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

%d bloggers like this: