შიგთავსზე გადასვლა

ვინ იყო მერსედეს ბარჩა?-გაბრიელ გარსია მარკესის მუზა

Murió Mercedes Barcha, esposa, musa y gran amor de García Márquez - Infobae

თითქმის სამოცი წლის განმავლობაში, ის იყო ნოველისტისა და ნობელის პრემიის ლაურეატის, თანამგზავრი, შთაგონება, გულისხმიერი კომპანიონი და მენეჯერი. მერსედეს ბარჩა, ნობელიანტი მწერლის გაბრიელ გარსია-მარკესის ქვრივი, მისი მუზა და მფარველი, რომელიც მთლიანად ჩართული იყო მწერლის გარდამტეხი რომანის “მარტოობის ასი წელიწადის გამოცემაში, გარდაიცვალა საკუთარ სახლში, მეხიკოში, 87 წლის ასაკში. მერსედესის გარდაცვალება მისმა შვილმა, როდრიგო გარსიამ დაადასტურა და აღნიშნა, რომ წლების განმავლობაში, მერსედესი რესპირატორული პრობლემებით იტანჯებოდა.

მერსედესი და გაბო (როგორც მერსედესი უწოდებდა) მეხიკოში ცხოვრობდნენ, როდესაც გარსია მარკესმა მუშაობა დაიწყო თავის მომნუსხველ ამბავზე მითიური მაკონდოს შესახებ, რომელიც კოლომბიის სწორედ იმ ქალაქის შთაგონებით შეიქმნა, სადაც ის და მერსედესი დაიბადნენ.

ათ წელზე მეტი მარკესმა გაატარა როგორც ჟურნალისტმა- როგორც მგზნებარე მემარცხენემ, ერთი წელი “პრენსა ლათინაში” გაატარა- კუბურ პრეს სააგენტოში, ნიუ იორკში, სანამ მოთხრობებსა და ნოველებს წერდა. თვრამეტი თვით გამოიკეტა საკუთარ სახლში, კაბინეტში, სანამ მერსედესი სახლის მეპატრონესა და მთელ დანარჩენ სამყაროს იგერიებდა ზღურბლზე.

მოგვიანებით მარკესი ყვებოდა რომ როდესაც 1966 წლის ბოლოს კაბინეტიდან გამოვიდა, მერსედესმა ჰკითხა: “ნამდვილად დაასრულე? 12 000 დოლარი გვმართებს” -შემდეგ თავისი თმის საშრობი და სათქვეფი აპარატი დააგირავა, რომ არგენტინელი გამომცემლისთვის ხელნაწერი გადაეგზავნა.

სამხრეთ- ამერიკული დაბადება, როგორც ხშირად უწოდებენ ხოლმე, ან სინამდვილისა და წარმოსახვის რთული ნაზავი, როგორც გარსია მარკესი წერდა, რომელშიც მღვდლები ჰაერში ლივლივებდნენ და ზეციდან ყვავილები წვიმდა, თითქმის 50 მილიონი ეგზემპლარის ოდენობით გაიყიდა.

მარტოობის ასი წელიწადი და გარსია მარკესის სხვა ბევრი რომანი თუ მოთხრობების კრებული, იმ გამორჩეულ ლიტერატურულ ნაწარმოებებს განეკუთვნება, რომელსაც მკითხველებსა და კრიტიკოსებს შორის წარმატება ხვდათ წილად.

მისი თემები და პერსონაჟები მის ყველა წიგნში გადადიოდნენ: სასტიკი პოლიტიკური ძალადობა, რომანტიკული და სხვა ვნებები, მოჩვენებები, ოჯახური საიდუმლოებები, შეშლილი და იდეალისტი ავანტიურისტები და ყოველთვის პრაქტიკული და მისტიკური ქალები, რომლებიც აიძულებდნენ მათ მიწაზე მყარად მდგარიყვნენ. ქალთა სახეები, რომლებიც ასე თუ ისე მერსედესით იყვნენ შთაგონებული, ნატიფი სილამაზით, რომელმაც მაშინ დაატყვევა მარკესი, როდესაც ორივე ბავშვები იყვნენ. “მერსედესი გაბნეული იყო ყველა ჩემს წიგნში, ყველგან, ნაგლეჯ-ნაგლეჯ” თქვა მან ერთხელ.

როდესაც 1988 მარკესის რომანი “სიყვარული ჟამიანობის დროს” ინგლისურად დაიბეჭდა, გარსია მარკესმა პიტ ჰამილს, რომელმაც მასზე დაწერა Venity Fair-ში, უთხრა: “უკეთ წერ როცა პრობლემებს აგვარებ, უკეთ წერ როცა ჯანმრთელი ხარ, უკეთ წერ, როცა არ დარდობ, უკეთ წერ, დარდის გარეშე, უკეთ წერ როცა სიყვარული არსებობს შენს ცხოვრებაში. არსებობს ასეთი რომანტიკული იდეა, რომ ტანჯვა და უბედურება ძალიან კარგია, სასიკეთოა მწერლისთვის- საერთოდ არ ვეთანხმები”

წყვილს ჰქონდა სახლები მეხიკოსა და კუერნავაკაში, მექსიკაში; ბარსელონაში ესპანეთში;კარტახენასა და ბარანკილიაში, კოლომბიაში და უამრავი პრობლემის ფონზე, ჰავანაში, ფიდელ კასტროს მიერ რომლის ერთგულ მეგობრადაც რჩებოდა მარკესი და ამით ყველას გაოცებას იწვევდა,დატოვებული სამთავრობო სახლი. კასტროსთან მეგობრობის გამო, შეერთებული შტატების მთავრობა მარკესს უარს ეუბნებოდა ვიზაზე, სანამ პრეზიდენტმა ბილ კლინტონმა, მისმა თაყვანისმცემელმა, მარტას ვენახში არ დაპატიჟა 1995 წელს

ამ მეგობრობაშიც კი, მერსედესი მოწოდების სიმაღლეზე იყო- როგორც მარკესმა უთხრა ჯონი ლი ანდერსონს “ნიუ იორკერიდან” რომელმაც 1999წელს დაწერა მასზე. “ფიდელი მერსედესს უფრო ენდობა, ვიდრე მე.”

“ეს იყო ერთ-ერთი ეპიკურ ქორწინებათაგანი”- თქვა ანდერსონმა სატელეფონო ინტერვიუში. “მერსედესმა იზრუნა პრაქტიკულ მხარეზე, მან ის ყოველდღიური საზრუნავისგან გაათავისუფლა, ესპანურ ენაში არსებობს ფრაზა: “საყრდენი დედამიწაზე” მერსედესი იყო მისი საყრდენი დედამიწაზე.

THE NEW YORK TIMES

ავტორი: პენელოპე გრინი

ესპანურიდან თარგმანი: ჩემი

შენიშვნა: სტატია შემოკლებულია!

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

%d bloggers like this: