შიგთავსზე გადასვლა

ალეფი- თანადროულობა ფორმა და ანტიფორმა პოსტმოდერნიზმში

 იმისთვის რომ თავად მოთხრობაზე ვისაუბროთ, პირველ რიგში აუცილებელია გავარკვიოთ, თუ რას გულისხმობს სიტყვა „ალეფი“ იმდენად რამდენადაც ამ სიტყვას ბევრი სხვადასხვა განმარტება აქვს, ამ შემთხვევაში ყურადღება უნდა მიექცეს იმას, თუ თავად ავტორი როგორ განმარტავს მას. 
„ადგილი, სადაც მინარევისა თუ ურთიერთშერევის გარეშე არსებობს და ყველა კუთხიდან მოჩანს ქვეყნიერების ყველა ადგილი“

მთლიანად მოთხრობა სამ  ძირითად პერსონაჟზეა აგებული. ამბავი იწყება ნარატორის, ბორხესის უპასუხო სიყვარულის, ბეატრის ვიტერბოს გარდაცვალების შემდეგ, როდესაც იგი  წლების განმავლობაში ბეატრისის დაბადების დღეს ტრადიციულად სტუმრობს მის ოჯახს, სადაც ბეატრისის ბიძაშვილს, კარლოს არგენტინო დანერის დაუახლოვდება.  აქვე უნდა აღინიშნოს, რომ მოთხრობაში მოყვანილია ალუზია დანტეს „ღვთაებრივი კომედიიდან“ ბეატრის ვიტერბოსა და ბორხესის ურთიერთმიმართება სწორედ დანტეს ბეატრიჩესადმი სიყვარულის ალუზიაა. 

„ალეფი“ მნიშვნელოვანი ტექსტია იმ თვალსაზრისით, რომ იგი  ფიზიკურ და აბსოლუტურ სამყაროთა თანაარსებობაზე მოგვითხრობს.  ბორხესის მოთხრობაში   ერთისმხრივ არსებობს მეოცე საუკუნის ბუენოს აირესი  თავისი სრულიად რეალისტური გაგებით და მეორე მხრივ  „ალეფი“ რომელიც მეტაფიზიკური, აბსოლუტური სამყაროს ალეგორიაა.   ბორხესს განგებ შემოაქვს ერთი შეხედვით რეალისტურ თხრობაში მეტაფიზიკური ელემენტები და შესაბამისად  არამხოლოდ შინაარსობრივ არამედ ფორმალურ  ლიტერატურულ ხერხებს მიმართავს იმისთვის, რომ მკითხველს  მიკრო და მაკრო სამყაროებისა და  ბიპოლარულ  ფორმათა თანაარსებობის იდეა შთააგონოს.  პოსტმოდერნიზმისთვის ეს უცხო არ არის, იმდენად რამდენადაც პოსტმოდერნულ რეალობაში გაჩნდა ფორმათა და ანტიფორმათა თანაარსებობის შესაძლებლობა. ამის მაგალითზე შეგვიძლია ლუის ბუნუელის ფილმი „ბურჟუაზიის მოკრძალებული ხიბლი“ გავიხსენოთ სადაც მთელი სიუჟეტი ფორმათა და ანტიფორმათა  დაპირისპირებაა. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ლიტერატურისგან განსხვავებით, კინოში ეს უფრო მარტივად აისახება, რადგან  მონტაჟის საშუალებით, თუ მიზანსცენათა კომბინაციებით ამის

თვალსაჩინოდ ჩვენებაა შესაძლებელი, თუმცა ლიტერატურაში ეს მეტად რთული საქმეა.  

უენდი ბიშოფი და  დევიდ სტარკი თავიანთ წიგნში  Keywords in  Creative writing პოსტმოდერნიზმზე საუბრისას  ხოსე ორტეგა ი გასეტის ციტატას იშველიებენ, სადაც საუბარია იმაზე, თუ რა განსხვავებაა რეალისტ, მოდერნისტ და პოსტმოდერნისტ ავტორებს შორის და ციტატაში ნათქვამია, რომ „როდესაც პოსტმოდერნისტი ავტორი ფანჯრიდან იხედება ის ხედავს ერთდროულად ფანჯრის მიღმა სამყაროს, ჩარჩოს, ფანჯრის მინას და თავად  ფიქრის პროცესს“ (ბიშოპი,სტარკი2006)  რასაკვირველია ჩვენ უნდა ვიაზრებდეთ, რომ ფანჯრის მიღმა სამყარო და თავად აზროვნების პროცესი, რომელიც უშუალოდ ადამიანის თავში ხდება მაკრო და მიკრო სამყაროებია, რომლებიც ერთდროულად არსებობს ამდენად ფანჯრის ჩარჩო  და მის მიღმა სამყარო ფიზიკური ხოლო ფიქრის პროცესი მეტაფიზიკური ელემენტებია და ისინი თანაარსებობენ. თავად ბორხესი 

„ალეფში“  მეოცე საუკუნეს მთისა და მუჰამედის მითის დეკონსტრუქციით აღწერს „დღესდღეობით მთები,ფაქტობრივად, თავად მოდიოდნენ თანამედროვე მუჰამედთან“ ციტატაში ნაგულისხმევია, რომ  მეოცე საუკუნის ადამიანს აქვს საშუალება თვალყური ადევნოს მსოფლიოს ისე, რომ არ დატოვოს ფიზიკური ადგილსამყოფელი, რაც  იგივეა რომ პოსტმოდერნისტი ავტორი ერთდროულად ხედავდეს სამყაროს ფანჯრის მიღმა და საკუთარ გონებაში. 

ბორხესის მოთხრობაში, როგორც აღვნიშნეთ   თანადროულობა არამხოლოდ სიუჟეტურ, არამედ ფორმალურ დონეზეცაა აღწერილი. 

ბიშოფისა და სტარკის მიხედვით. იმავე ბიშოპისა და სტარკის მიხედვით პოეზია საუკეთესო საშუალებაა პოსტმოდერნიზმის არსის გადმოსაცემად ვინაიდან პოეტურ ნაწარმოებს შეუძლია მიიღოს ნებისმიერი ფორმა, რომლი ჩვენებით, თუ როგორ განიხილავს კარლოსი პოემას. იგი ერთსა და იმავე პოემასთან დაკავშირებით საუბრობს როგორც ანტიკურ საბერძნეთზე, ისე ბაროკოზე, ბიბლიასა და დეკადანსზე

გასაკვირი აღარ არის, რომ ბორხესი სწორედ პოეზიას განიხილავს, რადგან მას შეუძლია დაიტიოს  ყველა ფორმა, რომელიც ადამიანის გონებაში წარმოიქმნება

ლიტერატურაში თანადროულობის ეფექტთან დაკავშირებით ბორხესმა დიდი გავლენა მოახდინა თურქ ნობელის პრემიის ლაურეატ მწერალ ორჰან ფამუქზე, რომლის ნაწარმოებიც „მე წითელი მქვია“ სწორედ ამ თანადროულობის ეფექტს გამოსახავს.   წიგნში ერთი მხრივ საუბარია  სულთან მურათ მესამის დროინდელ სტამბოლზე, სადაც ჰიჯრის ათასიწლისთავთან დაკავშირებით ენიშთე  ოსტატს წიგნის  ყურანის ილუსტრირებას უკვეთავს, თუმცა ოსტატს კლავენ. ეს არის ერთი მოცემულობა, მაგრამ წიგნი იმგვარადაა დაწერილი, რომ მასში  გარდა რეალურისა აბსოლუტური სამყაროც იკითხება. გარდა იმისა, რომ გაპიროვნებულია მონეტა, ძაღლი, გვამი და წითელი ფერი და მათი პირით ხდება თხრობა, თითოეული ნარატორი  მოთხრობილი დროის ერთსა და იმავე მონაკვეთს აღწერს, ამის გათვალისწინებით, მკითხველს უჩნდება განცდა, რომ თანადროულ მოქმედებას ადევნებს თვალს. ამავდროულად  ისიც ნაჩვენებია, რომ თითოეული მათგანის რეალობა განსხვავებულია და იმაზეა დამოკიდებული თუ რა როლს ასრულებენ მოცემულ ლიტერატურულ ქარგაში.

თავისთავად ის, რომ ფამუქს შემოჰყავს მეტყველი  გვამი, რომელიც თხრობას იწყებს, ანუ პერსონაჟი რომელიც ერთდროულად ეკუთვნის როგორც  ნარატიული ფიქციის ისე მეტაფიქციის ჩარჩოს უკვე მეტყველებს  ავტორის მიზანზე  შინაარსობრივ შრეში სამყაროთა თანადროულობის ელემენტი შემოიტანოს. ცნების თვალსაზრისითაც კი,  „მეტყველი გვამი“ ოქსიმორონია და სწორედ ამ  ბინალური ოპოზიციების შეერთებით მიიღწევა ის რეალობა, რომელსაც პოსტმოდერნიზმი აღწერს, როგორც  ზემოთ ვახსენეთ ამის პირდაპირი ილუსტრაციაა ბუნუელის ფილმიც. 

„ასე მეგონა მთელი სამყარო თანდათან ვიწროვდებოდა და  ჩემში იყრიდა თავს. მაშინ კი, როცა ქვა ჩამარტყეს და  თავი გამიტეხეს, უსასრულო სივრცის შეგრძნება დამეუფლა…ამ ქვეყნიდან გასვლა უმტკივნეულო იყო. აი, იმას ჰგავდა, კაცი სიზმარში თავის თავს მძინარეს რომ დაინახავს.“ (ფამუქი,11.2014)  ეს ციტატა გარკვეულწილად პირდაპირაც კი მიემართება ბორხესის  „ალეფს“  რადგან ისევე როგორც ფამუქთან  რეალობის ერთგვარი დაშრევება ხდება მიკრო და მაკრო სამყაროების მიჯნაზე, ბორხესთანაც ალეფის დანახვა ნიშნავს მისი აბსოლუტის დანახვას. „დავინახე ალეფი მისი ყველა მხრიდან. ალეფში- დედამიწა,-დედამიწაში-ისევ ალეფი.“ (ბორხესი,44)   

სქემატურად რომ წარმოვიდგინოთ ეს ორი ციტატა ერთმანეთს ჰგავს რადგან პირველიც და მეორეც ე.წ. მიზანაბიმის პრინციპზეა აგებული  და სწორედ ეს არის  ბორხესისა და ფამუქის  საერთო, რომ ისინი აღწერენ სამყაროს, როგორც დაუსრულებელ ჩინურ ყუთს, რომელშიც მაკრო სამყარო მილიარდობით მიკროსამყაროსაგან შედგება და ისინი ერთ მთლიანობას ქმნიან. 

თუნდაც განვიხილოთ პოსტმოდერნიზმის ისტორიული კონტექსტი, იმდენად რამდენადაც იგი მოდერნიზმს მოსდევს  და ძირითადად მეორე მსოფლიო ომის შემდგომ ეპოქას განეკუთვნება, სამართლიანია ვივარაუდოთ, რომ  ბორხესმა და შემდგომ უკვე ფამუქმა  მაქსიმალურად ზუსტად ახსნეს პოსტმოდერნიზმის არსი, რადგან  მოდერნისტულმა წესრიგმა თავი ამოწურა, შესაბამისად მოხდა მისი დეკონსტრუქცია, რასაც რასაკვირველია ფორმასთან არავითარი კავშირი არ შეიძლება ჰქონდეს. უფრო ზუსტად რომ ავხსნათ, ჩვენ მივიღეთ მოდერნიზმი როგორც ფორმა და პოსტმოდერნიზმი როგორც მისი დეკონსტრუქცია ანუ ანტიფორმა რაზეც იყო კიდეც ნაშრომში საუბარი, როგორც პოსტმოდერნიზმის ერთ-ერთ შემადგენელზე.  ბორხესთან პარალელი ფორმასა და ანტიფორმასთან დაკავშირებით შეგვიძლია გავავლოთ თუ ერთმანეთს შევადარებთ ბორხესს (ნარატორს) და  კარლოს არგენტინო დანერის, რომლებიც ერთმანეთის  ბინალური ოპოზიცია არიან რაც ბორხესის მხრიდან დანერის მიმართ ირონიასაც კი იწვევს, ირონიაც, როგორც მხატვრული ხერხი პოსტმოდერნიზმის მნიშვნელოვანი ატრიბუტია. 

შეიძლება ითქვას, პერსონაჟებს შორის, სწორედ ის მიმართებაა, რაც  მოდერნიზმსა და პოსტმოდერნიზმს შორის. „მას შემდეგ, რაც ადამიანი ორმოც წელს გადასცდება,  ყოველი ცვლილება დროის ცვლის საძულველ სიმბოლოდ იქცევა ხოლმე.“ (ბორხესი 39)  ეს წმინდად მოდერნისტული  ციტატა ეკუთვნის ნარატორს, რომელიც დანერის შემოქმედებისა და პიროვნების მიმართ ირონიით და  სკეპტიციზმითაა განწყობილი. 

ამრიგად.  ალეფის მთავარი ღირსება იმაში მდგომარეობს, რომ იგი  მოთხრობის ფორმაში ატევს პოსტმოდერნიზმის ყველა მნიშვნელოვან მახასიათებელს, რის მიხედვითაც ჩვენ პოსტმოდერნიზმს განვსაზღვრავთ, იქნება ეს ლიტერატურაში თუ ხელოვნების სხვა დარგში.    გასაკვირი არ არის, რომ ალეფი და ამ კრებულში შესული  სხვა მოთხრობები ასეთ მნიშვნელოვან  ადგილს იკავებს  ბორხესის შემოქმედებაში. ამასთანავე, ცნობილია, რომ  მოთხრობა მეტად სპეციფიური  ფორმაა,  თავისი ლაკონურობის გამო, თუმცა ბორხესმა არამხოლოდ მოახერხა პოსტმოდერნიზმის აღწერა და მასზე რეფლექსირება, არამედ ერთგვარ სახელმძღვანელოდ იქცა, რომელშიც  პოსტმოდერნიზმის ყველა ძირითადი ასპექტი ნათლად იკითხება, სწორედ ამიტომ შეძლო მან გავლენა მოეხდინა ისეთ მწერლებზე, როგორიც, მაგალითად, ზემოთხსენებული, ორჰან ფამუქია. 

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

%d bloggers like this: