შიგთავსზე გადასვლა

მე და ვიქტორიანულ რომანს არაფერი გამოგვდის

painting-manchesterახლა რასაც დავწერ ალბათ ამისთვის ჩემი ანგლო-ამერიკული ფრთის წარმომადგენელი კოლეგები ამისთვის ჯოჯოხეთში გამისტუმრებენ, მაგრამ რომ არ ვთქვა არაფრით არ შემიძლია. ჩემი ურთიერთობა ინგლისურ რომანებთან, რასაკვირველია, “ჯეინ ეარით” დაიწყო.  ეს ის ასაკი იყო, როცა  ჯეინი არამხოლოდ წაკითხული უნდა გქონოდა, არამედ უნდა გყვარებოდა კიდეც. პირველ პირში დაწერილი ეს რომანი ვერაფრით ვერ შევიყვარე, მერე ძალიან რომ დავფიქრდი, როჩესტერს არაფერს ვერჩოდი, მაგერამ მთლიანობაში რომანი ჩემთვის ზედმეტად პათოსური იყო და ამიტომ დღეს როცა მეუბნებიან ჩემი საყვარელი პერსონაჟი ჯეინ ეარიაო, სულ მგონია, რომ მეტი უბრალოდ არაფერი წაუკითხავთ.

ამის მერე იყო წყება ავტორებისა ჯეკ ლონდონიდან და  გოლზუორთიდან დაწყებული რავიცი უნივერსიტეტის პირობებში რომელი ავტორი აღარ გავიარე და სულ იმას ვოცნებობდი, რაც შეიძლებოდა მალე დამთავრებულიყო.  არავის ვაკნინებ და მესმის ინგლისური რომანის მნიშვნელობა, წინააღმდეგ შემთხვევაში უნივერსიტეტშიც არ გავივლიდი, მაგრამ როგორც ძაღლი და კატა ისე ვართ მე და ინგლისი ლიტერატურაში. სამართლიანობა მოითხოვს რომ აღვნიშნო, ჩემი ანტიპათიის ძირითადი ხვედრითი წილი ვიქტორიანული ეპოქის  ლიტერატურაზე მოდის. აქეთ და აქეთ შერიგებისკენ მივდივართ რასაკვირველია, მაგრამ დასაწყისიდან დღემდე, მაშინაც კი როცა  ლიტერატურული თეორიებისა არაფერი გამეგებოდა, ზუსტად ვიცოდი რა განსხვავება იყო ინგლისურ და ამეიკულ ლიტერატურას შორის  და მე ეს განსხვავება ყოველთვის მხიბლავდა.

ჰო, ისიც არ დამავიწყდეს, რომ მკაცრად გავუსვა ხაზი ეპიკურ ჟანრს, დრამასთან ცოტა სხვაგვარი სიტუაციაა და ეს გასაგებია.  მე კი მაინც ვაგრძელებ კითხვას და ვცდილობ სხვა თვალით შევხედო… ჯერ არ გამომივიდა. ჰოდა მე არ ვიცი, რომელიმე ქვეყნის ლიტერატურის მიმართ თქვენ თუ გქონიათ მსგავსი დამოკიდებულება. თავიდან ვფიქრობდი ვიქტორიანული ეპოქის ესთეტიკა არ არის ჩემი-მეთქი,  შეიძლება ესაა მიზეზი. მოკლედ ვინც მე იმას მაპოვნინებს, რაც ინგლისურ რომანთან შემარიგებს ჩემი გული ალალ მისი.

საერთოდ ჩემს ცხოვრებაში ყველაფერი ან ძალიან ადრე ან ძალიან გვიან ხდება. ჰოდა, შეიძლება მე და  ვიქტორიანული ეპოქის მწერლები ავცდით ცოტათი დროში, მაგრამ იმასაც ვფიქრობ, რომ ჩემი ასაკის მკითხველებში გადამეტებულად პოპულარულმა ავტორებმა, მოყირჭება დამმართეს და გული ამიცრუვდა მათზე.  ძალიან დიდი ხანია პრიორიტეტები იმდენად შემეცვალა, რომ  მთელი ჩემი გემოვნება და მსოფლმხედველობა ძირფესვიანად ამოყირავდა. მე აღარ ვარ მკითხველი, რომელიც თავს იქცევს ნათესავის მიერ შევიწროვებული გოგო-ბიჭების, დიდი საგვარეულოს შიგნით მომხდარი ინტრიგებისა თუ  ტრადიციული საზოგადოების შიგნით აღმოცენებული დევიანტების ისტორიებით.  ჩემთვის ესთეტიკამ ძალიან დიდი დატვირთვა შეიძინა, ამიტომ  არის რომ ყოველი ისეთი წიგნის წაკითხვისას, რომლის ესთეტიკაც ჩემთვის უცხო არ არის, მგონია რომ ყველაფერი ისედაც  ცხადია, ამიტომ ინტერესი ძალიან მალე მიქრება ხოლმე.

count)s კომენტარი »

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

%d bloggers like this: