შიგთავსზე გადასვლა

მე პარნასი და დრო- როგორ გავყავი თავი შარში

807e6921cb628075da2d5e55af058eb9 უკვე რამდენი ხანია არაფერი დამიწერია. სიმართლე გითხრათ მგონი შემოქმედებითი კრიზისი მაქვს. აი ხომ არის, რომ როცა დასასვენებლად ხარ, თითქოს მეტი დრო უნდა გქონდეს საწერად, საფიქრად და ასე შემდეგ. არადა სულ პირიქით. კვირაზე მეტია ბიძაშვილთან ვარ და ასე მგონია კორონამდელი მანჰეტენის ცენტრში მოვხვდი სადაც მუდმივი მოძრაობაა.

საერთოდ ასე ხდება ხოლმე, როცა სხვასთან ერთად ხარ და რეჟიმი გეცვლება. ოჯახში ბავშვიც თუა საერთოდ ხომ არ გაქვს მოსვენება. არადა, ბავშვები კარგია, მგონი ყველაზე მეტად სწორედ ბავშვები მიყვარს. სხვისი რეჟიმით ცხოვრება ძალიან მოქმედებს ჩემს პროდუქტიულობაზე. ეგ კი არა, ახლა გამოცდების პერიოდი მაქვს და რას როდის და როგორ ვახერხებ ეგეც მიკვირს. პარალელურად ფეისბუქ ჯგუფ  პარნასის  ადმინი გავხდი. მოკლედ რამდენიმე მეგობარმა გადავწყვიტეთ, რომ ხელოვნების სფეროს  აკლია ინფორმაციული სივრცე ფეისბუქზე და ამიტომ შევქმენით ჯგუფი, სადაც საუბარი გვაქვს ხელოვნების სხვადასხვა დარგში მოღვაწე მნიშვნელოვანი ადამიანებისა და მათი შემოქმედების მნიშვნელოვან ეპიზოდებზე. ეს ჯგუფი იმით განსხვავდება სხვა ამავე ტიპის ჯგუფებისგან, რომ ჩვენ აქცენტი არა პოსტებისა და წევრების რაოდენობაზე, არამედ ინფორმაციის ხარისხზე გვაქვს გადატანილი.  ძალიან ვცდილობთ თითოეული ჩვენი პოსტი დასამახსოვრებელი და საინტერესო იყოს ადამიანებისთვის. სულ მაწუხებდა ის საკითხი, რომ ჯგუფების უმეტესობაში რამდენიმე მწერალი და პოეტი ლიდერობდა და სულ მათ შესახებ იყო საუბარი ან კიდევ უარესი “რას კითხულობთ?”  ” ვის გაქვთ ნანახი ან წაკითხული?” ჩვენ კი ჩვენი ჯგუფის წევრების ინტელექტსა და განათლებაში ეჭვი არასოდეს შეგვიტანია და ისევე ვესაუბრებით მათ, როგორც ნებისმიერ ადამიანს, რომელიც საკითხში ბოლომდე ჩახედულია. 

ჰოდა, პარნასის ამბები რაზე მოვაყოლე, ძალიან ვცდილობ რომ საინტერესო და ფაქტებზე დაფუძნებული პოსტები დავდო ხოლმე, მაგრამ როგორც ბლოგზე,
ისე ჯგუფშიც ვერ ვაქტიურობ ისე, როგორც მინდა იმიტომ, რომ  ძალიან ამიჩქარდა გრაფიკი ამ ბავშვის ხელში და იმედია შევძლებ ყველაფერს გავუმკლავდე.  მანამდე კი იცოდეთ, რომ ძალიან მომენატრეთ. 

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

%d bloggers like this: