შიგთავსზე გადასვლა

დასაქოქი ჩიტი და ქალები სამშაბათს

Murakami_Markus Jans.JPG

სადაც ახლა მე ვარ აქ საშინელი ამინდია.  ბოლო პერიოდში ჩემი ცხოვრება რუტინით გაივსო, მაგრამ მე ჯერ კიდევ მაქვს იმის შანსი, რომ ოპტიმისტურად განვეწყო. აი მურაკამის მოთხრობის პროტაგონისტს კი ეს შანსი არ აქვს. დასაქოქი ჩიტის ხმაზე რომ ამუშავდება ზუსტად იცის, რა როდის და როგორ უნდა გააკეთოს. ასეთ რეჟიმში როდესაც ცხოვრობ, ცოტახანში თავად იქცევი დასაქოქ ჩიტად და ეგ იქნება.

პერსონაჟი სპონტანურად მოდის  სამსახურიდან. თვითონაც არ იცის,რატომ. რომ დაუფიქრდე, საწუწუნოც არაფერი ჰქონდა, მაგრამ ზოგჯერ დგება მომენტი, რომ რაღაცის შეცვლა გინდა.  წამოხვალ სამსახურიდან და შენი ცხოვრება ნამდვილ დღესასწაულს დაემსგავსება. გექნება უფრო მეტი დრო, უფრო თავისუფალი იქნები. არადა რეალურად სახლშიც ისეთივე ერთფეროვანი და რუტინულია ყოველდღიურობა, როგორც სამსახურში.

ადრე თუ ერთი რუტინა გახრჩობდა, ახლა მეორე დაგახრჩობს. მითუმეტეს რომ ოჯახში ერთადერთი ხარ ვისაც ეს საკითხი ადარდებს. მერე ამ რუტინით დამხრჩვალს კიდევ ცოლი გიწყალებს გულს იმ ოხერი დაკარგული კატის გამო, თან ეტყობა ძალიან კარგად აუთოვებ პერანგებს და იქნებ ბარემ სამსახურიც აღარ მოგეძებნა რომ ბოლომდე დაგაბას და მერე ადექი-დაჯექიც გეძახოს.

რა თქმა უნდა,  როგორც კი გამოჩნდება პააატარა სიხარულის  ნაპერწკალი შენს ცხოვრებაში, ისიც რაიმე გრანდიოზულით კი არა, უბრალოდ ერთფეროვნებიდან ამოვარდნისა, მაშინვე მოვა ვინმე ამ ცოლის ნაირი და სასწრაფოდ ჩაგიქრობს  ნაპერწკალსაც და სიცოცხლის სურვილსაც.

ნუთუ ადამიანები განწირულები ვართ, რომ აუცილებლად დასაქოქ ჩიტებად ვიქცევით?  ხომ შეიძლება რაღაც სხვა გინდოდეს. მომაბეზრებელ ერთი და იგივე დღისწესრიგს თავი  არ შეაჭმევინო. არავის არ უნდა დასაქოქ ჩიტად ყოფნა, მაგრამ ხომ ვართ……. ჩვენ მუდამ გვეუბნებიან, რომ წესიერი ადამიანი ასეთი და ასეთი უნდა იყოსო და კითხვის დასმაც კი უხერხულია, რომ გინდოდეს რომ სხვანაირი იყო, რა უნდა ქნა…

ყოველთვის მომწონდა მურაკამი, მაგრამ  კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ მისი მინიმალიზმი საკმაოდ არამინიმალისტურ  წიაღსვლებს მოიცავს. თითქოს არაფერს გეუბნება, მაგრამ ამავდროულად ყველაფერს ამბობს, რისი მიტანაც უნდა მკითხველთან. განსაკუთრებით ახლა, როდესაც  ამდენი დრო მაქვს საფიქრად, მეც ხშირად ვფიქრობ იმაზე, განწირული ვარ რომ დასაქოქი ჩიტი ვიყო, თუ შემიძლია ამისგან გავთავისუფლდე?

ტრამვაი ფეისბუქზე

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

%d bloggers like this: