შიგთავსზე გადასვლა

თოჯინების სახლი

doll house ibsen

ხომ იცით, ეს რა დროა ჩემთვის. საკრალური დილის საათები, როცა ყველაფერზე შემიძლია ვიფიქრო რაზეც მინდა. დღეს მეგონა ოთხშაბათი იყო და ლექციისთვის საპრეზენტაციო თემაზე ვფიქრობდი ჰოდა, რატომღაც “თოჯინების სახლი” გამახსენდა, იბსენის. ხომ იცით ამ ბოლო დროს  პიესებს მივეძალე და არ მკითხოთ რად დამიჯდა რომ ეს პიესა ხელში ჩამეგდო.  ჩემთვის დღემდე  გამოცანად რჩება, იბსენის ეს მარტივი გენიალურობის ამბავი.

რეალურად რომ დაფიქრდე,  შეიძლება ნებისმიერ დროს დაგიდგეს მომენტი, როდესაც აღმოაჩენ, რომ ადამიანი რომლის გვერდითაც წლები გაატარე უბრალოდ უცხოა. არ იცნობ. საქართველოში აუცილებლად დაისმევა შეკითხვა, როგორ დატოვა ნორამ შვილებიო, მაგრამ ზუსტადაც ქართველებს ეგ ძალიან კარგად უნდა გვესმოდეს, მედეას პატრონები ვართ 🙂

სიმართლე გითხრათ, დიდი სიამოვნებით ვნახავდი თოჯინების სახლს სცენაზე. საერთოდ პიესებს რომლებსაც ვკითხულობ არასოდეს წარმოვიდგენ სპექტაკლად იმიტომ, რომ მინდა პიესაც ლიტერატურად დარჩეს ჩემთვის, მაგრამ რეალურად რომ დავფიქრდეთ ნორას პერსონაჟი აღწერას არ ექვემდებარება. სულ უხეშად რომ შევადაროთ მედეას, ეპოქებს შორის დაშორების გამო ბევრი არაფერი გამოგვივა მგონია, თანაც იქ ცოტა ღვთიური ამბებიც მუშაობს, აქ კი წმინდად პრაგმატულ სამყაროზე გვაქვს საუბარი.

ჰოდა, ამ პრაგმატულ სამყაროში, ყველაფერი რომ გათვლით არის,  იბსენიც ძალიან კარგი “გამთვლელია” და  საბოლოო წერტილამდე მძივივით აწყობს მთელ მოქმედებას. თქვენ უნდა წარმოიდგინოთ, რომ ჰელმერისთვის საბუთის გაყალბება და კაცის მოკვლა ერთი და იგივეა, ქართველი კი არ არის ჯერ არშემოსულ კანონს რომ არღვევდეს, მაგრამ ეგ იქით იყოს.   მოქმედება იქამდე იხლართება, რომ როცა გაცხადდება ნორას საიდუმლო, რაც შეიძლება მეტი ზიანი მიადგეს მას.

აქ არის ჩემი აზრით მთავარი კვანძი ამ პიესისა.  რატომ უნდა გათქვა საიდუმლო, რომელიც ადამიანებს აზიანებს? რეალურად კროგსტადს აღარაფერში სჭირდებოდა ნორას საიდუმლოს გათქმა, მაგრამ მთავარი აქაც ნორას პოზიციაა.

სულ ვამბობდი ხოლმე, რომ ფაქტის წინაშე საშიში აღარაფერია. თუ რაღაც უნდა მოხდეს, რაც ადრე მოხდება უკეთესია. მართალია ნორამ ბავშვები მიატოვა და წავიდა, მაგრამ ამაში იკითხება სწორედ პერსონაჟის თავისუფლების ხარისხი. იმას კი არ ვამბობ, რომ თავისუფლების სახელით მშობლებმა შვილები უნდა დატოვონ, უბრალოდ კროგსტადმა თავისივე ჩანაფიქრის საწინააღმდეგო შედეგი მიიღო. მან ნორა გაათავისუფლა. ის რისიც ქალს ამდენხანს ეშინოდა და რის გამოც ყველაფერზე ხელს აწერდა, ოღონდ კი არ მომხდარიყო, მოხდა  და ამაზე უარესი აღარაფერი იქნება.  კროგსტადის დამსახურებაა, რომ ნორამ გაიგო, რომ  ის და ჰელმერი რეალურად ერთმანეთს არ იცნობდნენ და რომ ამდენ ხანს  ფაქტობრივად სხვა ადამიანთან ცხოვრობდა. ვინც არ გაფასებს მისი დაკარგვის კი არასოდეს გეშინია ადამიანს. მხოლოდ ბავშვებს შეეძლოთ ნორას შეჩერება, მაგრამ იბსენმა ხაზი გაუსვა პერსონაჟის თავისუფლების ხარისხს. ნორამ ბორკილები მოიხსნა და აღარაფრის წინაშე აღარ დაყოვნდებოდა.

მე საერთოდ ვგიჟდები ამ ქალზე და ყველა ქალზე, რომელსაც სწორედ მაშინ ეხსნება მეორე სუნთქვა, როდესაც გგონია, რომ სადაცაა დაეცემა და ვეღარასოდეს წამოდგება. როდესაც სხვისი ჩახლართული ინტრიგიდან გამარჯვებული გამოდის და საკუთარ მეს ინარჩუნებს. ნორა სწორედ ასეთი ქალია.
ტრამვაი ფეისბუქზე ❤
 

 

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

%d bloggers like this: