შიგთავსზე გადასვლა

მაიკლ კერტისის კასაბლანკა- ურთიერთობების პოლიტიკა

409px-CasablancaPoster-Goldლეგენდარული კასაბლანკა იმ  ფილმების რიგებს მიეკუთვნება, რომლის ნახვაც ძალიან ადრეულ ასაკში მომიწია. ჰემფრი ბოგარტისა და ინგრიდ ბერგმანის შესახებ, მაშინ ბევრი არაფერი მსმენოდა, მაგრამ მახსოვს როგორ მოვიხიბლე რიკით.  ჩემი პირადი გრძნობები რომ იქით იყოს, კასაბლანკა  აუცილებლად სანახავი ფილმია.  ვიშის რეჟიმის საფრანგეთში გერმანელების შეჭრის შემდეგ, რიჩარდი, როგორც ბევრი მისი თანამემამულე  თავს ქალაქ კასაბლანკას აფარებს, სადაც ილზას ხვდება, რომელიც მას ძალიან უყვარდა, მაგრამ  წასვლის წინ ქალმა ის მიატოვა.

ერთი შეხედვით ბანალური სასიყვარულო სამკუთხედი გგონია, სანამ არ აღმოაჩენ, რომ სამკუთხედის არც ერთი წევრი არ არის დამნაშავე იმაში, რაც ხდება. ილზას ქმარი ლასლო საკონცენტრაციო ბანაკში მოხვდა, სადაც ფიქრობდნენ რომ გარდაიცვალა კიდეც, ამიტომ ილზას დადანაშაულება არ შეიძლება იმაში რაც მოხდა. ეს ქორწინება საიდუმლო იყო და ილზამ მიუხედავად იმისა, რომ ლასლო “მკვდარი” იყო  არ გაამჟღავნა ეს საიდუმლო.

ყველაზე რთული ამ ფილმში ის არის, რომ ორივე მამაკაცი  ღირსეულია.  ჩვენ გვინახავს სასიყვარულო სამკუთხედები, სადაც ერთი მხარე დამნაშავეა და მეორე უდანაშაულო, ასეთ დროს საუბარი ძალიან ადვილია ხოლმე. აქ კი პირიქით.  რიკის შეეძლო ხელი შეეშალა ლასლოსა და ილზასთვის ქვეყნის დატოვებაში, მაგრამ მან არა მხოლოდ გაათავისუფლა ლასლო ციხიდან არამედ თავის საყვარელ ქალთან ერთად ქვეყნიდანაც გაუშვა.

ეს არ არის ამბავი არც  სიყვარულზე არც რამე სხვაზე, გარდა დიდი ღირსებისა, რომელიც ამ ორივე კაცს გააჩნიათ და რომლის წინაშეც სხვა ყველაფერი უკანა პლანზე გადადის. ილზა აუცილებლად ინანებდა რომ დარჩენილიყო და რიკიმ ეს იცოდა. რაც მანამდე მოხდა არავის ბრალი არ იყო, მაგრამ ილზას დარჩენა ღალატი იქნებოდა. ლასლო კი იმ კატეგორიას განეკუთვნება, ვისი ღირსებაც იმსახურებს მსხვერპლს.

ფილმში ბოლო კადრია ძალიან მნიშვნელოვანი, როდესაც  რიკის მეგობარი ოფიცერი  ვიშის დროინდელი კონიაკის ბოთლს ნაგავში ისვრის და ამით სრულიად ახალი გზა იწყება. აღარც ვიშის მთავრობა, აღარც გერმანელები, რაღაც ახალი თუნდაც ორი ღირსეული ადამიანის მეგობრობა, რომელიც ყველა სხვა ურთიერთობაზე მნიშვნელოვანია.

ამბობენ ყველაფერი გენიალური მარტივიაო. ეს არ გახლავთ რთული კინოხერხების მქონე დატვირთული ფილმი, მაგრამ ალბათ ყველაზე გენიალური სწორედ ის  გახლავთ, რასაც ყავლი არასოდეს გასდის. ადამიანურ ამბებს, რომლებიც ყველა ეპოქაში ერთმანეთს ჰგავს, მაგრამ ყოველთვის თავისებურად გენიალურია.        ტრამვაი ფეისბუქზე

 

 

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

%d bloggers like this: