შიგთავსზე გადასვლა

ბრწყინვალე გონების მუდმივი ნათება

eternalsunshinepic1
ყველას გვქონია ცხოვრებაში მომენტი, როდესაც გვინატრია, რომ გონებას წაშლის ღილაკი გააჩნდეს და ერთი თითის დაჭერით გავთავისუფლდეთ იმისგან რაც გულს გვტკენს. ფილმი “ბრწყინვალე გონების მუდმივი ნათება” სწორედ იმ რეალობას გვთავაზობს, სადაც ეს ყველაფერი შესაძლებელია.

თავად ფილმი, რაღაცით უკან გადახვეულ კასეტას ჰგავს. როდესაც  იწყება, თუ კარგად არ დააკვირდი და პირველად უყურებ,  შეიძლება სტანდარტულ სასიყვარულო მელოდრამას წააწყდე და იმედი გაგიცრუვდეს, მაგრამ  დიდი კითხვის ნიშანი იმის შესახებ, თუ რეალურად საიდან დაიწყო მთავარი პერსონაჟების ურთიერთობა, მხოლოდ ბოლოში იხსნება.

ჩვენ აღმოვაჩენთ ადამიანებს, რომლებიც თითქოს სხვებს ეხმარებიან, მოგონებებისგან გათავისუფლებაში და ამისთვის უახლესი მოგონებიდან ყველაზე ძველისკენ მიიწევენ. როდესაც ჯერ კიდევ ყველაფერი ძალიან კარგად იყო და როდესაც ჯერ კიდევ ძალიან უყვარდათ ერთმანეთი. ფილმის დასაწყისში, როდესაც მთავარი პერსონაჟი ჯოელი იღვიძებს თქვენ შეამჩნევთ, რომ საფეთქელთან ფლომასტერით მონიშნული ცისფერი წერტილი აქვს, რაც იმას ნიშნავს, რომ ამ დროისთვის ექსპერიმენტი უკვე ჩატარებულია და კლემენტინა მას აღარ უნდა ახსოვდეს, მაგრამ სწორეფ ამის შემდეგ ხვდებიან ისინი ერთმანეთს.

როგორ მოხდა, რომ ადამიანები, რომლებმაც განზრახ ამოშალეს ერთმანეთი გონებიდან ხელახლა ისევ შეხვდნენ ერთმანეთს? ისიც ხომ მნიშვნელოვანია, რომ ფილმის დასაწყისში ჯოელი ბლოკნოტში ჩანაწერის გაკეთებისას, აღმოაჩენს რომ ფურცლები ამოხეულია, მაგრამ არ ახსოვს როგორ და როდის ამოხია.

რამ უბიძგა ამ ორ ადამიანს ისევ ერთმანეთისკენ?  ერთი ვარიანტია, რომ ყველა მოგონება ერთნაირი წარმატებით არ წაიშალა, ხოლო მეორე და ის, რომელიც მე ყველაზე სარწმუნო მგონია, არის ის, რომ ყნოსვა ყველაზე ღრმა იმპულსებს გადასცემს ტვინს, ამიტომ ჩვენ ადამიანებს სურნელით აღვიქვამთ და რაც უნდა მოხდეს,  სურნელის მიხედვით ყოველთვის ამოვიცნობთ- ხოლმე.

მთელ ფილმში საუბარია იმაზე, თუ როგორ ცდილობს ჯოელი თავისი მოგონებების გადარჩენას. ამსობაში კი პატრიკი (ერთ-ერთი წამშლელთაგანი) მას იდენტობას პარავს და ცდილობს კლემენტინას შეაყვაროს თავი. მე რეჟისორების გონებაში არასოდეს ვმჯდარვარ და ვერ გეტყვით რას ფიქრობდნენ, მაგრამ  მგონია, რომ ადამიანის იდენტობას მისი მოგონებები განსაზღვრავს. მე მე ვარ იმიტომ, რომ მაქვს ემოციური და ინტელექტუალური ცოდნა საკუთარი თავისა და წარსულის შესახებ. ერთი მოგონება მაინც რომ ამოაკლო, მეც აუცილებლად შევიცვლები. ეს ფილმი, ყველას სხვადასხვანაირად ესმის, მაგრამ ვფიქრობ თავად მეხსიერების წაშლის ექსპერიმენტი წარუმატებელი აღმოჩნდა, რადგან ძლიერი ემოციების  დამახსოვრება სულ სხვა დონეზე ხდება და არა მხოლოდ ტვინის ინფორმაციულ ნაწილში. ამიტომაც იყო, რომ ამ დაწესებულებას ადამიანები რამდენჯერმე სტუმრობდნენ ხოლმე.

აქვე აღსანიშნავია ჯიმ ქერის ძალიან საინტერესო შესრულება დრამის კატეგორიაში. ის რომ საყოველთაოდ კომიკოსად ცნობილი მსახიობი დრამატულ როლს ასე საინტერესოდ ასრულებს მხოლოდ მის ნიჭიერებაზე და სამსახიობო ოსტატობაზე მეტყველებს.

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

%d bloggers like this: