10 ყველაზე რეიტინგული სერიალი
IMDB ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი მონაცემთა ბაზაა ფილმების, სერიალებისა და სატელევიზიო პროგრამების მოყვარულთათვის. საიტის რეიტინგები დიდ გავლენას ახდენს მაყურებლის არჩევანზე, ამა თუ იმ კონტენტის შერჩევისას. მოდით ვნახოთ რომელ ათ სერიალს გამოარჩევენ საიტის მომხმარებლები:
- Chernobyl – 9.6 -ჩერნობილი
სერიალი ეხება ჩერნობილში მომხდარ ატომურ კატასტროფას. HBOსა და Sky Atlantic-ის ნამუშევარი პირველად 2019 წლის 3 ივნისს გავიდა ეთერში. ის ხუთი სერიისგან შედგება.
2.Planet Earth II – 9.5 -პლანეტა დედამიწა II
BBC-ის დოკუმენტური ფილმების სერია მოგვითხრობს ჩვენი პლანეტისა და მისი ბუნების შესახებ ყინულიანი ტუნდრადან ეკვატორის სიახლოვეს მდებარე ტყეებამდე. სერიალი პირველად 2016 წელს გამოჩნდა ბრიტანეთის სამაუწყებლო კომპანიის ეთერში.
3.Band of Brothers – 9.4 ჯარისკაცთა საძმო
ამასობაში ტომ ჰენკსმა რეჟისორობა დაიწყო და გირჩევთ მის მიერ 2001 წელს გადაღებული ეს სერიალი თუ არ გინახავთ აუცილებლად ნახოთ მითუმეტეს რომ მასში ნამდვილი ამბავია მოთხრობილი. ჰო მართლა, “სამშობლოს” მაყურებლებს განსაკუთრებით გირჩევთ, ისე ეს სერჟანტი ბროდი, სულ კამუფლაჟს როგორ უტრიალებს? :დ
4.Planet Earth – 9.4- პლანეტა დედამიწა
იხილეთ პუნქტი მეორე 🙂
5.Breaking Bad – 9.4- მძიმე დანაშაული
ეტყობა ექშენის ნაკლებობაა საზოგადოებაში. ცუდი სერიალი არ არის თუმცა სპეციფიკური მაყურებელი ჰყავს ჩემი მოკრძალებული აზრით.
6. Game of Thrones – 9.4- სამეფო კარის თამაშები
ამათ ის აპატიეს ბოლო სერიაში თავზე რომ გადაგვახიეს მთელი ფან-თეორიები? ყველა სეზონი ძალიან მაგარი იყო რა თქმა უნდა, მაგრამ ბოლოს ორად გაყოფილ ფანობას, სერსეისა და დეინერისს შორის მაგრად გაგვეღადავნენ :დ
7.The Wire – 9.3- ქსელი
კრიმინალური დრამების მოყვარულებს ნანახი უნდა გქონდეთ ჩემი აზრით. სერიალი 60 სერიისგან (5 სეზონი ) შედგება. 2002 წელს გამოსული სერიალი დღემდე მაყურებლის რჩეულთა სიებშია.
8 Our Planet – 9.3- ჩვენი პლანეტა
“პლანეტა დედამიწის” შემქმნელი Netflix- ზე გადაბარგდა და 2019 წლიდან უკვე რვა სერიაა გასული დოკუმენტური სერიალისა…
9.Cosmos (2014) – 9.2-კოსმოსი
Family Guy-ის შემქმნელის დოკუმენტური სერიალი კოსმოსის შესახებ. იმის შესახებ რა ვიცით და რა არა ჩვენი სამყაროს შესახებ.
10.Blue Planet II – 9.2- ლურჯი პლანეტა
დედამიწა, კოსმოსი და აჰა, ახლა წყალი. მოკლედ როგორც ვატყობ სამყაროს შემეცნებით დაინტერესებულია მსოფლიომოსახლეობა. დღეს ეს მითუმეტეს არ უნდა გვიკვირდეს, მაგრამ ნეტა დოკუმენტურ ფილმს როდის გადაიღებენ კორონა ვირუსზე?