შიგთავსზე გადასვლა

ბორცვებს მიღმა

beyond_the_hills

ჩემი და კრისტიან მუნჯიუს ურთიერთობა სულ სხვა ფილმით დაიწყო, მაგრამ დღეს მინდა “ბორცვებს მიღმა” შემოგთავაზოთ.   ეს ფილმი სუსტი ნერვების მქონეთათვის არ არის. რაღაცით მან შეიძლება  “ეგზორცისტიც” მოგაგონოთ, მითუმეტეს, რომ კრიტიკოსების ნაწილი მათ ე.წ. ბიძაშვილებად მოიხსენიებენ.

მართლმადიდებლური კულტურის შვილი ვარ და  რომ გითხრათ ძალიან მორწმუნე ვარ-მეთქი მოვიტყუები. მე ჩემს თავს აგნოსტიკოსთა  რიცხვს მივაკუთნებ, თუმცა  მართლმადიდებლური დოგმები ჩემთვის ასე თუ ისე ცნობილია, ამიტომ ფუნდამენტალისტ მორწმუნეებთან კამათში არასოდეს შევდივარ, როგორც ამბობენ, ღმერთი იქ არის, სადაც შენ იპოვი მას.

როგორც აღმოჩნდა, მუნჯიუს  ქალების მეგობრობის მიმართ განსაკუთრებული ინტერესი აქვს. ისევე როგორცწინა შემთხვევაში აქაც საუბარი ორ გოგონაზე ვაიკიტასა და ალინას ამბავს, რომლებიც თავშესაფარში ერთად იზრდებოდნენ. როდესაც გაიზარდნენ ალინა გერმანიაში წავიდა, ვაიკიტამ კი მონაზვნობა არჩია მართლმადიდებლურ მონასტერში. გოგონების წარსულზე მეტი არაფერია ცნობილი, მაგრამ  ფილმის მიმდინარეობისას, მაყურებელს შეუძლია იფიქროს, რომ მათ შორის მეგობრობაზე უფრო ინტიმური გრძნობებიც არსებობდა.

ყველაფერი იმით იწყება, რომ ალინა მეგობარს მონასტერში აკითხავს და ცდილობს გერმანიაში გაყოლაზე დაითანხმოს, თუმცა ვაიკიტას არჩევანი უკვე გაკეთებული აქვს. მთელი ფილმის განმავლობაში, მაყურებელი თვალს ადევნებს აბსოლუტური პრაგმატიზმისა და რელიგიური დოგმატიზმის ჭიდილს. ეს დაახლოებით იმას ჰგავს, როდესაც ადამიანთა ორი ჯგუფი  თოკის ორ ბოლოში მოიყრის თავს და ცდილობს თავის მხარეს გადაქაჩოს ის.

ალინა თავისი ნებით მივიდა მონასტერში, იქ კი  ისეთი სამყაროა, რომელსაც ის არ ეკუთვნის. ისეთი წესებია, რომელთა მორჩილებაშიც მას არ შეუძლია ყოფნა. აქ ისიც უნდა ითქვას, რომ რელიგია თავისთავად არ შეიძლება რელატიური იყოს. ან ემორჩილები მას ან არა.

მთელი ფილმის განმავლობაში ველოდი, რომ რომელიმე მხარის მიმართ ემპათიის გრძნობა გამიჩნდებოდა, მაგრამ ტყუილად.  მამაოს, რომელიც  ეკლესიას წინამძღოლობს, თავიდანვე არ უნდოდა ალინას დატოვება მონასტერში, რადგან ის თვლიდა, რომ ალინა მზად არ იყო იმ ცხოვრებისთვის, რა ცხოვრებითაც ისინი ცხოვრობდნენ, თუმცა მაინც დატოვა იმის იმედით, რომ თავად ალინა მოისურვებდა ღმერთის შეყვარებას.   ალინას კი ვაიკიტას წაყვანა უნდა. ამაში მას მეგობრის არჩევანი უშლის ხელს, მითუმეტეს, რომ ვაიკიტა მას ეუბნება კიდეც, რომ თუ ადრე მხოლოდ შენ მიყვარდი ახლა ქრისტეც მიყვარსო და ამით არწმუნებს მეგობარს, რომ ის გარემო რომელშიც ვაიკიტა ცხოვრობს მათ მეგობრობას ხელს უშლის.

ამ ყველაფრის ფონზე, ალინა უმართავი ხდება, რასაც რელიგიურ ენაზე “შეპყრობილობას” უწოდებენ. ის  შედის საკურთხეველში რაც როგორც იცით მართლმადიდებლურ რელიგიაში ქალებს ეკრძალებათ.  ცდილობს თვითმკვლელობას და ასე შემდეგ.

ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო, რომ ალინას  ვაიკიტაც და მოძღვარიც მონასტრიდან წასვლას ურჩევდნენ, მაგრამ ის არ წავიდა. ამიტომ  ძნელია იმის თქმა. ყველაფერი რაც შემდეგ მოხდა იყო თუ არა რელიგიის თავსმოხვევა ადამიანისთვის.  მე ვფიქრობ, რომ ადამიანს რწმენას ვერ მოახვევ თავს და ძალისმიერი მეთოდებით მორწმუნედ ვერ გახდი, მაგრამ როდესაც ადამიანს შეუძლია წავიდეს და არ მიდის, იქ სადაც რჩება წესებს უნდა დაემორჩილოს. ალინა კი თავისი სურვილით, უკვე წასული, ისევ დაბრუნდა მონასტერში, მიუხედავად იმისა, რომ ყველამ იცოდა, ის ამისთვის მზად არ იყო.

როდესაც სიტუაცია მაქსიმალურად იძაბება და ალინა სრულიად უმართავი ხდება რა გასაკვირია, რომ  მონასტრის დედაოები და წინამძღოლი ამას მის მოუნანიებელ ცოდვებს მიაწერენ და  ეშმაკის განდევნის რიტუალს უტარებენ.  ფილმში ნათქვამიცაა, რომ ისინი ამას ავადმყოფობის მიზეზის განკურნებად მიიჩნევენ და როდესაც ბავშვი ავადაა, არ შეიძლება მისთვის წამლის ძალით დალევინება დანაშაულად ჩაითვალოს.  თუ ფილმს უყურებთ, ნახავთ, რომ  ერთი მხრივ პერსონაჟების მორწმუნე ნაწილს ნამდვილად სჯერა, რომ შეპყრობილ ადამიანს ეხმარება ეშმაკისგან თავის დახსნაში, მეორე მხრივ კი რაციონალური თვალით ეს სისასტიკეა, რომელსაც მოჰყვა კიდეც შედეგი, როგორიც საერთოდ ძალადობას მოჰყვება ხოლმე.

ფილმის ქვეშ კომენტარების კითხვა რომ მჩვევია კი იცით ალბათ და შევამჩნიე, რომ ყველა ეკლესიაში არსებულ ძალადობაზე საუბრობდა. ჩემი აზრით კი აქ ამაზე საუბარი უადგილოა, იმიტომ კი არა, რომ თემის საკრალიზაციის მომხრე ვარ, უბრალოდ ფილმში კარგად ჩანს, რომ ალინა თავისი ნებით დაბრუნდა იქ და მისი მდგომარეობა მორწმუნეებმა ისე შეაფასეს, როგორც შეეძლოთ.

სულიერ დაავადებებს, ეკლესია ცოდვებს აბრალებს რა თქმა უნდა, მედიცინა კი მას სამეცნიერო ენით ხსნის.  ეკლესია ლოცვით ცდილობს განკურნოს, მედიცინა- წამლით. ფსიქიატრიულმა საავადმყოფომ კი ალინა არ მიიღო. იქ კარგად ჩანს, როგორ ზედაპირულად და არაპროფესიონალური დამოკიდებულებით იყვნენ ექიმები პაციენტის მიმართ.

ძალადობის ის მეთოდები, რომლებსაც ალინასთან მიმართებაში გამოიყენებდნენ მის შეკავებას ისახავდა მიზნად და არა იმას, რასაც ზოგადად ძალადობა გულისხმობს ხოლმე, მაგრამ ფილმის კაზუსი სწორედ იმაში მდგომარეობს, რომ რეალურად შენს მოტივაციას არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, თუკი მას უარყოფითი შედეგები მოჰყვება.

ბრმა რწმენამ შეიძლება მოძალადის პოზიციაში ჩაგაყენოს ისევე როგორც ზედმეტად რაციონალურმა გონებამ არ მოგცეს საშუალება  სხვას გაუგო. როდესაც ექიმი ძალადობის კვალს ხედავს გარდაცვლილის  სხეულზე, რამდენიც უნდა უმტკიცო, რომ მისგან ეშმაკის განდევნას ცდილობდი და მისი მოკვლა თავში არასოდეს მოგსვლია, რა თქმა უნდა არა დაგიჯერებს, ისევე როგორც როცა  მონასტრის მესვეურებს უხსნიდნენ, რომ მათი ბრალი იყო რაც მოხდა, ვერ მიხვდნენ და ვერც მიხვდებოდნენ, სადამდე მიიყვანა ბრმა რწმენამ.

რელიგია და მეცნიერება იყო, არის და იქნება  სამყაროს შემეცნების ორი გზა, რომელიც ვერასოდეს გაერთიანდება სრულყოფილად. ამ ამბავში ბოროტი, კეთილი, მტყუანი და მართალი არ არსებობს, ამიტომ არის სინამდვილესთან ასე ახლოს.

ტრამვაი ფეისბუქზე

 

count)s კომენტარი »

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

%d bloggers like this: