შიგთავსზე გადასვლა

ვიღაცას ფსიქოტრამვების ბუდე ეგონები

e37af175cde6467a0e58d3f9f1470ed0

დილამშვიდობის. თუმცა, რაღა დილა, თორმეტი საათი სრულდება.   რამდენიმე პოსტის წინ რომ ვამბობდი,  მოთხრობა მაქვს დასაწერი-მეთქი ალბათ გახსოვთ. ჰოდა, ტვინი ვიჭყლიტე, თავში ვირტყი ყველა წიგნი, ყველა  ნარატოლოგიური თეორია და მივხვდი რომ არაფერი გამომდიოდა. საერთოდ არასოდეს გამომიქვეყნებია ჩემი ნაწერები. მესამე თვალისთვის არასოდეს წამიკითხებია. ეს იყო პირველი შემთხვევა, როცა პირდაპირ დამავალეს მოთხრობა დამეწერა. ჩემი ნებით ამას არ ვიზამდი.  ჰოდა, როგორც იქნა მოვაბი თავი.   ალბათ  გეტყოდით დედაჩემზე, ფილოლოგი რომ არის. ჰოდა ძალიან  მოინდომა ჩემი დავალება წაეკითხა. არ მომეშვა და  ხმამაღლა წავუკითხე.

აღშფოთებულმა, ლამის ორ სიგარეტს ერთდროულად მოუკიდა. ვიფიქრე ეგ არის და ჩემი არდაწყებული მწერლის კარიერა უკვე დამთავრდა და  ფილოლოგის ყურისთვის შეუფერებელი  რაღაც მოვბოდე-მეთქი. ეს გასაკვირი არც იქნებოდა, რადგან დიალოგების წერა და მათში  პერსონაჟის ხასიათის,  ასაკისა და ზოგადი რაობის გამოხატვა ძალიან მეძნელებოდა ყოველთვის.

ეს რა დაწერეო დედაჩემმა. უფრო ზუსტად ეს რა კოშმარი დაწერეო.  ცოდვა გამხელილი სჯობს, ძალიან შემეშინდა. არ მოგეწონა-მეთქი? შევეკითხე. არაო, ეს რა საშინელებააო. რატომ, დიალოგები არ ვარგოდა-მეთქი? არა პირიქითო. აბა თხრობის მანერა არ მოგეწონა-მეთქი? არა არც ეგ არის ცუდიო. აბა რა გინდა- მეთქი

როგორ აგიხსნაო, ესეო, ისეო… არ შეიძლებოდა უფრო კეთილად დაგეწერაო?  ეს რომ ვინმემ წაიკითხოს ფსიქოტრამვების ბუდე ეგონებიო. მოდით, პირდაპირ ვიტყვი. ნამდვილად არ გავზრდილვარ  მთლად სტანდარტულ გარემოში. რაც მე დამმართნია, სხვებისთვის მართლა ტრაგედია შეიძლება იყოს, მაგრამ ნამდვილად არ დავტირი საკუთარ თავს და პირიქით ვთვლი რომ ყველაზე ნაკლები დაზიანებით გამოვძვერი ჩემი ბავშვობიდან, ვიდრე ამას სხვა მოახერხებდა. ავდექი და პირდაპირ ვუთხარი დედაჩემს, რომ მე ჩემს ბავშვობას არ ვატრაგიკულებ, მაგრამ თუ საქმე საქმეზე მიდგა და რომელიმე ფსიქოლოგმა ამის წაკითხვის შემდეგ თქვა, რომ ფსიქოტრამვები მაქვს, მართალიც იქნება, იმიტომ რომ მაქვს და ამაში გასაკვირი არაფერია. პირიქით, მე ერთი ადამიანიც არ მეგულება, რომელსაც რაღაც არ აწუხებს. თუ ოცდახოთხი წელი ისე იცხოვრე, რომ ტრამვა არ მოგადგა, ან ძალიან იღბლიანი ხარ ან შლეგი.

არასოდეს მჯეროდა სტერილური, დაუზიანებელი ფსიქიკის. უბრალოდ დედაჩემისგან ნამდვილად არ ველოდი იმას, რაზეც სხვებს ვაკრიტიკებ. გასაგებია, შვილი ვარ და განიცდის, მაგრამ ნაწერსა და ჩემშორის დისტანცია ვერ მოახდინა, რაც ძალიან გამიკვირდა. ძალიან ვწუხვარ, რომ სანამ ლექტორი ქულას არ დამიწერს ვერ გაგიზიარებთ ჩემს ნაწერს. სინამდვილეში მე ის მადარდებს თავად ტექსტი თუ ვარგა და ნაკლებად მაინტერესებს, მთავარ პერსონაჟთან ვინმე გამაიგივებს თუ არა, მითუმეტეს, რომ მე დედას არ მივუტოვებივარ  და ვისაც მივუტოვებივარ იმათზე გული არ მწყდება.

ცხოვრებაში პირველად მაქვს სურვილი, საჯაროდ დავდო ჩემი დაწერილი მოთხრობა და მოვისმინო ცუდად დავწერე, თუ ცუდი რამ დავწერე…  წმინდად ხელობის თვალსაზრისით მაინტერესებს რა გამოვიდა. თუმცა ერთ მეგობარს ვაჩვენე და მითხრა ბოლოს მთავარი პერსონაჟი ძალიან შემეცოდაო და ჩავთვალე, რომ გამომივიდა რაც მინდოდა.

დედაჩემმა მითხრა, ხომ შეგეძლო პოზიტიური კუთხით დაგეწერაო. მომკალით და პეპლებზე და წვიმაზე შექმნილი ლიტერატურის არ მჯერა. ახლა ისე არ გამომივიდეს, რომ ერთი მოთხრობის ფასად თავი მწერლად მიმაჩნია, უბრალოდ ვფიქრობ, რომ როცა ადამიანი ხელში კალამს იღებს, თუნდაც  პაწაწინა მოთხრობა დაწეროს, აუცილებლად უნდა მოგარტყას სადღაც. მაგალითად თუ ორ ადამიანს ერთმანეთი სიგიჟემდე უყვარს და შენ მათი სიყვარულის ამბავს კითხულობ,  დაახლოებით რამდენი გვერდი შეიძლება ამ დიალოგს გაუძლო?

_მიყვარხარ!

_არა, მე უფრო მიყვარხარ

_არააა….. იცი მე როგორ მიყვარხარ….?

მე მარაზმად მიმაჩნია ორმოცი გვერდის განმავლობაში ამის წაკითხვა. რაღაც ან უნდა გეწყინოს, ან უნდა გეტკინოს რომ გაგიხარდეს კიდეც ამის ფონზე ის პატარა სიხარულები.  ელფრიდე იელინეკს ხშირად ვახსენებ და, მისი თქმის არ იყოს, რა საჭიროა იმაზე წერა, რაც ჩვენ ისედაც ვიცით?

როგორც კი შეფასება მომივა, აუცილებლად დავდებ აქ ნაწერს. დარწმუნებული ვარ რომ შედევრი არ არის, მაგრამ მაინტერესებს, ტექსტობრივი პრობლემა მაქვს თუ უბრალოდ დედაჩემი პესიმისტური გააზრებების წინააღმდეგია.

სიმართლე გითხრათ, დედაჩემი ერთადერთი ადამიანია, ვის თითოეულ სიტყვასაც შეუძლია დამანგრიოს ან ამაშენოს და ძალიან განვიცადე ეს სიტყვები. შეიძლება მართლა იმის ბრალია, რომ ვერ დისტანცირდა იმ ამბისგან, რაც დავწერე თუ მართლა სჯობს, რომ თქვენ წეროთ და მე ვიკითხო?
ლიტერატურული ტრამვაი ფეისბუქზე

count)s კომენტარი »

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

%d bloggers like this: