შიგთავსზე გადასვლა

სანამ დღე დაიწყებოდეს

0fb11c4462c4c8b31d40f09e91edbf9e

ბოლო დროს, დილა ძალიან შემიყვარდა. დგები რაც შეიძლება ადრე და სანამ ქვეყანა გაიღვიძებს, შენ შენს არომატულ ყავას და მუსიკას უზიხარ.  ტკბები. მერე რა იცი როგორ გაგრძელდება დღე ამიტომ ეს პერიოდი ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ  რაღაცნაირად, დადებითი ემოციებით დაიმუხტო, განსაკუთრებით ახლა.

ძალიან მიყვარს მარტო ყოფნა და ამ კორონა ვირუსმა ეგ ფუფუნებაც წამართვა. იმდენი ხანია მარტო არ დავრჩენილვარ უკვე სული მელევა, რომ მალე მორჩეს ეს ყველაფერი.  ერთ წიგნს ველოდებოდი ძალიან დიდხანს და როგორც იქნა გამოვიდა.  ჯერ არ გაგიმხელთ, მერე მოგახსენებთ მაგაზე ჩემს აზრს,  ჯერჯერობით არაუშავს და ვნახოთ როგორ დამთავრდება ჩემი და ამ წიგნის ურთიერთობა.

ჰო, მართლა,  აუგუსტო მონტეროსოს მოთხრობაზე რომ მეწერა ხომ გახსოვთ, ჰოდა ახლა ამავე ავტორის ერთწინადადებიან მოთხრობაზე ჩემივე მოთხრობა უნდა ავაგო. პრობლემა ისაა, რომ ეს მთლად ჰემინგუეის კლასი ვერ არის ამ ერთწინადადებიანების წერაში და მაწამებს რბილად რომ ვთქვათ. ხომ ვითომ თავისუფალი თემაა და ფრთები მაქვს გაშლილი მაგრამ არა…..

მოთხრობის წერა ფაფის ჭამა რომ არ არის მოგეხსენებათ. სიუჟეტი, ხასიათი, პერსონაჟი, ყველაფერი ამ ერთ წინადადებას უნდა მოვარგო და თან ჩემი ხელიც უნდა ეტყობოდეს. უკვე ვბრაზდები და დღის ბოლომდე თუ ვერ დავწერე კიდევ უფრო გავბრაზდები, იმიტომ რომ რამდენიმე დღეა სადღაც გულის კუნჭულიდან სინდისზე მიკაკუნებს და აღარ მომწონს.

ამასწინად, ჩემთვის ვფიქრობდი, ბავშვობის წიგნები მაინც ყველაზე ტკბილია და თან რემარკზე იმდენი ხანია არ დამიწერია, რომ “სამი მეგობრის” ამბავზე ხომ არ მელაპარაკა-მეთქი. ჰოდა, მერე შემთხვევით, ანა კორძაიას ვიდეოს წავაწყდი ამ წიგნზე რომ ლაპარაკობს. მივხვდი, რომ უკეთესს ვერაფერს ვიტყოდი და გავჩუმდი.  ანა სულ აპროტესტებდა ხოლმე, მაგრამ მსგავსი მთხრობელი მე იშვიათად შემხვედრია. თვითშეფასების ნაკლებობას არ განვიცდი, მაგრამ რამდენადაც ობიექტური შეიძლება იყოს ადამიანი, უნდა ხვდებოდეს განსხვავებას ჩემსა და ანას მონაყოლს შორის.

უკვე მივეჩვიე სახლში ყოფნას, მაგრამ  გუშინ ჩემმა მეგობარმა ძველი ვიდეოები გადმომიგზავნა, თეატრში რომ გადავიღეთ და გული დამწყდა იმიტომ, რომ მთელი სეზონი ჩავარდა ფაქტობრივად, მე კიდევ ჩემი ადგილი მქონდა იქ სადაც  გემრიელად მოვკალათდებოდი და ჩემი ნიჭიერი მეგობრების შემოქმედებით ვტკბებოდი. ხუთი წლის მანძილზე  ასეთი რამ არ მომხდარა, რომ ამდენი თვე გასულიყოს თეატრალური საღამოების გარეშე ჩემს ცხოვრებაში და ცოტა არ იყოს მოვიწყინე. ისე სპეკტაკლები რომ განახლდება, მაგასაც მოგიყვებით, ძალიან საინტერესო ამბებია იქ, რაც თქვენ აუცილებლად უნდა იცოდეთ.

ახლა უნდა წავიდე და იმ მოთხრობას თუ რაღაც ცეცხლს უნდა მივხედო.  მოგვიანებით დავბრუნდები, ახალი ამბებით. თან ბებიაჩემმა იცის მსუნაგი წრუწუნა რომ ვარ და მოხალული თხილი გამომიგზავნა. დაგპატიჟებდით მოხალულ თხილსა და ჯემიან ბლითებზე, მაგრამ ზემოთ თქვეს, არ შეიძლებაო. ამიტომ თქვენ მაგივრადაც მე მივირთმევ და დიდი სიყვარულით გახსენებთ.

ლიტერატურული ტრამვაი ფეისბუქზე
 

 

 

 

 

 

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

%d bloggers like this: