შიგთავსზე გადასვლა

ამერიკული სილამაზე

unnamed

ხშირად მეკითხებიან ხოლმე, მემარცხენე ხომ არ ვარ შემთხვევით. მე ამაში სასირცხვილოს ვერაფერს ვხედავ, მაგრამ თავს არანაირ პოლიტიკურ იდეოლოგიასთან არ ვაიგივებ და ამიტომ ვამბობ, რომ არა. გნებავთ ჰუმანიზმი დაუძახეთ ამას ან რომელი იზმიც გენებოთ იმას მიაწერეთ, მაგრამ ვცდილობ თეთრზე ვთქვა თეთრია-მეთქი და შავზე ვთქვა, რომ შავია.

ხომ გახსოვთ ფილმი “ამერიკული სილამაზე” საშუალო სტატისტიკური ამერიკული ოჯახი, რომლის თითოეული წევრიც თავისებურად ცდილობს “ამერიკული ოცნების” გააზრებას. მაინც რა არის ეს ამერიკული ოცნება. ფინანსური დამოუკიდებლობა. საშუალოზე შეიძლება მაღალი შემოსავალი, კომფორტი.  რას ეძახიან ადამიანები წარმატებას? როცა ყველა მატერიალურ მიზანს მიაღწევ და შენს კეთილმოწყობილ სახლში საკუთარ ოჯახთან ერთად ზუსტად ისე ვახშმობ, როგორც ეს ოდესღაც წარმოგედგინა მერე რა ხდება?

წარმატებისთვის აუცილებელია წარმატებული ადამიანის იმიჯი მუდამ შეინარჩუნო. რეალურად კი შენი ცხოვრება იმავე ნეხვით იყოს სავსე, რითაც მანამდე, სანამ ჰამბურგერებს წვავდი და  ოცნების ახდენის გეგმებს აწყობდი.

როცა თინეიჯერი ხარ და  სკოლაში თავის დამკვიდრება გჭირდება, არ გაქვს უფლება ჩვეულებრივი იყო. ყველა მოთხოვნას უნდა პასუხობდე, რომელსაც შენი გარშემომყოფები გიყენებენ. ყველაზე მაგარი ნაშაც შენ უნდა იყო და იმაზეც მუდმივად უნდა ზრუნავდე, რომ ეს ტიტული სხვა მაგარმა ნაშამ არ წაგართვას, თუნდაც თავის დასამკვიდრებლად გამოგონილი სექსუალური თავგადასავლების მოყოლა დაგჭირდეს თანატოლებთან.

ჩვენ მუდმივად რაღაცას გვთხოვენ.  თან ისე, რომ მიზეზსაც არავინ გვიხსნის. იქნება ეს ამერიკა თუ საქართველო ან გვინეა- ბისაუ, ყველა საზოგადოებას თავისი “ამერიკული ოცნება” აქვს. ამ ოცნების ასახდენად კი რაღაც წესებია დასაცავი. რეალურად რომ იკითხოთ ზუსტად არც არავინ იცის რა  არის ეს ოცნება, მაგრამ რაღაც რელიგიას მაგონებს, თავისი  დოგმატურობით. ან ემორჩილები წესებს, ან არადა თამაშგარე ხარ და სავსებით შესაძლებელია შლეგადაც შეგრაცხონ.

ეს ყველაფერი სარეკლამო ინდუსტრიას ჰგავს, რომელიც ერთ დიდ ქიმერაზეა აწყობილი და ლამაზი შეფუთვის შიგნით, ისეთივე ნაგავი დაგხვდება, როგორიც აქამდეც უამრავი გინახავს. ჩვენკი ვდგავართ და მთელ დროს, ენერგიას სურვილებს, იმას ვახარჯებთ, რომ რომელიღაც ფარჩაკ მიზანს მივაღწიოთ და დაგვავიწყდა, რომ ბედნიერება არც აბრეშუმის ავეჯშია, არც საკრედიტო ბარათებში, არც  სკოლის ყველაზე მაგარი გოგოს წოდებაში…. ბედნიერება აქ არის. დეტალებში, რომლის შეგრძნების უნარსაც მთლიანად ეს ჩვენი ფარჩაკი მიზანი იწოვს, რომელსაც რომ მიაღწევ, აღმოაჩენ, რომ ეს ის არ არის, რაც ამდენ ხანს ასე ძალიან გინდოდა, უბრალოდ შეიძლება უკან მობრუნება უკვე გვიანი იყოს. შეიძლება გვიანი იყოს იმის თქმა, რომ შენ ცოცხალი ხარ, არსებობ და რაღაც გინდა, ოღონდ არა აუცილებლად ის, რაც ყველას.

რა თქმა უნდა, სემ მენდესი  ამერიკულ საზოგადოებას მოიაზრებს თავის  ადრესატად, მაგრამ  ეს მხოლოდ ამერიკა არ არის.  რაღაც პერიოდის განმავლობაში, საქართველოშიც ამ ამერიკული ოცნებისკენ სწრაფვის ტენდენცია დამკვიდრდა და რეალურად იმის გაცნობიერება რას ნიშნავს და რა ღირს ეს “წარმატება” მნიშვნელოვანია. თუ ვინმეს იმის ილუზია აქვს, რომ მაკბუქისა და აიფონის ფასად  გინდაც აქ ან გნებავთ ამერიკაში ბედნიერება მაღაზიაში იყიდება, ან არსებობს ქვეყანა, სადაც ადამიანები მხოლოდ ბედნიერები არიან, სავარაუდოდ ეს ფილმი არ უნახავს, ჰოდა აუცილებლად ნახეთ.

ლიტერატურული ტრამვაი

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

%d bloggers like this: