შიგთავსზე გადასვლა

საათი ისრის გარეშე

C3hERzKVcAAp5cS

რაც ასაკი მემატება, სულ უფრო ხშირად ვიყურები უკან.  ბერგმანი ამბობდა,  ბავშვობის მოგონებები იმდენად რეალურია, რომ შეგიძლია ბოლომდე მიუახლოვდე და წარმოიდგინო რომ ისევ იქ ხარო.  რა თქმა უნდა ზუსტად ასე არ უთქვამს, მაგრამ  ფაქტია, რომ მოგონებები მისთვის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი რამ იყო.

თქვენ გაქვთ მივიწყებული ადგილები? აი, როგორც ბერგმანის “მარწყვის მდელო”ან   მიტოვებული სახლები,  რომლებიც ადრე, ხალხით იყო სავსე და  ეს ხალხი თქვენი ცხოვრების მნიშვნელოვან მომენტებს ქმნიდა. მე მაქვს… სხვათა შორის, ჩემმა სახლმა ლამის საუკუნეს გაუძლო და ძალიან ბევრი  დღე მახსოვს იმ სახლში გატარებული, თუცა დღეს  ჩემი დიდი ბაბუის  მიერ გაკრული ჭერი, შპალერი და ბებიაჩემის დარგული ულამაზესი კამელიაღა დარჩა, რომელიც ზუსტად სახლის სიმაღლეა.

ხანდახან გასაკვირიც კია, როგორ შეიძლება არ დაეთანხმო ბერგმანს იმაში, რომ  ჩვენი სიზმრები და მოგონებები ფილმებია, რომლებსაც გონების თვალით შეგვიძლია ვუყუროთ. მეტსაც გეტყვით, ჩვენ შეგვიძლია ისინი ისე დავამონტაჟოთ, როგორც გვინდა. წარმოვიდგინოთ სასურველი რეალობად და სიზმარი რეალურ მოგონებასა და სურვილს შორის ზღვარს წაშლის.

საათი, დრო, ციფრები,  ერთი მხრივ ალბათ ამარტივებს კიდეც ცხოვრებას, მეორე მხრივ კი დრო გადის ადამიანისგან დამოუკიდებლად და სულ უფრო ნაკლები დრო გვრჩება იმისთვის რომ რამე ვთქვათ, რამე შევცვალოთ.    სიზმრები, მოგონებები ერთადერთი რამ არის რითიც თუნდაც წარმოსახვით დროის გაჩერება შეიძლება. წარმოიდგინო რომ ისევ იქ ხარ, შორს აწმყოსგან და თავს აფარებ წარსულს როგორც დედის სახლს, ან დედის კალთას.

თუკი ადამიანს შეუძლია დრო და სივრცე დათრგუნოს, მხოლოდ გონების თვალით.   ექიმი იყო ან მღვდელი… სულს უმკურნალო ან სხეულს… რაღაც აირჩიო და ბოლოს მიხვდე, რომ ეს საკმარისი არ არის.

მარტოობის ადრე თუ გვიან ყველას ეშინია. როცა ახალგაზრდა და ენერგიული ხარ გგონია სულ ასე იქნება, მაგრამ საათს ისრები აქვს და ისინი დროს ითვლიან. პრუსტი იამაყებდა რომ გაეგო, რამხელა გავლენა მოახდინა არა მხოლოდ ლიტერატურაზე, არამედ კინოზეც და ცხოვრებაზეც. რეალურად ადამიანებს ჯიუტად გვწამს დროის პირობითობის და თითქოს უდიერადაც კი ვექცევით მას, მაგრამ ხშირად მთელი ჩვენი ცხოვრების მიწურულს დაკარგული დროის ძიებასა და  შეცვლას ვუთმობთ. სიზმრებით, მოგონებებით, ხელოვნებით…

საათს არ აქვს ისრები, მაგრამ აქვს თვალები…

ლიტერატურული ტრამვაი ფეისბუქზე

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

%d bloggers like this: