შიგთავსზე გადასვლა

მოხუცების ადგილი აქ არ არის

maxresdefault-1-864x467სანამ უშუალოდ ფილმზე დავიწყებდე საუბარს ორ რამეს გეტყვით. პირველი ის, რომ  ვისაც იმის იმედი აქვს, რომ მთელი ფილმის სიუჟეტს მოვყვები, ეს ამბავი მათთვის არ არის. მეორე ის, რომ თუკი რამ ფილმი მინახავს, ყველაზე ნაკლებად ვესტერნის ჟანრი მიყვარს და ამიტომ ძალიან დიდხანს გადავავადე ამ ფილმის ყურება. ვისაც ეს ფილმი ვესტერნის ჟანრში გაგყავთ, ცოტათი ცდებით და სწორედ  თქვენთვისაა ეს ბლოგიც.

სანამ ფილმის ბოლოში გახვალ, მართლაც შეიძლება ეს ამბავი კლასიკური ვესტერნი გეგონოს. ხავიერ ბარდემის მიერ შესრულებული ჩიგურის როლი თავიდან ბოლომდე იწოვს მაყურებლის ყურადღებას და გავიწყდება, რომ ეს ამბავი სულ სხვანაირად დაიწყო. ამბავი შერიფისა, რომელმაც მთელი თავისი სიცოცხლე თავის საქმეს შესწირა. რომელიც  პირველად არ ხვდება აბსოლუტურ ბოროტებას. როცა  ის პირველად შეხვდა მკვლელს, რომელმაც თავისი არასრულწლოვანი  მეგობარი გოგონა მოკლა, მაშინ ეგონათ, რომ  ეს ვნების ნიადაგზე ჩადენილი დანაშაული იყო. თუმცა აღმოჩნდა, რომ არსებობს აბსოლუტური ბოროტება, რომელსაც საბაბი არ ჭირდება.

მთელი ფილმი ნათელისა და ბნელის დაპირისპირებაა, თუმცა  არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ  ლიველინ მოსის სახით, არსებობს სიხარბეც, რომელიც  არანაკლები ბოროტებაა.   ბოროტებისგან განსხვავებით,  აბსოლუტური სიკეთე დედამიწაზე ძნელი საპოვნელია. თავად შერიფიც, როგორც ამ ფილმის ნათელი მხარე ერთგვარი  ჰუბრისით  არის შეპყრობილი. მას არ უნდა დაიჯეროს, რომ   არსებობს რაღაც, რის წინაშეც ისეთი გამოცდილი ადამიანიც კი, როგორიც თვითონ არის, უძლურია.

ამ ფილმში აღწერილი გარემო, მთლიანად დაცლილია ადამიანურობისაგან.  თვითონ ფილმშიც კი არის ამაზე გაცხადებული საუბარი, როგორ  გაიშვიათდა ისეთი თავაზიანი მიმართვები, როგორიც არის “სერ” ან “მემ” როგორც კი ამას გაიგონებ მაშინვე ყველაფერი მთავრდება.

როდესაც მთელი ცხოვრება ერთ საქმეს აკეთებ და  ეს საქმე შენს ცხოვრებად იქცევა, იმის აღიარება, რომ დათმობაზე უნდა წახვიდე და შეწყვიტო საქმიანობა, სიკვდილის ტოლფასია. ფილმში რომც არ ვნახოთ, თითოეული ჩვენგანი ვიცნობთ ადამიანებს, ვისაც მხოლოდ ერთ რამეზე აქვთ მიმართული მთელი თავისი არსება და როგორც კი რეალობა შემოტრიალდება და  დათმობაზე წასვლა უწევთ, მათი ცხოვრება “მთავრდება.”  ასეთია შერიფის შემთხვევაც.

ის რითაც ეს ფილმი  კლასიკური ვესტერნისგან განსხვავდება ფინალია, რომელიც გვიჩვენებს, რომ რეალურად ადამიანები  ჩრდილებს ვებრძვით.  ბოროტება მთელი თავისი არსით მუდმივია და არასოდეს  ამოიძირკვება საბოლოოდ. რეალურად  ასი ასეთი გულმოდგინე შერიფიც კი ვერ შეძლებს სამყაროს გაკეთილშობილებას იმდენად, რომ მასში ბოროტების ადგილი არ დარჩეს.

ჩვენ ვხედავთ ადამიანებს, რომლებიც ჩრდილებს ებრძვიან და საბოლოოდ, ადრე თუ გვიან ყოველი მათგანი ხვდება, რომ  ამ ბრძოლაში გამარჯვება არ არსებობს. ბოროტება რაც უნდა გაცვეთილად მოგვეჩვენოს ეს სიტყვა, მუდმივად განაგრძობს არსებობას და მას მუდამ გააჩნია ის “ატრიბუტები” რაც სიკეთეს არასოდეს ექნება: დახვეწილობა, ენერგია და უმოტივაციო მოქმედება. ბოროტებას არ ჭირდება მიზეზი. ის არსებობს და იარსებებს დროსა და სივრცეში  და არ არსებობს არანაირი ნათელი, რომელიც მის სრულ გამოაშკარავებას შეძლებს.

ლიტერატურული ტრამვაი ფეისბუქზე

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

%d bloggers like this: