შიგთავსზე გადასვლა

დილის ყავაზე მისაყოლებელი ამბები

books_coffee

იმ ადამიანებს შორის რომ ვარ, ვინც პირველ ყლუპ ყავასა და პირველ ღერ სიგარეტთან ერთად იღვიძებს ეგ ხომ იცით.  ჰოდა, ვიფიქრე დღეს ლექციები არ მაქვს და რამე წიგნს ჩავუჯდები- მეთქი. თქვენ როგორ გამოგიცდიათ არ ვიცი, მაგრამ  როცა ყურადღების კონცენტრაციის პრობლემა მაქვს, და წიგნთან ურთიერთობა მიჭირს, აწ უკვე წაკითხულ წიგნებს მივმართავ ხოლმე.  ის მაინც ვიცი, რომ გაწბილებული არ დავრჩები. ოღონდ ჩემ გარდა ვერავინ იგებს, რას და რატომ  ვკითხულობ ასეთ დროს.

ჰოდა, წინა კვირას საპრეზენტაციოდ თემას რომ ვარჩევდი და სული რომ ამომხდა, ვიფიქრე, აგერ ბატონო  პოს “ყორანის” 24 თარგმანი ხომ მაქვს თავისი კომენტარებით და თავი რაღას გავიწვალო, ბარემ ამაზე გავაკეთებ და იოლადაც გამოვძვრები-მეთქი. სულო ცოდვილო, ახალი ველოსიპედის გამოგონება ძალიან დამეზარა. ალბათ  “ყორანის” კითხვისგან, ჭამისგან და სავარაუდო ზეპირად სწავლისგან ბოლოში აღარ ვივარგებ, მაგრამ კარგი გაშვანშვალებული პრეზენტაცია კი შემრჩება.

უი, “ნუგზარი და მეფისტოფელი” რომ გითხარით ბუღაძის, გახსოვთ?  მოკლედ ლაშამ, რომლის საწინააღმდეგოც, ბევრი არაფერი მაქვს, გადაწყვიტა დაეწერა ამბავი იმისა, რა იქნებოდა ფაუსტი რომ  ქართველი ყოფილიყო.  ამ ფაუსტს ნუგზარი ჰქვია. აბა თუ გამოიცნობთ, რა ხდის ფაუსტს თვისობრივად ქართველ პერსონაჟად?  ძმაკაცები, ცოლი, საყვარელი და ღიპი.  თვისობრივად ტექსტი ყველა დრამატურგიულ პარამეტრს აკმაყოფილებს, ლაშას ეგ არ ეშლება. მისი შემოქმედების  მთელი მარილი სწორედ პიესებშია და არა რომანებში, მაგრამ ამ ტექსტის წაკითხვის მერე, ძალიან ნათლად გამოჩნდა  სატირის, როგორც ჟანრის  ნაკლოვანებები.

ჯერ ერთი ის, რომ სატირა ძალიან ლოკალური ამბავია. მოკლედ ის რომ ჩვენი პერსონაჟი ნუგზარის ბედნიერების ატრიბუტები  ძმაკაცები, ცოლი,  საყვარელი და ღიპია, ამაზე  ქართველები მშვიდობიანად ვრეფლექსირდებით და  საკუთარ თავთან ან ნაცნობებთან ასოციაცია გვიჩნდება, მაგრამ იგივეს ფრანგი, გერმანელი და სხვანი ვერ ახერხებენ. უხეშად რომ ვთქვათ, იმათ, სხვებს, ნუგზარას პრობლემები და სიხარულები ღრმად ფეხებზე ჰკიდიათ.

სატირის მეორე და უფრო მეტად ფაშისტური თვისება კიდევ ის არის, რომ  თანამედროვე საქართველოში, განსხვავებით ილია ჭავჭავაძისგან,  სატირული პერსონაჟი შეიძლება იყოს არა იმდენად მწერლის სოციალური ფენიდან გამოსული, არამედ უფრო დაბალი სოციალურ-ინტელექტუალური ფენის წარმომადგენელი და ამ მწერლის ეგრეთწოდებული ბაბლის  წევრები რომ კითხულობენ საშუალოსტატისტიკური ნუგზარას ამბებს, უხარიათ, რომ თვითონ არ არიან ნუგზარები.  საქართველოში ხომ ინტელექტი დამოუკიდებელი ცნება არ არის. ინტელექტუალებს ვუწოდებთ იმათ, ვისაც საშუალო სტატისტიკურ ნუგზარაზე ორით მეტი წიგნი აქვს წაკითხული და  სოციალურ-ფენოტიპური ნიშნებით ერთი საფეხურით მაღლა დგას.

მოკლედ თუ თვითშეფასების პრობლემა მაქვს, შემიძლია წავიკითხო, მაგალითად “ნუგზარი და მეფისტოფელი” და მიხაროდეს,  რა მაგარია, რომ არც ღიპი მაქვს არც ცოლი მყავს არც ბაჟეში ჩაწობილი (პირობითად) ძმაკაცები.  ალბათ გასაგებია, რომ ეს ტექსტი ერთია იმ მრავალთაგან, რომელზეც ახლა ვსაუბრობ.

მოკლედ ტექნიკურად ტექსტს არაფერს ვერჩი, მაგრამ როცა ვსაუბრობთ იმაზე, რა ითარგმნება  ქართული ნაწარმოებებიდან და რა გადის ფართოაუდიტორიაზე, ქართული ტექსტების ნაკლებპოპულარობის ერთ-ერთ  მიზეზად იმასაც მივიჩნევ, რომ ჩვენ მთლიანად ლოკალურ სივრცეზე აწყობილი ლიტერატურა გვაქვს, გამონაკლისების გარდა რასაკვირველია.  ლაშას მკითხველები მინდა დავამშვიდო, ასეთი გამონაკლისები  მის შემოქმედებაშიც არის. “ნავიგატორი მაგალითად.
აი, ჩემი ჭიქა ყავაც ჩავიდა ბოლოში და  ალბათ დილისთვის ცოტათი უცნაური  საუბარი გამომივიდა, მაგრამ  კითხვებით, კომენტარებით, შენიშვნებით და ცუდი სიტყვებით შეგიძლიათ აქ მომმართოთ ანლიტერატურული ტრამვაის ფეისბუქ გვერდზე

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

%d bloggers like this: