შიგთავსზე გადასვლა

მე, რომერი და ვერმეერი

Eric Rohmer Claire's Knee

აი, ერიკ რომერის დროც მოვიდა. “კლერის მუხლს” რომ ვუყურებ, სულ მახსენდება ფრაზა, რომ ფილმი, რომელიც შეგიძლია მოყვე, ფილმი არ არისო. რომერის ფილმები რაც მინახავს, სულ ასეა. მშრალი სიუჟეტი ყოველთვის განსხვავდება იმისგან რისი ჩვენებაც რეჟისორს უნდა. თან ისე განსხვავდება რომ თუ არ უყურე ვერ მიხვდები. ვინმემ რომ დაგასპოილეროს და მაგარი ფილმიაო გითხრას შეიძლება მწარედ გაეღადავო, თუ არ დაჯექი და შენით არ ნახე.

რეალურად ეს ერთთვიანი არდადეგები ჟერომისთვის ერთგვარი გამოცდაა. ის საკუთარი შეგრძნებებისა და ვნებების მეშვეობით კიდევ ერთხელ ამოწმებს საკუთარ თავს დაქორწინებამდე. რასაკვირველია დიდი სისულელე იქნება, თუ ვიტყვით, რომ ამ ფილმში, მთავარი კლერის მუხლია. ჯერ ერთი თავად ჟერომიც ამბობს, რომ “კლერის მუხლი” ვიღაცისთვის კისერია და ვიღაცისთვის კი წელი… არც იმაშია საქმე, რომ კლერი განსაკუთრებულია, როგორც მაგალითად მისი თექვსმეტი წლის და ლორა, რომელიც ასაკთან შედარებით, ბევრად ჭკვიანია და თან ჟერომზეა შეყვარებული. ჩემთვის, როგორც ადამიანისთვის, რომელსაც თუკი ვინმესთან რამე საქმე ჰქონია ყველა მინიმუმ ათი წლით იყო უფროსი, ძალიან გასაგები და ბუნებრივია, თუ როგორ ხსნის ლორა ჟერომის მიმართ მის გრძნობებს. იმდენად გასაგებია, რომ რაღაც მომენტში მეგონა, მე ვლაპარაკობდი. კლერი კი ჩვეულებრივი გოგოა.

ფილმში ისიც ძალიან კარგად ჩანს, რომ ჟერომისთვის კლერთან ურთიერთობა კი არა საკუთარი ვნებისგან გათავისუფლებაა მნიშვნელოვანი. ხომ გაგიგონიათ ვნება შენებაშია და არა აშენებულით ტკბობაშიო. ჟერომს მიდრეკილება აქვს იმისკენ, რაც მას არ ეკუთვნის, რაც მიუწვდომელია. ამავდროულად მას ყოველთვისა ახსოვს თავისი საცოლე, რომელთანაც ხუთწლიანი ურთიერთობის შემდეგ დაქორწინებას გეგმავს. ამ მთელი ისტორიის კიდევ ერთ ფიგურანტს, ავრორას, ჟერომი თავის განცდებზე უყვება. ავრორა მწერალია, რომელსაც შთაგონება სჭირდება და ამ შთაგონებას ჟერომის მეშვეობით პოულობს. თუ ფილმს ყურადღებით უყურებთ ავრორასა და ჟერომს შორის არსებულ მსუბუქ რომანტიკასაც აუცილებლად დაინახავთ.

რაღაც გაგებით, ეს ფილმი იან ვერმეერის ნახატს “გოგონა მარგალიტის საყურით, მაგონებს. დაინახო ერთი შეხედვით ჩვეულებრივ ნატურაში სექსუალობა და ეს სხვისთვისაც ხილული გახადო, საკმაოდ რთული და შთამბეჭდავი ამბავია. რეალურად კლერი არავინ და არაფერი იქნებოდა თავისი მუხლიანად, რომ არა ჟერომი. კლერის მუხლი მხოლოდ ჟერომისთვისაა ცდუნება და თავისთავად ის არაფერს ნიშნავს. აქ ძალიან მნიშვნელოვნად არის ხაზი გასმული სუბიექტურ აღქმაზე. რეალობა არის ის, რასაც მე ვხედავ… ამავდროულად, რომ არა ავრორა, რომელმაც ერთგვარად გაათავისუფლა ჟერომის ფანტაზია, შეიძლება მას ვერც კლერში და ვერც ლორაში, შეიძლება ვერაფერი დაენახა.

ამ ფილმის ყველა პერსონაჟი გონებისა და ემოციის საზღვრებზე დადის. ისინი გარკვეულ წესებს ემორჩილებიან და სურვილებს უმკლავდებიან ერთმანეთის საშუალებით. ამას ლორა პირდაპირაც ამბობს, რომ ერთი ნაბიჯიც და შეიძლება ზღვარს გადასცდეს, მიუხედავად იმისა, რომ გარეგნულად სრულიად გაწონასწორებული ადამიანია. კლერის მუხლი ადამის ვაშლივით არის და ადამიანები სწორედ იმით განსხვავდებიან ერთმანეთისაგან, შეუძლიათ თუ არა თქვან “არა” და სურვილებს ფორმა შეუცვალონ.

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

%d bloggers like this: