შიგთავსზე გადასვლა

უწიგნობა,უმზეობა ანუ კორონა და ჯანდაბა

გუშინ არ ვიყავი… აი ერთი დღე მივატოვე ჩემი ბლოგი და უკვე რაღაც მომაკლდა. სიმართლე ითქვას ცოტათი მისალაგებელი მგონია აქაურობა, თანაც უკვე კარგახანია და ვერაფრით ვერ მივუდექი რომ მივალაგო. დღეს ბუღაძის “ნუგზარი და მეფისტოფელი” უნდა გავარჩიოთ ლექციაზე. ამავდროულად ჩემი კომპიუტერი ვერაფრით ეგუება ამ მუდლის სისტემას და საპრეზენტაციო თემაც ვერ ავირჩიე. ცოტა ხანში, სავარაუდოდ ქვების სროლას დავიწყებ. როგორ გულით მინდოდა ეს სემესტრი ნორმალური ყოფილიყო. ტექნიკურად ბეცი ვარ-მეთქი ვერ ვიტყვი, მაგრამ სულ რაღაც იდიოტობები მემართება. ამას ემატება ამინდი, რომელიც შეთანხმებულივით, თითქოს განგებ არ სწორდება და გუშინ იმ ზომამდე მივედი დამამშვიდებლები დავლიე, რომლებსაც ორი წლის წინ ვსვამდი, მაგრამ იმიტომ რომ წამლების გამუდმებული სმისა მეშინია თავი დავანებე. მხოლოდ განსაკუთრებულ შემთხვევებში ვსვამ ისიც მეოთხედ აბს, რომ უბრალოდ პანიკური შეტევა შევიჩერო. როცა ორი თვის განმავლობაში გარეთ არ გასულხარ, ყველაფერი გეფშვნება და ცაც ნაცრისფერია, ბევრი არაფრის იმედი არ შეიძლება გქონდეს.

პარალელურად ბერგმანის Laterna Magicaს ვუზივარ, რომელიც ელექტრონულად ვიყიდე და ამ დროს სახლში მიდევს, თბილისში, სადაც ორი თვეა, ვერაფრით ვერ ჩავაღწიე. იმის მაგივრად რომ მოვკალათდე და მშვიდად ვიკითხო, ვზივარ კომპიუტერთან გაშეშებული და დაბრმავების პერსპექტივით შეღონებული.

ეს ყველაფერი ისე მოქმედებს ნერვებზე აი ახლა რომ ვუყურებ წუთში რამდენი სიტყვის სიჩქარით ვბეჭდავ ვერ გეტყვით. ნერვები კბილებით უჭირავსო ჩემზეა ნათქვამი. ყველაზე ცუდი კი ის არის, რომ გარდა იმისა, რომ წიგნებიდან მხოლოდ “ზინკა ადამიანი” და “ალექსის ზორბასი” წამოვიღე თბილისიდან, იმ იმედით რომ ერთ კვირაში უკან დავბრუნდებოდი, პლუს ამას დამშვიდებითაც ვერავინ დაგამშვიდებს ასეთ დროს. ყველას თავისი გასჭირვებია. მე ის მადარდებს ამდენი უარყოფითად დამუხტული ადამიანი გარეთ რომ გამოვალთ, რა იქნება. ისედაც ხომ ძალიან მხიარულები ვიყავით და ახლა საერთოდ….

დედაჩემი მეუბნება ხალხი არ დაზაფრო რამე სასიამოვნოზე ილაპარაკეო. არასოდეს მიყვარდა ეს პრანჭვა-გრეხა და ძალით “დუშკას” თამაში. ძალიანაც მხიარული ადამიანი ვარ და ბევრსაც ვხალისობ, მაგრამ ზოგჯერ მარაგი ამომეწურება ხოლმე. პანიკურად მენატრება ჩემი კორონამდელი ცხოვრება. უნივერსიტეტის კედლები, მუშტაიდის ეზოში თეატრზე და მუსიკაზე მეგობრებთან საუბარი და ბევრი სიცილი ვაჟა ზაზაევიჩზე, ბელას ქმარზე და გრენლანდიაზე, რომელსაც არსად არ ვაგდებთ……

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

%d bloggers like this: