შიგთავსზე გადასვლა

პარაზიტი- ოთხი ოსკარი და პოლიტიკა კინოში

Parasite 기생충 - Official Trailer - YouTube

ბოლო დროს საქართველოში კორეული კულტურა საკმაოდ მყარად იკიდებს ფეხს და დიდი ინტერესის საგანია, განსაკუთრებით თინეიჯერებში. სულ მესმის, როგორ აქებენ ახალგაზრდები კორეულ დრამას ან როგორც უწოდებენ, დორამას, მაგრამ რაღაცნაირად მუდამ ყურს იქით ვატარებდი ხოლმე. ოთხი ოსკარის მფლობელი “პარაზიტი” კი ის შემთხვევაა, როცა მიუხედავად ჩემი სკეპტიციზმისა “ოსკარის” მიმართ, მაინც ვნახე ფილმი. ოთხ ოსკარს, რომ მოხვეტს, ხომ უნდა გაიგო მაინც რას შვრება ამისთანას.

ფილმი ისე დაიწყო, რომ რაიმე სერიოზულ გადახვევებს არ ველოდი. კიდევ ერთხელ ვამბობ სამხრეთ კორეულ კინოს არ ვიცნობ და ჩემთვის მისი სპეციფიკა აბსოლუტურად უცხო იყო. მერე ვნახე კიდეც, ერთი ბიჭი წერდა, კორეული ტარანტინოაო. მოკლედ, ფორმის თვალსაზრისით ჰოლივუდური და ევროპული კინოსაგან მკვეთრად განსხვავდება. ვერ გეტყვით ეს კორეას ახასიათებს თუ ამ კონკრეტულ რეჟისორს, მაგრამ ცოტათი ირიეალურ-კომედიური ელემენტები შემოაქვს, რაც ფილმს ოდნავ არადამაჯერებელ ელფერს სძენს და ეჭვი მაქვს, ეს არც კინოაკადემიას გამორჩებოდა.

ფორმა თუ გემოვნების საკითხია, მაშინ შინაარსში უნდა იყოს მნიშვნელოვანი და სწორედ აქ უნდა იმალებოდეს ძაღლის თავი. ფილმი მოგვითხრობს სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფ ოჯახზე, რომელის თითოეული წევრი თანმიმდევრობით იწყებს მუშაობას ერთ-ერთ მდიდარ ოჯახში და ცდილობს მათ შეეთვისოს. ფილმში აშკარად იგრძნობა ანტიკაპიტალისტური მესიჯები, რაც ლიბერტარიანული ნარატივის მქონე ჰოლივუდზე რასაკვირველია მოახდენდა გავლენას. ამ ფილმში, მდიდრები მეტად ირონიულად არიან გამოყვანილნი და მათი სახე დახატულია როგორც გულუბრყვილო და საკუთარი ბაბლის გარეთ არსებულ სამყაროს მოწყვეტილი. მოგეხსენებათ ამჟამინდელ მთავრობასა და ჰოლივუდს მეტად დაძაბული ურთიერთობა აქვთ. უფრო სწორად, ჰოლივუდი ვერ შველდება ტრამპთან, ამიტომ ანტიტრამპისტული მესიჯები, როგორიც არის მაგალითად მიგრანტების საკითხი, რომ ისინი საფრთხეს არ წარმოადგენენ და იძულებული არიან მუდმივად “მიწისქვეშ” დაიმალონ ძალიან მნიშვნელოვანი იყო ლიბერალი ჰოლივუდელებისთვის. ასევე ისიც აღსანიშნავია, რომ ხისტი ეკონომიკური პოლიტიკის გამო ტრამპს დიდი კრიტიკა შეხვდა ჰოლივუდისგან და ამ ფილმში, ძალიან ხაზგასმულია კლასთაშორის არსებული უფსკრული რასაც ისინი აუცილებლად მიაქცევდნენ ყურადღებას.

ანტიტრამპისტული მესიჯის არსებობას ისიც ადასტურებს, რომ ამერიკის პრეზიდენტი პირადად გამოეხმაურა ფილმის ტრიუმფს და სირცხვილი უწოდა. ასევე მან მოითხოვა დაგვიბრუნეთ “ქარწაღებულნიო” რასაც კიდევ ერთი ხმაური მოჰყვა ამერიკულ მედიაში.

“პარაზიტის” პროდიუსერებმა, შესაშურად კარგად გათვალეს სათაურის საკითხი. სინამდვილეში პარაზიტი ამ ფილმის ორაზროვნების გამომხატველი სიტყვაა. სინამდვილეში, სადავო სწორედ ისაა, ვინ არის ამ ფილმში პარაზიტი? ეს სათაური რომ არა, ჩემი მოკრძალებული აზრით შეიძლება ოთხი კი არა ერთი ოსკარიც ვერ მიეღო ამ ფილმს. რა გასაკვირია, რომ ეს სათაური დიდი ინტერპრეტაციის საშუალებას იძლევა და ვისაც როგორ სურს, ისე იყენებს. “ოსკარი” რომ პოლიტიკის ნაწილია ამაზე წლებია აღარ ვდაობ და აღარც ღამეებს ვათენებ ცერემონიალის მოლოდინში. ყოველ წელს იმის მიხედვით თუ რომელი პარტიაა ქვეყნის სათავეში და რა პრეტენზია აქვს ლიბერალურად განწყობილ კინოაკადემიას მათთან ან რაში ეთანხმება, ძალიან ადვილი გამოსათვლელია ვინ მიიღებს ჯილდოს. დიდ ბოდიშს მოვიხდი კორეული კინოს მოყვარულებთან, მაგრამ ვფიქრობ ცოტათი დასახვეწი აქვთ იდეის შეფუთვის საკითხი. ყველაფერი მეტისმეტად ზედაპირზე დევს, რაც ჩემ თვალში ფილმის დიდი ნაკლია. წინა წლების ოსკარს თუ შევხედავთ, რასაკვირველია ისეთი ვეღარ იყო, როგორც ვთქვათ მეოცე საუკუნის შუაში, მაგრამ ყოველშემთხვევაში ის, რომ “პარაზიტს” ოთხი ოსკარი, მათ შორის მთავარი, საუკეთესო კინოსურათის ნომინაციაშიც ერგო და ამით პირველი უცხოენოვანი ფილმი გახდა, რომელმაც მთავარი ჯილდო წაიღო სახლში, ჩემთვის ძალიან ბევრ რამეზე მეტყველებს.

 

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

%d bloggers like this: