შიგთავსზე გადასვლა

ბერტოლუჩის “მეოცნებენი” ონერიკული კინო

MOVIE RECOMMENDATION : THE DREAMERS (2003)

საქართველოში ადამიანი არ მეგულება, ვისაც კინო უყვარს და ბერნარდო ბერტოლუჩის “მეოცნებენი” არ უნახავს. მოკლედ შეგახსენებთ, რომ ეს არის ტყუპი და-ძმისა და მათი მეგობრის, ამერიკელი სტუდენტის, მეთიუს ამბავი, რომელიც პარიზში 1968 წლის დემონსტრაციების ფონზე, ტყუპების სახლში ვითარდება. იზაბელი და თეო, ჩვეულებრივი ტყუპები არ არიან და ამას მეთიუ ძალიან მალე მიხვდება. როგორც თეო განმარტავს, ის და იზაბელი ერთი სხეულის ორი ნაწილი არიან. სამივე მეგობარს სინეფილია აერთიანებს. ისინი ძალიან ბევრს საუბრობენ კინოზე, ასევე პოლიტიკაზე, იდეოლოგიებზე, სახავენ ისეთ მომავალს, როგორიც მათ წარმოუდგენიათ.

დროთა განმავლობაში, ეს სახლი ამ სამი ადამიანისთვის ედემის ბაღს ემსგავსება, მიუხედავად იმისა, რომ ეს ის ედემი არ არის, როგორიც ჩვენ წარმოგვიდგენია, პარიზის ქუჩებში გამეფებული ძალადობისა და პერმანენტული დემონსტრაციების ფონზე, მეგობრები იზოლირებულ სამყაროში ცხოვრობენ, სადაც ხელოვნება იმარჯვებს ძალადობაზე.

იმაზე, რაც ამ სამ ადამიანს შორის ხდება, ყველას თავისი აზრი აქვს, ამიტომ მე ჩემსას გეტყვით. ვისაც ხელოვნების ქმნასთან ახლოს მაინც ჩაუვლია, ყველანი დამეთანხმებიან, რომ ხელოვნების ქმნა, ერთგვარი ექსჰიბიციონისტური აქტია და შინაგან სიშიშვლეს ითხოვს. ამის გარდა, ისიც უნდა ვთქვათ, რომ მთელი ფილმის შინაარსი იმაზე დგას, რომ ამ სამი ადამიანის, მეთიუს, თეოსა და იზაბელის საუბრები საბოლოოდ ონანიზმია და მეტი არაფერი. ისევე როგორც სხვა ადამიანებისა, რომლებმაც თითქოს ზუსტად იციან ხელოვნების, პოლიტიკის, იდეოლოგიის არსი. მუდამ აწყობენ გეგმებს, მსჯელობენ და მორჩა. მათ მსჯელობას შედეგი არასოდეს მოჰყვება. ისევე, როგორც თეოსა და იზაბელის ურთიერთობაა ონანიზმი, თავისი ლოგიკური ჩიხით. რასაკვირველია, რომ და-ძმას შორის ეს ლტოლვა საბოლოოდ ვერ განვითარდება.

ტყუპების ურთიერთობა ხელოვნების ის ნაწილია, რომელზეც ხშირად კამათობენ ადამიანები. შეიძლება თუ არა ხელოვნება იყოს მორალური? თუ ხელოვნება თავისთავად ამორალური რამ არის? პირადად ჩემი აზრი თუ გაინტერესებთ, ხელოვნება რომელიც აბსოლუტურად მორალურ სტანდარტში ზის, კასტრატია. ლიტერატურის მაგალითზე ეს ქართველებმა უკვე გამოვცადეთ, როდესაც ნომენკლატურული ტექსტების აბსოლუტური მორალური გააზრება ხდებოდა და მთლიანად დაშორებული იყო რეალობას. რასაკვირველია, ამის ფონზე იყო გამონაკლისებიც, რთაც დღემდე ვამაყობთ ქართველები.

ჯეიკ დაისონი, რომელიც ჯორჯთაუნის უნივერსიტეტში კინოსა და მედიას სწავლობს, თავის სტატიაში ჟურნალისთვის “the film matters” ამ ფილმზე საუბრისას იყენებს სიტყვას oneric ფრანგული ენიდან სიტყვა onerique- სიზმრისეულს ნიშნავს. სიზმარს კი ორი თვისება აქვს, ერთი მხრივ თუ ფროიდის დავესესხებით სიზმარი ერთადერთია სადაც ადამიანი მაქსიმალურ თავისუფლებას აღწევს და მეორე მხრივ სიზმარი ადრე თუ გვიან აუცილებლად მთავრდება. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია, როდესაც ფილმის ბოლო ნაწილი სწორედ პერსონაჟების გამოღვიძებით იწყება და გარეთ მიმდინარე დემონსტრაცია გამოდევნის მათ ედემიდან. ის რომ ისინი იზოლირებულნი იყვნენ და ცალკე რეალობა ჰქონდათ, არაფრით არ ნიშნავს გარესამყაროს არარსებობას, სადაც ძალადობა ისევ არსებობს. პრინციპში თეოს მიერ ნასროლი მოლოტოვის კოქტეილი ჩემთვის სადემარკაციო ხაზია, რომელიც ორ რამეს უსვამს ხაზს, ერთი იმას, რომ სიზმარი და რეალობა სხვადასხვაა და მეორე იმას, რომ ხელოვნებაზე მთელი ეს საუბრები მართლა ონანიზმია და სინამდვილეში ძალადობისგან ვერავის დაიცავს.

ინგლისურის მცოდნეები მომკლავენ ალბათ, სათაურზე რომ არ გავამახვილო ყურადღება. ონერიკული ანუ სიზმრისეული ხომ უკვე განვმარტეთ და ისიც არ დაგვავიწყდეს, რომ ინგლისურ ენაში სიტყვა dream ერთი მნიშვნელობით ოცნებაა მეორეთი კი სიზმარი.

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

%d bloggers like this: