შიგთავსზე გადასვლა

ინგებორგ ბახმანი

Malina_poster

ინგებორგ ბახმანის, როგორც პოეტის გაცნობას ერთ ძალიან კარგ გოგოს უნდა ვუმადლოდე. მათთვის, ვინც გერმანულად კითხულობს, მუდამ მაქვს ხოლმე თხოვნა ორიგინალში წაიკითხონ მისი ლექსები და მერე მე შურით გავსკდები, რომ მიუხედავად იმისა, რომ გერმანულზე სიარული დავიწყე, ერთსემესტრიანი განათლება ჯერ კიდევ არ მაძლევს იმის საშუალებას, ორიგინალში ვიკითხო ამ საოცარი ქალის ლექსები. პოეზია კი მოგეხსენებათ ორიგინალი ენით ფასობს. ალბათ ჩრდილის ჩრდილის ანარეკლია ნათარგმნი ლექსები, მაგრამ სიტყვაზე თუ მენდობით, მსგავსი რამ ძალიან იშვიათად მემართება პოეზიის მიმართ, მითუმეტეს, რომ საყოველთაოდ ცნობილი ფაქტია, რომ პოეზიასთან მიმართებაში წუნია ქალწულივით ვიქცევი და მომწონს არ მომწონს კატეგორიებში გადავდივარ….. ეს რა თქმა უნდა არაპროფესიონალურია, მაგრამ რას ვიზამთ, ყველანი ადამიანები ვართ.

ლექსები რომ საოცარი აქვს, ეს კიდევ არაფერი, თავად ინგებორგ ბახმანი, როგორც ქალი თავისი ბიოგრაფიით, ერთ-ერთი ყველაზე მძიმე და ამავედროს ნათელი წერტილი მგონია ვისაც კი უარსებია. იცით, რამდენადაც პოეზიას და მხატვრობას ერთმანეთს ვადარებ ხოლმე, იმდენად მიმაჩნია, რომ პოეტს ბიოგრაფია სჭირდება. პროზაიკოსებზე ხომ ამბობენ პოსტმოდერნისტები ავტორი მკვდარიაო, მაგრამ პოეტი, მიუხედავად იმისა, რომ სიცოცხლეში დაფასების საკითხი მაგალითად საქართველოში აქტიური განხილვის საგანია, მაინც ცოცხალია ამ თვალსაზრისით.

ალბათ მხოლოდ ფილმებში და წიგნებში თუ წაგვიკითხავს ისეთი პირდაპირი გაგებით საშინელი ამბები, როგორიც ინგებორგ ბახმანის სიკვდილის გარემოებებზეა ცნობილი. ეს უიშვიათესი ხიბლი, ორმოცდაორი წლის ასაკში საკუთარ ლოგინში ცოცხლად დაიწვა. მიზეზებზე ბევრს საუბრობდნენ, მათშორის ნარკოტიკებზეც, რომელსაც ის მოიხმარდა, ან არ მოიხმარდა. ვინ რას დაიჯერებს ეს მისი პირადი გადაწყვეტილებაა, მაგრამ ფაქტია, რომ ინგებორგ ბახმანის სახით ავსტრიულ პოეზიას ერთი ძალიან მნიშვნელოვანი ხმა დააკლდა.

მე არ ვიცი უკეთესი სამყარო

ვინც უკეთესი სამყარო იცის, წინ გამოვიდეს.

გამოვიდეს მარტო, სიმამაცის გარეშე. იმ ფურთხის მოუწმენდავად,

სახეზე რომ ატარებს,

თითქოს კურთხევაზე მიდიოდეს,

როგორც ის, ვინც გამოისყიდა, და ახლა ზიარება ელის,

ძმათა შორის. მხდალი კურდღელი,

ვირთხა, და ისინი, ვინც იქ დაეცა, ისინი, ყველა.

მარტო აღარ, მეტიც, როგორც ერთი, უკვე თავზარი.

შინ დაბრუნების ზმანება

შეიარაღების ოცნებაში

შინ დაბრუნების სიზმრიდან.

 

 

ყოველი დღე

ომი გამოცხადებული აღარ არის,

მხოლოდ გრძელდება. საზარელი

იქცა ყოველდღიურობად. გმირი

ბრძოლის ველს ტოვებს. ფრონტზე

სუსტები გადიან.

დღის მუნდირი მოთმინებაა,

მედალი საცოდავი ვარსკვლავია

იმედის,

გულთან ცოტა ზემოთ.

მედალს გადასცემენ

როცა აღარაფერი ხდება

არტილერია სიჩუმეში იძირება

მტერი უხილავია

და მარადიული შეიარაღების ჩრდილი

ცას დაფარავს.

მას გადასცემენ

დროშის მიტოვებისთვის

სიმამაცისთვის

მეგობრების წინაშე,

უღირსი საიდუმლოების გაცემისთვის

და დაუმორჩილებლობისთვის

ყოველი ბრძანებისადმი.

გერმანულიდან თარგმნა ალექსანდრა აროშვილმა

ბახმანის ყველა ლექსს აქ რომ ვერ დავწერ ალბათ გესმით… მოგვიანებით, 2017 წელს, საქართველოში გამოვიდა ინგებორგ ბახმანის რომანი “მალინა” და მე მქონდა ბედნიერება მთარგმნელის მიერ საჯაროდ წაკითხული მონაკვეთებისთვის მესმინა. ჰოდა, აბა როგორ დავტოვებდი ამ წიგნს უყურადღებოდ. “მალინა” არის დაუვიწყარი რომანი, აი ზუსტად ისეთი, ბახმანს რომ შეეფერება. თუ ვინმეს ინგებოგ ბახმანისა და პაულ სელანის მიმოწერა წაგიკითხავთ, ესეც აუცილებლად უნდა წაიკითხოთ. “მალინა” სასტიკი ტექსტია. ერთ-ერთი ყველაზე სასტიკი რაც კი ოდესმე წამიკითხავს და სიმართლე გითხრათ, მიუხედავად იმისა, რომ ლაპარაკი ჩემი სუსტი მხარე არასოდეს ყოფილა, ამ რომანთან დაკავშირებით მუნჯად გახლავართ. ჩემთვის აღმოჩენა იყო, რომ ეს ჩემი კი არა ბევრად ჩემზე გამოცდილი პროფესიონალების ხვედრიც გახლავთ ამ რომანთან დაკავშირებით. სიმართლე უნდა ითქვას, სიყვარულზე წერა ერთ-ერთი ყველაზე რთული საქმიანობაა, ისევე როგორც მერე ამაზე საუბარი, მაგრამ ალბათ იმაზე უფრო სასტიკი ვიდრე თავად წიგნი, ამ წიგნის ბოლოსიტყვაობა იყო, რომელიც ელფრიდე იელინეკმა დაურთო ამ წიგნს. ეს ჩემი მოკრძალებული აზრით, კიდევ ცალკე განხილვას იმსახურებს. იელინეკი არანაკლებ სასტიკია როგორც ავტორი, მაგრამ ამაზე მერე იმიტომ, რომ სინამდვილეში დიდი მნიშვნელობა არ აქვს ვინ რას იტყვის ბახმანზე ან “მალინაზე” თუ არ წაიკითხე სხვისი მონაყოლით ამის გაგება აბსოლუტურად შეუძლებელია.

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

%d bloggers like this: