შიგთავსზე გადასვლა

ზღვა შიგნიდან

Mar Adentro" (2004) or "The Sea Inside" (English Title) is a ...

ბიოეთიკისა ვისაც რამე გაგეგებათ, გეცოდინებათ ევთანაზიის შესახებ. ფილმი რომელზეც მე ვსაუბრობ მთლიანად სამედიცინო ბიოეთიკის განსახილველია,მაგრამ პირადად ჩემთვის საოცრად ემოციურია იმის ყურება, რომ ადამიანი რომელიც სიკვდილისთვის იბრძვის, სინამდვილეში იმდენად სიცოცხლითსავსეა, რომ სხვებს აძლევს სიცოცხლის გაგრძელების ძალას.

მე პირადად ვიცნობდი ადამიანს, რომელიც მთელი ცხოვრება სპორტით იყო დაკავებული და უბედური შემთხვევის შედეგად ეტლს მიეჯაჭვა. ამ შემთხვევის შემდეგ ერთადერთხელ შემხვდა და ჩვეულებრივი მოკითხვის შემდეგ, როცა მეგონა თავი გავართვი და ვერ შეამჩნია როგორ შევიკავე თავი რომ დამშვიდება არ დავუწყე-მეთქი, აქეთ დამიწყო დამშვიდება ისე, რომ მაშინ ვფიქრობდი ამ კაცს ვერაფერი მოერევა იმდენად სიცოცხლითსავსეა- მეთქი. რამდენიმე წლის შემდეგ ამ კაცმა თავი მოიკლა. რამდენჯერაც ალეხანდრო ამენაბარის ამ ფილმს ვნახავ იმდენჯერ ეს ადამიანი მახსენდება და მგონია რომ მესმის კიდეც მისი.

საერთოდ, ეტლში ჯდომა უფრო ადვილია, ვიდრე ჩაჯდომა. როცა იმ მოცემულობაში იბადები, რომ მუდამ ვიღაცის ზრუნვას საჭიროებ და პირადი ცხოვრება არ გაგაჩნია, შენ არ იცი როგორი იქნებოდი ეს ყველაფერი რომ სხვანაირად იყოს. როცა შენი ცხოვრება წამიერად იცვლება ამასთან შეგუება ძალიან ძნელია და ზოგჯერ შეუძლებელიც.

როგორც ფილმის პერსონაჟი იძახის. განკითხვა შეუძლებელია, ვერ განსჯი ადამიანს,როცა არ იცი მის გონებაში რა ხდება და როცა შენ მის ადგილას არ ყოფილხარ. რამონის პერსონაჟის შესრულებისთვის ხავიერ ბარდემს ყველა ჯილდოს მივცემდი რაც კი არსებობს, კინოსამყაროში. ის იუმორი და ძალა, რომლითაც რამონი გარშემომყოფების, განსაკუთრებით კი ქალების მოხიბვლას ახერხებს, კიდევ უფრო მეტად ატრაგიკულებს ამ ვითარებას. კაცი, რომელიც აბსოლუტურად პარალიზებულია და თავის გარდა სხეულის ვერც ერთ ნაწილს ვერ გრძნობს, ბევრ ჯანმრთელ მამაკაცზე უფრო საინტერესო და მომხიბვლელია, სხვებზე უფრო მეტად აცოცხლებს ახლობლებს და ოჯახისწევრებს, რაც კიდევ უფრო გვაეჭვებს მისი არჩევანის სისწორეში, რომ ევთანაზიას მიმართოს.

ვერ წარმომიდგენია, როგორ უნდა შეთანხმდეს ერთხმად სამყარო ევთანაზიის დაშვება არდაშვებაზე. ის რომ ეს ცალსახად მკვლელობაა და რელიგიურის გარდა მორალური თვალსაზრისითაც მიუღებელია ეს ჩემი პირადი აზრია, მაგრამ მეორე მხრივ, ადამიანის გაწირვა მარადიული ტანჯვისა და ტკივილებისთვის, ასევე ბოროტებაა ამიტომ ევთანაზია დასაშვებია თუ არა, ამაზე შეთანხმება მე შეუძლებლად მიმაჩნია.

ამ ფილმში ალბათ ყველაზე მთავარი ის იყო, რომ ადამიანს შეუძლია ნებისმიერ მდგომარეობაში იყოს თავისუფალი. ნებისმიერ მდგომარეობაში შეეძლოს იმის გააზრება რა ხდება მის თავს და იბრძოლოს საკუთარი სიმართლისთვის. იმიტომ კი არა რომ სიცოცხლე ჯოჯოხეთია და რომ სხვამაც ასეთი არჩევანი უნდა გააკეთოს. იმიტომ რომ ადამიანი თავისუფალია და თვითონ ირჩევს რისი სწამდეს. ადამიანს შეუძლია ნებისმიერ მდგომარეობაში სხვას მისცეს ის სიცოცხლის ძალა და ენერგია, რაც გადაარჩენს თუნდაც ერთ ადამიანს, მაგრამ მაინც. ადამიანი, ნებისმიერ მდგომარეობაში, ადამიანია

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

%d bloggers like this: