შიგთავსზე გადასვლა

ვერონიკას ორმაგი ცხოვრება

film movie krzysztof kieslowski the double life of veronique La ...

მე არ ვიცი თქვენ როგორ, მაგრამ მე ხშირად მაქვს შეგრძნება რომ ჩემში რამდენიმე სხვადასხვა ადამიანი ცხოვრობს. ამბობენ ტყუპებს საერთო ცნობიერი აქვთო. იმასაც ამბობენ, ყველას თავისი ორეული ჰყავსო. მე არ ვიცი თქვენ როგორ, მაგრამ საკუთარ თავზე ხშირად მიგრძვნია, თითქოს ადამიანი რომელსაც პირველად ვხედავ, უკვე მიცნობს. “ვერონიკას ორმაგი ცხოვრება” კიშლოვსკის ერთ-ერთი საუკეთესო ნამუშევარია და სწორედ ამ თემას ეხება. თანამედროვე პრაგმატული ადამიანისთვის შეიძლება გაუგებარიც კი იყოს, მაგრამ ეს რეჟისორი მთლიანად ინტროვერსიულია და გარემოს პერსონაჟისგან დამოუკიდებლად არ აღიქვამს. მისი სამიზნე თვითონ ადამიანია და არა გარემო.

პრინციპული შინაარსი ამ ფილმს არ გააჩნია. უკეთ რომ ვთქვათ, ამ ფილმის მოყოლა შეუძლებელია მარტივი ადამიანური ლოგიკის ფარგლებში, თუმცა ორი ერთი შეხედვით დამოუკიდებელი პერსონაჟის პარალელური განვითარება, რომლის დროსაც ჩვენ ვხვდებით რამხელა კავშირი აქვთ მათ ცნობიერის თუ არაცნობიერის დონეზე ძალიან საინტერესოდ არის გადმოცემული.

რომ ამბობენ ეშმაკი დეტალებში იმალებაო, ეს ფილმი სწორედ ამის მაგალითია. ორი პერსონაჟის ერთი და იგივე განცდა, რომ მარტონი არ არიან ფილმის გაცხადებული მარკერია. ძალიან საინტერესო მომენტია, როდესაც სადგურში პარიზელი ვერონიკა ხვდება ქალს, რომელიც ისე უყურებს, თითქოს სადღაც უკვე უნახავს. ასეთი შეგრძნება ჩვენც ბევრჯერ გვქონია. სინამდვილეში ვინ არიან ის ადამიანები, ვისაც წამით მოვკრავთ თვალს და გვგონია, რომ ვიცნობთ? ამას ვერასოდეს გავიგებთ. ეს ფილმი არ არის პასუხების ფილმი. ეს არის განცდის ფილმი, განცდისა რომ მარტო არ ხარ. რომელიღაც შენი ნაწილი, ამავე სამყაროში, სხვა მოცემულობაში ცხოვრობს.

ერთია შეგრძნება და მეორეა იმის დადასტურება, რასაც შინაგანად განიცდი. ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო ის მომენტი, როდესაც პარიზელმა ვერონიკამ შემთხვევით პოლონელი ვერონიკა დაინახა საკუთარი ხელით გადაღებულ ფოტოზე. საკუთარ თავთან შეხვედრაზეც ხომ ყველას გვიფიქრია. ოღონდ ეს საკუთარი თავი ჩვენგან მუდამ განსხვავებულად წარმოგვიდგენია ხოლმე. ეს რომ რეალურად შესაძლებელი იყოს, არავინ ვიცით რას ვიზამდით.

ჩვენ გვაქვს რაღაც ცოდნა, წინასწარი განცდა… არ ვიცით სად მივდივართ, მაგრამ ვიცით რომ უნდა ვიაროთ. ჩვენ არ ვიცით რატომ მაგრამ ვიცით რომ ესა თუ ის საქციელი სწორია. ვისი და რისი ნაწილია გონების ეს თვისება, მოგვაწოდოს წინასწარი ცოდნა რაღაცებზე? საიდან ჩნდება ჩვენს ცნობიერში ის, რაც იქ ჩვენ თვითონ არ ჩაგვიდია? ხომ გითხარით ეს არ არის პასუხების ფილმი. ეს არის ფილმი მუდმივი დეჟა ვუს განცდაზე, რომ თითქოს ეს ყველაფერი უკვე იყო, რომ თითქოს ერთმა ადამიანმა შეიძლება ორი დამოუკიდებელი ცხოვრებით იცხოვროს ისე, რომ ამას ვერ მიხვდეს.

ორი თოჯინა, რომელიც ალექსანდრმა გააკეთა, ვერონიკას ორი ცხოვრების აღმნიშვნელი რემარკაა ფილმში. მართალია რეჟისორი კითხვებზე პასუხს არ გვცემს, მაგრამ კატეგორიულად ხაზს უსვამს ორი ადამიანის პარალელური არსებობის ფაქტს. ზოგჯერ ის რაც ჩვენ ფანტაზიის ნაყოფი და საკუთარი შეგრძნებების გაზვიადება გვგონია, შეიძლება ყველაზე ობიექტური სიმართლე იყოს…. ამასაც ვერასოდეს გავიგებთ, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ასე არ არის. სამყაროს გაგება თავიდან ბოლომდე შეუძლებელია. ის რაც ადამიანის გონებისთვის დაუშვებელი და წარმოუდგენელია, სამყაროს სივრცეში სრულიად შესაძლებელი შეიძლება აღმოჩნდეს.

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

%d bloggers like this: