შიგთავსზე გადასვლა

ვნება- lust caution

Dikkat Şehvet (2007) Altyazı | ALTYAZI.org

ცოტათი მიჭირს ამ ფილმზე საუბრის დაწყება. ზოგადად ბავშვობიდან ახლოს ვარ კინოსთან და უამრავი სხვადასხვა ესთეტიკის ფილმი მაქვს ნანახი მაგრამ ენგ ლის ვნებამ მაინც მოახერხა გარკვეულწილად ჩემი გაოცება. პირველი რამაც გამაოცა იყო ის რომ როდესაც მთავარი პერსონაჟი, იმხანად გოგონა, დრამ წრიდან პირდაპირ სახელმწიფო დამნაშავის გამოსააშკარავებლად მიდის მეგობრებთან ერთად, ამან ის ისტორიები გამახსენა, რომლებიც ჩემმა თაობამ გადმოცემით იცის აფხაზეთის ომის შესახებ. ალბათ ეს ბრძოლის რომანტიზება ინტერნაციონალური ფენომენია. პირდაპირ ვხედავდი ახალგაზრდებს რომლებსაც სინამდვილეში წარმოდგენა არ ჰქონდათ,სად და რაზე მიდიოდნენ. რეჟისორს ძალიან ზუსტად აქვს დაჭერილი ის მომენტი როდესაც პირველი მკვლელობის შემდეგ როდესაც ისინი ცაოს მოკლავენ სწორედ მაშინ ხვდებიან, რომ ეს ყველაფერი თამაში არ არის. ალბათ ბევრი ის ადამიანიც, ვინც ომში რომანტიზმის გავლენით წავიდა, იქ ადგილზე მიხვდა რომ სინამდვილეში სისხლში არანაირი რომანტიკა არ არის.

აქვე იმასაც აღვნიშნავ, რომ მოქმედება მეორე მსოფლიო ომის დროს ხდება, როდესაც იაპონია იპყრობს ჩინეთს. უანი რომელიც პატრიოტულ თეატრალურ დადგმებში მონაწილეობდა, მეგობრებს შეუერთდა ერთ-ერთი სახელმწიფო მოხელის იის წინააღმდეგ, რომელიც სინამდვილეში იაპონელების მოკავშირეა. მოდით პოლიტიკურ პერიპეტიებზე არ ვისაუბრებ, რადგან ამ ფილმში მე ცოტა სხვა რამ მგონია მთავარი. ზოგადად ძალიან ბევრს საუბრობენ ხოლმე იმაზე, რა განსხვავებაა მამაკაცებსა და ქალებს შორის. ერთ-ერთი გავრცელებული მოსაზრებით. ქალები ემოციის ხალხია, მამაკაცები კი გონებისა. მოკლედ ratio და emotio ორივე სქესს ცალცა -ლკე გვაქვს განვითარებული. ეს არავითარ შემთხვევაში არ გულისხმობს რომელიმე სქესის დაკნინებას და რასაკვირველია გამონაკლისებიც ორივეგან არის. გამონაკლისი კი, როგორც იცით წესს ადასტურებს. ენგ ლი როგორც ჩანს ამ აზრის ერთგული იყო, როცა ამ ფილმს იღებდა. აქ ყველაზე ზუსტად ჩანს როგორ უყურებენ ერთსა და იმავე საკითხს ქალები და როგორ მამაკაცები.

სხვათა შორის, უანი ძალიან ნიჭიერი გამოდგა და მალე მოახერხა იის მოხიბვლა მითუმეტეს, რომ მისმა მეგობრებმა საკმაოდ იზრუნეს უანის სექსუალურ მომზადებაზე და ისიც, როგორც ყველაფერში ამაშიც ნიჭიერი გამოდგა. ისე, აზიელები უნდა შევაქო. საერთოდ საწოლის სცენების გადაღება ერთ-ერთი ურთულესია კინოში. მახსოვს ერთხელ ქართულ სერიალში “ტიფლისი” ვნახე აბსოლუტურად ნატურალისტური სექსის სცენა მახო აბულაძის მონაწილეობით და მაშინ მეგონა, რომ ამაზე უფრო რეალურთან მიახლოებული საწოლის სცენის გადაღება შეუძლებელია, მაგრამ აი, ამ ფილმმა მოლოდინს გადააჭარბა, იმდენად რომ ძალიან დავინტერესდი გადაღების პროცესით და როგორც გაირკვა, თვითმიზანი იყო რომ მაქსიმალურად რეალური ყოფილიყო ეს სცენები, ამიტომ მსახიობებს დუბლიორები არ გამოუყენებიათ. პირდაპირ არ ამბობენ ნამდვილად მოხდა იქ რამე თუ უბრალოდ ჯადოქრები ყავდათ სტუდიაში, მაგრამ როგორც ქალის მთავარი როლის შემსრულებელმა თქვა, გადაღება კერძო სტუდიაში მიმდინარეობდა და მხოლოდ რეჟისორი და ოპერატორი ესწრებოდნენ. ხალხო, გეფიცებით მარია შნაიდერს და მარლომ ბრანდოს “უკანასკნელი ტანგო პარიზშის” გადაღებაზე მართლა რომ შემთხვევით შემოესიყვარულათ ერთმანეთი იმ სცენასთან ეს რავიცი ჩვეულებრივი შედევრია რეალურობის თვალსაზრისით.

საერთოდ გაზვიადება არ მჩვევია და არც რამეზე ჩაციკვლა, მაგრამ მართლა აღფრთოვანებული დავრჩი. ჰოდა იმას ვამბობდი, რომ მთელი ის პერიოდი, რაც უანი მისტერ იის გვერდით არის, ის სათამაშოს, თოჯინის როლს თამაშობს. პრინციპში ამ გოგოს ნიჭიერება იმაშია, რომ ვერც კი გაიგებ სად თამაშობს და სად არის გულწრფელი, ამ შემთხვევაში, საუბარი მაქვს პერსონაჟზე და არა მსახიობზე. თანდათან იიც მოძალადიდან ნამდვილ საყვარლად გარდაიქმნება და ჩვენ ამას თვალნათლივ ვხედავთ. პრინციპში მთელი კვანძი აქ არის ჩახლართული, როცა უანი ნამდვილად დარწმუნდა, რომ იის უყვარს, სისუსტე გამოიჩინა და მოახლოებული საფრთხის შესახებ გააფრთხილა. ემოციებმა წასძლია. ამაშია მთავარი განსხვავებაც, იმიტომ რომ უანს ეგონა იის სიყვარული მის მიმართ კარტ ბლანში იქნებოდა და თავი ქუდში ჰქონდა. სამაგიეროდ ისეთი კაცებისთვის, როგორიც იი იყო და რომლებიც მუდამ გონებით მოქმედებენ საქმე მუდამ პირველ ადგილას დგას.

მე ვამტკიცებ რომ დიახ, იის უფრო უყვარდა უანი, ვიდრე პირიქით. სწორედ ამიტომ მისგან ღალატს არასოდეს აიტანდა. კაცი რომელიც საკუთარ ჩრდილს არ ენდობა და შენ ნდობას გამოგიცხადებს ღალატისთვის ორმაგს გადაგახდევინებს ვიდრე ის, ვინც ადვილად გენდობა.

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

%d bloggers like this: