შიგთავსზე გადასვლა

გოგონა ასანთის ფაბრიკიდან-აკი კაურისმაკი პროლეტარიატის ტრილოგია

The Match Factory Girl (1990) - Posters — The Movie Database (TMDb)

ფინეთი 1990 წელი. ქვეყანაში დიდი ეკონომიკური კრიზისია. ფინეთი საგარეო ვალებს ვეღარ ისტუმრებს. მოსახლეობის უდიდესი ნაწილი სიღარიბის ზღვარს ქვემოთ არის. ირისი ასანთის ფაბრიკაში მუშაობს. მისი ყოველი დღე ზუსტად ერთნაირია, გაჭედილი ასანთის კოლოფებსა და ქარხნის დაზგებს შორის. სახლში დედაა, რომელიც მექანიკურად ეწევა სიგარეტს და გამუდმებით ტელევიზორს უყურებს საიდანაც ირანში არსებული არეულობის შესახებ იტყობინებიან. ფილმი რომ დაიწყო, მთავარმა პერსონაჟმა, ირისმა, რაღაცნაირად ელფრიდე იელინეკის “საყვარლები” მომაგონა. პრინციპში არც ისე უაზროდ. ირისი სწორედ ელფრიდე იელინეკის პერსონაჟების მსგავსია, ფილმის პირველ ნაწილში. როცა ირისს უყურებ, ხვდები სიტყვა “არაფრის” მნიშვნელობას. აი ხომ არიან ადამიანები რომლებიც თავისი არსებობით არც არაფერს აკეთებენ, არც არაფერს აშავებენ. რომელთა არსებობაც თავისთავად არაფერს ამბობს. გვერდით რომ ჩაუვლი შეიძლება ვერც შეამჩნიო. ირისი ზუსტად ამ კატეგორიას განეკუთვნება, ფილმის პირველ ნაწილში. ის ფანჯრის რაფაზე მიკრულ მწერს გავს, რომელიც ერთადგილას ქანაობს და თუ არ გაწუხებს შეგიძლია იქ დატოვო, სანამ სული არ ამოხდება.

სიღატაკის ზღვარს მიღმა მყოფი ადამიანები ინდიფერენტულები არიან. საქართველოშიც ხომ ამბობენ ხელჩაქნეული ეკონომისტები, მასლოუს იერარქიის დაბალ საფეხურზე მყოფ ადამიანებს კუჭი უფრო ადარდებთ ვიდრე ერთმანეთიო. ფილმში არის სცენა, როდესაც კაბას ყიდულობს და სახლში მიიტანს, მამინაცვალი მას ბოზს უწოდებს და გაარტყამს სახეში. აქ აღსანიშნავია, რომ ოჯახის ერთადერთი მარჩენალია.

ირისის მსგავსად, ქვეყნის დიდი ნაწილი ცხოვრობს, ამის ფონზე, ბარში ოკეანის გაღმა სამოთხეზე მღერიან, რაც საკმაოდ ცინიკურად და ირონიულად ჟღერს. არნესთან შეხვედრა თითქოს კონკიას ისტორიის დასაწყისი უნდა ყოფილიყო, მაგრამ კონკია იმიტომ არის ზღაპარი, რომ ასე არასოდეს არ ხდება. არნე ირისს ფულს უტოვებს, რაც იმას ნიშნავს, რომ ირისი, მას მეძავი ჰგონია. აქ კიდევ ერთი სცენაა, როცა არნე ირისთან სახლში მიდის და ხედავს რა პირობებში ცხოვრობს კიდევ უფრო იმატებს რეჟისორის ცინიზმი. არნე, როგორც შეძლებული ადამიანი, ისეთ არსებებს, როგორიც ირისია არაფრად თვლის. ისინი არავინ არიან, არარაობები.

პირველი გარდატეხა ირენეს პერსონაჟში მაშინ ჩანს, როდესაც არნე მას აბორტის გაკეთებას მოსთხოვს და ქალი პირდაპირ მანქანას ჩაუვარდება. ოჯახის მხრიდან არავითარ დახმარებას რომ არ უნდა ელოდოს ამაზე ხომ საუბარიც ზედმეტია, პირიქით საავადმყოფოში ყოფნისას მასთან მამინაცვალი მიდის ერთი ცალი ფორთოხლით ხელში და ერთი წინადადებით. “დედა იმედგაცრუებულია, ჯობია სხვაგან იცხოვრო.”

ის, რომ ირისმა არნე მოკლა თაგვის წამლით, ეს შეგვიძლია გულგატეხილი ქალის შურისძიებად ჩავთვალოთ, მაგრამ კაურისმაკი ასეთი მარტივი რეჟისორი არ არის. აბსოლუტური უემოციობის ფონზე, ყურადღებამისაქცევია კადრი, როდესაც ირისი პირველად და უკანასკნელად იღიმის მთელ ფილმში. იღიმის, სწორედ მაშინ, როცა მის გვერდით მჯდომ უცნობს სასმელში ვირთხის წამალს უსხამს. იმავე უემოციობით უსწორდება ირისი დედას და მამინაცვალსაც და ამ დროს ფონზე ჟღერს მუსიკა, რომელიც თითქოს ირისის მაგივრად საუბრობს.

ინდიფერენტულობა ძალიან საფრთხილო რამაა. ინდიფერენტულობა ამახინჯებს ადამიანს. სიღატაკესა და ინდიფერენტულობას ერთად, შეუძლია ადამიანში მონსტრი გააღვიძოს. როდესაც მწერს ფეხს ადგამ არ ელოდები, რომ მას შეუძლია სასტიკი პასუხი დაგიბრუნოს. უწყინარი ჩუმად მყოფი, თითქმის შეუმჩნეველი ადამიანი, შეიძლება რაღაც კატალიზატორის შედეგად საშინელ მონსტრად გადაიქცეს. კაურისმაკის ეს ლაკონური ამბავი, აღწერს ადამიანის წითელ ხაზებს, რომლის გადალახვის შემდეგაც, ადამიანი დესტრუქციულ ნატურად გარდაიქმნება. ასეთი ადამიანები ჩვენ გარშემო დღესაც არიან. სასტიკი ამბავია ალბათ, მაგრამ იმის თქმა, რომ ასე არ არის და ეს რეჟისორის ფანტაზიაა შეუძლებელია.

მთავარი პერსონაჟის მსგავსად ბევრი ადამიანი ცხოვრობს ჩვენ გარშემო. ისინი მუდამ შეუმჩნევლები არიან და ჩვენ გვგონია, რომ თუ დანჯრის რაფის კუთხეში ჩაჭედილი მწერივით იოლად შეგვიძლია გავსრისოთ. სინამდვილეში ჩვენმა ერთმა სიტყვამ, ერთმა დახმარებაზე უარმა შეიძლება მათში გააღვიძოს ის მონსტრი, რომელიც ამ შეუმჩნეველი ნატურის სიღრმეში იმალება და მერე ხდება ხოლმე ის, რაც ხდება, დანაშაულები, რომლებსაც თითქოს მოტივი არც გააჩნია.

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

%d bloggers like this: