შიგთავსზე გადასვლა

ყველაფერს წიგნებით ვერ განკურნავ

Black Aesthetic Wallpaper - - - Aesthetic Wallpaper - #Aesthetic # aesthetic #black #wallpaper #Wallpaper - ##Black #aesthetic #wallpaper

ზოგჯერ ისეც ხდება, რომ უბრალოდ საუბრის ხასიათზე ვარ ხოლმე… კონკრეტულ ვინმესთან ან კონკრეტულ რამეზე კი არა, ისე, უბრალოდ. ვგიჟდები ჩემს პროფესიაზე და არც კი ვიცი სხვა რამ როგორ უნდა ვაკეთო. უბრალოდ, ადრე თუ ლიტერატურას როგორც თავშესაფარს ისე ვუყურებდი, ახლა კარგ მეგობარს დაემსგავსა, რომელთანაც ხან ვჩხუბობ, ხან ვიცინი, ხანდახან საერთოდ არ ველაპარაკები ხოლმე. ადრე მეგონა, რომ ცხოვრება რაღაცით მაინც გავდა ლიტერატურას, მერე აღმოვაჩინე, რომ ლიტერატურა უბრალოდ პასუხია ცხოვრებაზე.

არც ისე იშვიათად, ის რაც ლიტერატურაში ლოგიკურია, ცხოვრებაში აუტანელი და წარმოუდგენელია ხოლმე. აი მაგალითად, ჩვენ შეგვიძლია მოგვწონდეს განტენბაინი, რომელიც მუდმივად იცვლის იდენტობას და სიფრთხილით ვეკიდებით თუ ჩვენი ახლობლის შესახებ გავიგეთ რაღაც ისეთი, რამაც სხვა თვალით დაგვანახა ადამიანი.

იცით რამდენჯერ მომნდომებია, ამეღო და დამეწერა….. სათქმელი და მოსაყოლი იმდენი მაქვს ბევრ მწერალს ერთად ეყოფა. ამბობენ არც ნიჭის უქონლობას უჩივიო, მაგრამ რაღაცაზე რომ დაწერო, მისგან სრულად უნდა დისტანცირდე. არიან მწერლები, რომლებიც ფანტაზიებს ეყრდნობიან. მე ვფიქრობ ის რაც გვინახავს, მოგვისმენია და განგვიცდია უნიკალური და ნამდვილია, მაგრამ ვერ დაწერ, სანამ მისგან მთლიანად არ დისტანცირდები. ეგ კი, ძალიან რთულია იმიტომ, რომ რაც ვართ და როგორებიც ვართ ეს ჩვენი ნაწილია.

ვატმანიც ადამიანია-მეთქი… ამბების მეტი რა არის, გუშინ ხომ არ დავბადებულვარ, მაგრამ სულ ვფიქრობ, როგორ უნდა მოყვე დაუჯერებელი ამბავი დამაჯერებლად. მე არ ვარ ჰერტა მიულერი და არც ელფრიდე იელინეკი რომ ეს გამომივიდეს. არადა ცხოვრება ზუსტად იმით განსხვავდება წიგნებისგან რომ ის, რაც შენთვის ლოგიკურია, სხვისთვის წარმოუდგენელია ხოლმე. ეს დაახლოებით იმას გავს, მადამ ბოვარი რომ თანამედროვე მანჰეტენზე სეირნობს…….

ალბათ ოდესმე, როცა ყველაფერი უმნიშვნელო გახდება, დავიწყებ წერას და აღარ გავჩერდები. ფანტაზიას მინდობილ მწერლებს ეს ფუფუნება აქვთ, მათი პერსონაჟები რეალურები არ არიან და ამიტომ მათზე არც დარდობენ… ისინი კი, ვინც ამბავს რეალური ცხოვრებიდან იღებენ ყოველთვის, ან ძალიან ხშირად, იმ ამბის ნაწილი არიან, რომელსაც ყვებიან. ამ კინოსიანსის ბილეთები კი, თითქმის ყოველთვის ძალიან ძვირი ღირს.

უკვე წლებია, რაც მეუბნებიან რომ უნდა ვწერო და ამაზე ხშირად ვფიქრობ. საქმე ისაა, რომ ის რაზე წერაც ნამდვილად მინდა, რაზე წერასაც მნიშვნელოვნად ვთვლი და რაც ნამდვილად ვიცი, ის არის, რომ ლიტერატურისგან განსხვავებით, ცხოვრება სასტიკად დაუჯერებელი რამეა.

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

%d bloggers like this: