შიგთავსზე გადასვლა

სასიყვარულო განწყობა

IN THE MOOD FOR LOVE - Library

გუშინ ერთ-ერთ ფეისბუქ მეგობართან საუბრის დროს პატარა მწუხარება გამოვთქვი დეკალოგის სერიაზე რომ ვწერდი მეგონა ყველას ნანახი ჰქონდა და ყველა წაიკითხავდა მაგრამ ასე არ აღმოჩნდა-მეთქი. ჰოდა ეს ჩემი ფეისბუქ მეგობარი უცებ ასეთ ფრაზას ამბობს, რომ კაი რა, რაღადროს კიშლოვსკია, უკვე ბანალურია კიშლოვსკიზე რომ ამბობენ მაგარიაო. საერთოდ სიტყვა ბანალური ძალიან უცნაური რამეა თავისთავად. ეს სიტყვა რაღაცნაირად გამოყოფს ტრენდულ და არატრენდულ ფილმებს, წიგნებს, მუსიკას და სხვა რაღაცებსაც. მოკლედ გვკარნახობს რა უნდა მოგვწონდეს და რა არა. ჰოდა მე კიდევ მგონია, რომ ყველაფერი ბანალურია ცხოვრებაში, იმიტომ რომ ადამიანები ერთმანეთზე შთაბეჭდილების მოსახდენად არ დავბადებულვართ. მაგალითად უონგ კარ უაის “სასიყვარულო განწყობა” მგონი ყველამ ნახა, თანაც ტრილოგიაა და ადამიანები რომლებიც სამყაროს ბანალურად და არაბანალურად დაყოფას მიჩვეულნი არიან ალბათ ისევ იმავეს იტყვიან, რომ უკვე კლიშეა ამ ფილმის მოწონება. ასე ვინც ფიქრობს ჩემი ეს ბლოგი შეგიძლიათ არ წაიკითხოთ.

აზიური ესთეტიკა ყოველთვის ორი ელექტროდის ურთიერთობას მაგონებს, რომელიც პარალელურად მოძრაობს, ერთმანეთს უახლოვდება, მაგრამ არასოდეს ერთდება… საერთოდ სიყვარულის აღწერა ხელოვნებაში ყველაზე რთული საქმეა. მაგალითად ქართველ ქალ მწერლებს და კლასიკურ ინგლისურ რომანს მუდამ გასდევს ეს პათეტიკა, რომელიც ყველაზე ცუდად გამოიყურება ფურცელზე. როგორცკი სიყვარულის სიტყვებით აღწერას იწყებ, ეს პათეტიკა ეშმაკივით მხარზე გაჯდება და ცდილობს საქმე გაგიფუჭოს. ამიტომაც მუდამ ისეთ მწერლებს გამოვარჩევ ხოლმე, რომლებიც უფრო ნამდვილები არიან და ახერხებენ ამისგან თავის დაძვრენას, მაგალითად სამხრეთამერიკელებში, კორტასარს. უონგ კარ უაის “სასიყვარულო განწყობა” სწორედ ის არის კინოში, რასაც პათეტიკისგან დაცლილი მწერლები ახერხებენ ხოლმე ლიტერატურაში. მარტოობის, თანაგანცდისა და სიყვარულის აღწერისას. როდესაც ორი პერსონაჟი აღმოაჩენს, რომ მათი მეუღლეები საყვარლები არიან და იმის სურვილით რომ გაიგონ, როგორ დაიწყო ეს ყველაფერი ერთიანდებიან აქედან იწყება ყველაფერი. მიუხედავად უამრავი მოსაზრებისა, რომელიც ამ ფილმზე მომისმენია, მე არ ვთვლი რომ ეს ერთი ნახვით შეყვარებაა ან რამე მსგავსი. თუმცა შეიძლება ასე იმიტომ ვფიქრობ, რომ რომანტიკოსი არ ვარ, მაგრამ ადამიანებს ერთმანეთი დანახვისთანავე კი არა, მაშინ უყვარდებათ, როცა რაღაც სხვა გრძნობაც აერთიანებთ, მარტოობა ან იმედგაცრუება ამ შემთხვევაში.

რეჟისორის ეს ნელი მოძრაობის ეფექტი, რომელიც პერსონაჟებს შორის მაგნიტურ ველს გამოსახავს ერთ-ერთი საუკეთესო ხერხია რაც მინახავს. პლატონური ურთიერთობა რომელიც ამ ორ პერსონაჟს აკავშირებს, უფრო ნამდვილია, ვიდრე ის რასაც ჩვენ ვეძახით დღეს სიყვარულს. ფილმში კარგად არის ნაჩვენები, აზიური კომუნა, რომელიც შენს გარშემო რაღაც სოციალურ წესებს ამკვიდრებს და ამ სოციუმში პირად გრძნობებს არასოდეს აქვს რეალიზების საშუალება. ის წითელი ფერი, რომელიც მთელ ფილმს გასდევს, კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს იმას, რომ კინოში ფერი ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორც მსახიობი და დეკორაცია. ეს ფერი ქმნის სწორედ იმ ატმოსფეროს, რასაც სასიყვარულო განწყობას ვეძახით. თუმცა წითელი მარტო არ არის, შავთან კომბინაციაში ის ხაზს უსვამს სიყვარულსა და რეალურ სამყაროს შორის განსხვავებას. მათ არ შეუძლიათ უარი თქვან თავიანთ რეალურ, გაცხადებულ ცხოვრებაზე, მაგრამ ფაქტია, რომ ამ რეალურის, გაცხადებულის მიღმა არსებობს კიდევ რაღაც რაც უფრო მეტია და ნამდვილი ვიდრე თითოეულის ცხოვრება, რომელშიც ისინი თითქოს არ არიან მარტონი მაგრამ ძალიან მარტოსულები არიან. წითელისა და შავის ეს კომბინაცია, ვფიქრობ , იდეალური ფამოსახვაა მარტოსულობისა და სისავსის თანადროულობის…

yumeji’s theme

ყველას გვაქვს ერთი ისეთი მომენტი ცხოვრებაში, ერთი ისეთი ამბავი, როდესაც ეს შეგრძნება გვქონია. როცა სიყვარული ზუსტად იმით არის ნამდვილი, რომ მისი სექსით გაუბრალოება არ ხდება. სინამდვილეში მხოლოდ ასეთი ამბებია უშუალოდ ორი ადამიანის და უფრო მეტად აკავშირებს მათ, ვიდრე გაცხადებული ურთიერთობები. ხომ ამბობენ მუსიკა იწყება იქ, სადაც სიტყვები მთავრდებაო. ჰოდა, მუსიკამ ნამდვილად შექმნა ის, რისი თქმაც უონგ კარ უაის სურდა…

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

%d bloggers like this: