შიგთავსზე გადასვლა

კულტურათაშორისი დისტანცია

El día que los mayas superaron a Aristóteles | Aztecas dibujos ...

წინასწარ არასოდეს ვფიქრობ რაიმე წიგნზე ან მოთხრობაზე საუბარს. სიმართლე გითხრათ ყველა შემთხვევაში როცა კი რამე დამიწერია ლიტერატურის შესახებ ბლოგზე, კონტექსტს ვარგებ ხოლმე ტექსტს და არა პირიქით. მე ვფიქრობ რომ ახლა სწორედ იმ ეპოქაში ვცხოვრობთ, როდესაც გარკვეული ღირებულებების გადაფასება ხდება და სწორედ ამიტომ მნიშვნელოვანი მგონია ისეთ ტექსტზე საუბარი, როგორიც აუგუსტო მონტეროსოს “დაბნელებაა.” იშვიათად თუ შეხვდებით ისეთ მცირე მოთხრობას როგორიც ეს არის, მაგრამ საკმაოდ მნიშვნელოვანი პარადიგმაა მასში აღწერილი.

აუგუსტო მონტეროსოზე მაშინ არაფერი მსმენოდა, უბრალოდ ესპანურენოვანი კულტურით ვიყავი გატაცებული და ენასაც ვსწავლობდი, ამიტომ სატესტოდ მოკლე მოთხრობებს ვირჩევდი, რომ ჩემი ენის ცოდნის დონე შემემოწმებინა. ამ მხრივ პირველი ტექსტი ხულიო კორტასარის “მიტაცებული სახლი” იყო. ძიების დროს ძალიან დავინტერესდი მექსიკის ტერიტორიაზე მაიას ტომის არსებობის დეტალებით. “ჩიჩენ იცას” გამოქვაბულით და იმ ცივილიზაციური მონაპოვარით, რომელიც ორი ცივილიზაციის თანაცხოვრების პირობებში მაიას ტომმა შექმნა. ასე გაჩნდა ჩემს ლიტერატურულ ცხოვრებაში მექსიკელი მწერალი და ნოველისტი აუგუსტო მონტეროსო, რომელიც აღწერს ფრა. ბარტოლომეო არასოლას სიკვდილის სცენას, როდესაც ის გვატემალის ტყეში ინდიელებმა მსხვერპლად შესწირეს. არასოლას ჰქონდა გონიერება და განათლება, იცნობდა არისტოტელეს შემოქმედებას. ამიტომ მან მოიკრიფა მთელი თავისი ცოდნა და უნარები და ეცადა დაერწმუნებინა ინდიელები, რომ მას შეუძლია მზე დააბნელოს თუკი მართლა მოკლავენ. ეს იყო ევროპული კულტურის წიაღში განათლებული ადამიანის მცდელობა თავი გადაერჩინა, მაგრამ აღმოჩნდა, რომ ინდიელების ცივილიზაცია რომელსაც უკვე ჰქონდა მაიას ტომის დროინდელი ცოდნა, სრულიად სხვა მაგრამ ასევე გარკვეული ცოდნის მატარებელია. აღმოჩნდა, რომ არსებობს სხვა ცოდნაც, რომელიც არისტოტელეზე უფრო ძველია და ის არავითარ კავშირში არ არის იმ ყოფით კულტურასთან, რომელშიც ფრა. ბარტოლომეო არასოლა აღიზარდა.

მონტეროსოს ამ უმცირეს მოთხრობაში ნაჩვენებია დაბნელება, არა მხოლოდ როგორც ზეციური მოვლენა, არამედ როგორც კულტურის დაბნელების მაგალითი. რაღაც რაც ჩვენ ჩვენი მონაპოვარი გვგონია, შეიძლება აღმოჩნდეს სულ სხვა ცივილიზაციის წიაღში გაჩენილი ცოდნა, რომელიც უფრო ძველია, ვიდრე თვითონ ჩვენი ცივილიზაცია და თანაც ისეთი ცივილიზაცია, რომელიც თავს სხვაზე უფრო კულტურულად და განათლებულად მიიჩნევს. ჩვენ ხომ ვთვლით, რომ ცოდნის დაგროვება უშუალოდ ევროპული მოვლენაა. კიდევ ერთი კონფუზი ის არის, რომ განსხვავებით ამერიკისაგან, მექსიკის ტერიტორიაზე კონკისტადორები უფრო ჰუმანურები აღმოჩნდნენ ადგილობრივების მიმართ და კი არ განდევნეს ან რეზერვაციაში კი არ მოაქციეს ინდიელები, არამედ ორი ცივილიზაცია ერთდროულად თანაცხოვრობდა მექსიკის ტერიტორიაზე, რასაც გარკვეული გავლენები წესით უნდა მოეხდინა ორივე მათგანზე, თუმცა ამ მოთხრობაში ნათლად შეინიშნება ირონიული ტონი ავტორის მხრიდან, როდესაც ფრა. ბარტოლომეოზე საუბრისას ჭკუასა და განათლებას ახსენებს. რამ გამოიწვია ეს ირონია საკმაოდ ნათელია. ის რომ შენ საკუთარ თავს კულტურისა და განათლების კერად მიიჩნევ, არაფერს ნიშნავს. სინამდვილეში სამყარო ძალიან დიდია და მიუხედავად იმისა, რომ შენ ვერცხლის კოვზით ჭამ და ინდიელი არა, ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ მის ცივილიზაციაში ცოდნასა და ემპირიულ გამოცდილებას ადგილი არ აქვს, პირიქით.

ევროპული ცივილიზაციისათვის დამახასიათებელი მსოფლხედვა, რომ ის სამყაროს მხოლოდ საკუთარ საზღვრებში აღიქვამს, ამ მცირე მოთხრობაში საკმაოდ დიდი ირონიის საგანია. ჩვენს მაგალითზე ვთქვათ, ქვეყნებს რომლებიც არც დასავლეთევროპულ-ამერიკულ კლასტერს ეკუთვნიან და არც აღმოსავლეთ ევროპა-პოსტ.სსრკ-ის კლასტერს მესამე მსოფლიოს ქვეყნებს ვუწოდებთ და ისეთ წარმოდგენას ვქმნით, თითქოს ისინი საერთოდ არ არიან ერთიანი მსოფლიოს ნაწილი. ასეთ ქვეყნებს ნაკლებად განვითარებულებს ან ჰა- ჰა განვითარებადებს ვუწოდებთ. სინამდვილეში წარმოდგენა არ გვაქვს იმაზე, რა ისტორიულ ცოდნას შეიძლება ფლობდეს თითოეული მათგანი. ჩვენ ისიც კი არ ვიცით, ჩვენი ცოდნის რა ნაწილია თვისობრივად ჩვენი და სად აქვს მას საზღვრები. უბრალოდ როგორც ბარტოლომეო არასოლას შემთხვევაში, ჩვენც მიგვაჩნია, რატომღაც, რომ თუ ცივილიზაცია ჩვენ ვართ და განვითარების რაღაც ეტაპზე როგორც იქნა ვერცხლის კოვზით ჭამა ვისწავლეთ, ქვეყანები რომელიც სიღარიბის ზღვარს ქვემოთ არიან და მათი მშპ. 1000$-ზე ნაკლებია, ცალკე სამყაროს განეკუთვნებიან და ჩვენი ნაწილი არ არიან. ისე სიმართლე გითხრათ, ევროპული, როგორც თავის თავს უწოდებენ განვითარებული საზოგადოებისთვის, რომელსაც ზანგისთვის ზანგის დაძახება “უტყდება” ფრიად ფაშისტური მგონია ამგვარი დაყოფა.

ამ მოთხრობასთან ეს თემა სწორედ იმით დავაკავშირე, რომ მონტეროსო ძალიან ნათლად აჩვენებს ევროპელი განათლებული ადამიანის სახეს, რომელიც ერთი მხრივ თავს განათლებულსა და განვითარებულს უწოდებს, რადგან ცოდნისა და განათლების კერად თვლის და მეორე მხრივ, მოგვიანებით, 2012 წელს შიშითა და კრძალვით მიემართება მაიას ტომის დროინდელ ჩანაწერებს სამყაროს აღსასრულის შესახებ. მართალია ეს წინასწარმეტყველება არ გამართლდა, ჯერ ისევ ცოცხლები ვართ და არც აუგუსტო მონტეროსო მოსწრებია 2012 წელს, მაგრამ ფაქტია, რომ ევროპული კულტურა განათლებაში უშუალოდ სამყაროს შესახებ ცოდნას კი არა ამ ცოდნის მონეტიზაციას გულისხმობს, რაც ჯერ ერთი სხვადასხვა რამეა და მეორეც, ევროპული ერთიშეხედვით ჰუმანური მსოფლმხედველობის დიდ ნაკლოვანებებს უსვამს ხაზს.

შენიშვნა: ფრა. იტ. fratello-ძმა

count)s კომენტარი »

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

%d bloggers like this: