შიგთავსზე გადასვლა

ლიტერატურა და სხვა მედიები

(Tumblr)

ახლა როცა ამას ვწერ, ღამის ოთხის შვიდი წუთია. დიდი ხანია ვფიქრობ იმის დაწერაზე, რის თქმასაც ახლა ვაპირებ. ვინც ჩემს ბლოგს ხშირად ან ხანდახან მაინც კითხულობთ, შეამჩნევდით, რომ ნელ-ნელა ლიტერატურასთან ერთად კინოც შემოვაპარე ბლოგზე. იმისთვის რომ არ იფიქროთ, თითქოს გადავუხვიე ბლოგის კონცეფციას, ვფიქრობ განმარტებებია საჭირო.

ჩემთვის აბსოლუტურად გასაგებია, რომ სხვადასხვა ტიპის მკითხველები არსებობენ. ძირითადად ისინი, ვინც ლიტერატურას მხოლოდ როგორც გართობის საშუალებას, როგორც ამბავს ისე უყურებს, ზოგი ტექსტის სტრუქტურას აკვირდება, ზოგი ორივეს ერთად. ჩემი პროფესია იმით განსხვავდება კერძო ლიტ.მცოდნეობისაგან, რომ ჩვენ დამოუკიდებლად ლიტერატურას არ განვიხილავთ. ლიტერატურა მედიის მხოლოდ ერთ-ერთი სახეა. უფრო ზუსტად სიტყვა მედიის მნიშვნელობა რომ განვმარტო იმ სახით, რითაც მე ვგულისხმობ და რითაც ავტორიტეტული წყაროები განმარტავენ, მედია არის ნებისმიერი საშუალება, რომლითაც ადამიანს გადაეცემა ინფორმაცია. ეს შეიძლება იყოს ბეჭდვითი, როგორც ენა ან/და ვიზუალური როგორც კინო და თეატრი. შედარებითი ლიტ.მცოდნეობა კი ინტერმედიალური დისციპლინაა. ეს ნიშნავს რომ ჩვენ საზოგადოებაში არსებულ დისკურსებს, რასაც უფრო გასაგებად შეგვიძლია გაბატონებული ფასეულობითი სისტემა შეგვიძლია ვუწოდოთ, ლიტერატურული მედიის გარდა სხვა, ჰუმანიტარულ მედიებში თარგმნილსაც ვაკვირდებით.

კონკრეტიკისთვის მაგალითს მოვიყვან. ნებისმიერი ჟანრი, მაგალითად მოდერნისტული ნარატივი თავისი გაგებით საზოგადოებაში სხვადასხვა ღირებულებების გაბატონებას გულისხმობს, თუ სიტყვა გაბატონებასთან უარყოფითი ემოცია გვაკავშირებს, მაშინ წინწამოწევა ან აქტუალიზება გამოვიყენოთ. ეს ღირებულებები მოდერნისტულ ლიტერატურაში, მაგალითად ჯოისის “დუბლინელებში” ან/და კნუტ ჰამსუნთან “შიმშილში” ჩემი პირდაპირი კვლევის საგანია. აქ უნდა გავითვალისწინოთ ისტორიული საწყისი, რომელიც პირველი მსოფლიო ომის შემდგომი პერიოდის სახით, საფუძვლად უდევს მოდერნისტულ ლიტერატურას. გამოიხატა, რომ ისტორია და ლიტერატურა ერთმანეთთან კავშირშია. ჩვენ ვერ გავიგებთ ავტორის ხედვის სპეციფიკას ისტორიული კონტექსტის გარეშე. იმავე მოდერნიზმის ასახვა ხდება მაგალითად მხატვრობაში პაბლო პიკასოსთან მულტიპერსპექტიული კუბიზმის სახით, ასევე მარკ შაგალთან, ანრი მატისთან და სხვებთან.

ასევე მოდერნისტული ეპოქის შვილია აბსურდის თეატრიც თავისი ესთეტიკით და კინემატოგრაფში, მაგალითად ფრანგი რეჟისორის, ჟან-ლუკ გოდარის შემოქმედებაც, საერთოდ ყველა ქვეყანაში სხვადასხვა რეჟისორის დასახელება შეიძლება, მაგრამ მთელი სია რომ არ ჩამოვწეროთ, გოდარიც საკმარისი მაგალითია.

მნიშვნელოვნად მიმაჩნია, მიმდინარეობასა და ჟანრს შორის განსხვავების განმარტებაც. მაგალითად, მაგიური რეალიზმი მიმდინარეობაა იმდენად, რამდენადაც ძირითადი გავრცელება ერთ სააზროვნო სივრცეზე მოდის, ამ შემთხვევაში, ლათინური ამერიკის მასშტაბით. ჟანრი მეტად სპეციფიკური ტერმინია და უფრო ფართოა გავრცელების თვალსაზრისით. ამასთან ერთად ჟანრს ახასიათებს ისტორიული პერიოდიზაცია. მაგალითად კლასიციზმს, მოდერნიზმს, პოსტმოდერნიზმს, შეგვიძლია ჟანრები ვუწოდოთ. ეს საკმაოდ საკამათო საკითხია, იმ თვალსაზრისით, რომ მაგალითად დეტექტივისტიკასაც ჟანრად მოიხსენიებენ ხოლმე. ამას თვისობრივად არ ვეწინააღმდეგები, მაგრამ მოკლე განმარტებით შეგვიძლია ასე ვთქვათ: მიმდინარეობა არის სტილისტური მახასიათებელი, რომლის ძირითადი გავრცელებაც ერთ სააზროვნო სივრცეზე მოდის, ხოლო ჟანრი არის სტილისტური მახასიათებელი, რომელიც ისტორიულ პერიოდიზაციას მიემართება და ფართო საკაცობრიო გავრცელება აქვს.

ნებისმიერი მედია არის საშუალება, ენობრივ-კულტურულმა სივრცემ უპასუხოს მსოფლმხედველობრივ-ფილოსოფიურ დისკურსს, რომელიც საერთოა მსოფლიოს უდიდესი ნაწილისთვის. შესაბამისად ნებისმიერი მედიაპროდუქტი ლიტერატურასთან მიმართებაში, რომელიც ერთი ან რამდენიმე კრიტერიუმით ერთიანდება, შეიძლება იყოს ჩემი ინტერესისა და კვლევის საგანი.

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

%d bloggers like this: