შიგთავსზე გადასვლა

აუზში ან აუზის ფსკერზე

ფრანგული არტჰაუსისთვის დამახასიათებელი ესთეტიკით გადაღებული ეს ფილმი სულ რომ არ იცოდეთ რომ ფრანგულია, ამას მაინც მიხვდებით. სიუჟეტური ქარგა ისეთივეა, როგორც მაგალითად ტრიუფოს ფილმში, “მეზობელი ქალი,” ოღონდ, ქარგის მსგავსებაში ამბის მსგავსებას არ ვგულისხმობ. უბრალოდ, აქაც სამი მოქმედი გმირი სასიყვარულო სამკუთხედის სამ წვერად შეგვიძლია წარმოვიდგინოთ. არ ვიცი რა ვნება აქვთ ფრანგებს შვედური ოჯახის მიმართ, მაგრამ ფაქტია რომ ქმრებისა და ყოფილი საყვარლების შეერთება ძალიან მოსწონთ. ამას ერთი ახსნა აქვს. იდილიურ ურთიერთობებში წარსულის შემოჭრა მუდამ გარკვეულ სასპენსს, ანუ დაძაბულობას იწვევს. როდესაც წარსულსა და აწმყოს შორის ზღვარი იშლება, ამას მუდამ მოსდევს გარკვეული შედეგები.

მე რომ მთხოვონ, ეს ფილმი დავახასიათო რამდენიმე სიტყვით, ვიტყოდი რომ ეს არის ამბავი ეჭვისა, რომელიც ყველა სხვა გრძნობაზე ძლიერია, მითუმეტეს, როცა ამ ეჭვს საფუძველი აქვს. ეს არის ამბავი იმისა, რომ როგორც უფსკრული წარსულიც გიყურებს შენ, თუკი შენ მიიხედავ მისკენ. რაც ყველაზე მთავარია, ეს არის ამბავი იმისა, რომ პატიება ყველაფრის შეიძლება, მაგრამ დავიწყება არა. სწორედ ეს არის ყველაფრის თავი და საწყისი. პატიება გათავისუფლებაა, ოღონდ სუბიექტისა და არა ობიექტისა. როდესაც შენ მას პატიობ, შენ თავისუფლდები და არა ის, მაგრამ ყველაფრის ისე გაგრძელება, როგორც მანამდე იყო, არასოდეს გამოდის, თუკი ნამდვილ ამბებთან გვაქვს საქმე.

შემთხვევითი არ არის, რომ ფილმის მოქმედება ზაფხულში ხდება და არც ის, რომ სიუჟეტის ცენტრი აუზია. ეს ყველაფერი სიშიშვლესთან ასოცირდება. ამასთან დაკავშირებით ჩემი ერთი უფროსი მეგობრის სიტყვები მახსენდება. ყველას გვაცვია სხეულზე რაღაც, სიშიშვლეს კი ვერცერთი ვმალავთ. ეს სიშიშვლე რა თქმა უნდა გრძნობების სიშიშვლესაც გულისხმობს და მათ შორის დაუფარავი ეჭვისასაც. ეჭვი ადამიანის ნატურას დესტრუქციისკენ უბიძგებს. ეჭვი ჭამს ყველა სხვა გრძნობას და აიძულებს ადამიანს ისეთი რამ ჩაიდინოს, რასაც საღ გონებაზე არასოდეს იზამდა.

ეს ფილმი ერთგვარი დანის პირზე სიარულია, რომელზეც ადრე თუ გვიან აუცილებლად დაგიცდება ფეხი. ყველა პერსონაჟი თავისივე თავში იხარშება და საკუთარივე თავის მსხვერპლია. კიდევ ერთი რამ, რაც ამ ფილმს სხვებისგან გამოარჩევს არის ის, რომ მომხდარი კატასტროფის წინაშე, საშიში აღარაფერია. ყველაფერი მანამდეა ტანჯვა, სანამ კულმინაციურ წერტილს არ მიაღწევს. ქარიშხლის შემდეგ ჩამომდგარი სიჩუმის ანალოგია ფილმის ფინალი, რომელიც აბსოლუტურად ლოგიკურად მიყვება მოვლენების ჯაჭვს. ეს არის ამბავი იმისა, რომ ადამიანის ცხოვრებაში მომხდარი ზოგიერთი, ერთი შეხედვით ჩვეულებრივი მოვლენა, ან აუზში ცურვასავით ჰარმონიულია ან აუზის ფსკერზე ამოაყოფინებს ხოლმე თავს, ამ ადამიანს. რა თქმა უნდა ეს მხოლოდ მას არ ეხება ვინც ნამდვილად აუზის ფსკერზე აღმოჩნდა…

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

%d bloggers like this: