შიგთავსზე გადასვლა

თეთრი ვეშაპის ამბავი

მობი დიკი ტომი I / ჰერმან მელვილი

ხშირად გამიგონია ჩემი უფროსი კოლეგებისგან და რიგითი კარგი მკითხველებისგან შეკითხვა, რატომ აღარ კითხულობენ დღეს “მობი დიკს” იმიტომ, რომ დიდია? რატომღაც მე თავზეხელაღებული აღმოვჩნდი და მაინცდამაინც ამ წიგნს შევეჭიდე. ეს მანამდე იყო, სანამ უნივერსიტეტში მომთხოვდნენ მის წაკითხვას.

ასევე “მობი დიკი” მოჰყავთ ხოლმე მაგალითად, როდესაც ფემინისტური მიდრეკილებების მქონე ადამიანები წამოაყენებენ ხოლმე ყოვლად უბადრუკ პრეტენზიას, რომ თუ რომანში ორი ქალის დამოუკიდებელი დიალოგი მინიმუმ ორჯერ არ არის გამოყენებული, ეს ნაწარმოები თავისთავად შეიძლება ჩაითვალოს სექსისტურად.

ფემინისტების ამბები იქით იყოს და პიკოდზე საერთოდ არ არიან ქალები. მიუხედავად ამისა, თეთრი ვეშაპი, ანუ “მობი დიკი” ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი ნაწარმოებია, ამერიკულ ლიტერატურაში.

მოგეხსენებათ, ისმაელი ბიბლიური წარმოშობის სახელია, ამიტომ როდესაც ნარატორი ანუ მთხრობელი ამბობს დამიძახეთ ისმაელი, ეს თავისთავად მიანიშნებს გარკვეულ ბიბლიურ ქვეტექსტს. თავად ისმაელს როგორც პერსონაჟს რაც შეეხება, მის ამოსაცნობად საჭიროა ვიცოდეთ, რომ იმ პერიოდისთვის ბორტზე ასვლა და ღია ზღვაში გასვლა სუიციდის აქტს უტოლდება. ითვლება, რომ ზღვაში გასული ადამიანი ხმელეთისთვის დაკარგულია, ისმაელი ასე თვლის და მაინც მიდის ბორტზე, რაც თვითმკვლელობად შეიძლება შეფასდეს.

აჰაბის პერსონაჟი ანტიკური და თანამედროვე სამყაროს შერწყმის ნათელი მაგალითია. აჰაბს ხშირად მკვლევარები ოიდიპოსსაც ადარებენ. აქ უნდა ვიცოდეთ რომ ბერძნულიდან ოიდიპუსი ითარგმნება როგორც ფეხებდასივებული, ის ვინც სწორად ვერასოდეს გაივლის, როგორც პირდაპირი მნიშვნელობით ისე საზოგადოდ, ცხოვრებისეულად. აჰაბს სჯერა მეცნიერების, თუმცა ვერ გრძნობს ადამიანის ცოდნის ლიმიტებს. თუნდაც ის, რომ მას არ შეუძლია გაზომოს ნათლად მოწმობს იმას, რომ სადღაც ადამიანის შესაძლებლობებს ყოველთვის აქვს საზღვარი, თუმცა აჰაბი ამას უგულებელყოფს და მისი ობსესიური დამოკიდებულების მიზეზიც მობი დიკთან სწორედ ეს არის. მობი დიკი აჰაბისთვის ერთგვარი ჭიდილია ბუნებასთან, რომელსაც ის არ ეპუება და ცდილობს ცოდნით დაუპირისპირდეს, მაგრამ ბუნების ზოგიერთი მოვლენა ამოუხსნელია ისევე როგორც ღმერთის ქმედება და ისევე როგორც მობი დიკის ფენომენი, როგორც თეთრი ვეშაპისა. ის რომ მობი დიკი თეთრია (და არა ალბინოსი) თავიდანვე მიანიშნებს მის უჩვეულობაზე.

პრინციპში, აჰაბის გემზე რაც ხდება ადრეც შეგვხვედრია ლიტერატურაში, ჩვენ ხშირად ვხვდებით ნაცნობ სახეებს სხვადასხვა რომანში, მაგრამ ამ რომანის განსაკუთრებულობა იმაშია, რომ მთელი ეს სახეები ერთად არის თავმოყრილი და მათი ურთიერთქმედება საკმაოდ საინტერესოა. ის, რაც აჰაბის გემზე მოხდა, კიდევ ერთხელ ამტკიცებს, რომ არსებობს ბუნების ისეთი,შეუსწავლელი მხარეები, რომლებსაც ადამიანის თუნდაც ზღვა მეცნიერული ცოდნა არ კმარა მასთან საბრძოლველად. ყველა ვინც აჰაბის მიმართ რწმენითი კატეგორიის მიმართებაში იყო და სწამდათ იმის, რასაც ის ქადაგებდა დაიღუპა სწორედ იმ იდეის სახელით, რომელიც დასაწყისშივე დასაღუპად იყო განწირული.

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

%d bloggers like this: