შიგთავსზე გადასვლა

ველოსიპედის ქურდები-ვიტორიო დე სიკა

【FREE~DOWNLOAD】 [HD] Bicycle Thieves (1948) 【FULL MOVIE】 #DOWNLOAD #WATCH #FULL #MOVIE #ONLINE #STREAMING #STREAM

იტალიური ნეორეალიზმის მოყვარულებს აუცილებლად გაგონილი გექნებათ ვიტორიო დე სიკას სახელი. მისი ცნობილი ფილმი “ველოსიპედის ქურდები” მოგვითხრობს ამბავს ომის შემდგომ რომზე სადაც მთავარ პერსონაჟს, ანტონიო რიჩის ველოსიპედს პარავენ. ეს ველოსიპედი ანტონიოს ოჯახის მარჩენალია, მხოლოდ ამ ველოსიპედის მეშვეობით შეუძლია ანტონიოს ძლივს ნაშოვნი სამუშაოს შესრულება. მთელი ფილმის მანძილზე ჩვენ ვხედავთ როგორ ეძებენ ის და მისი შვილი ბრუნო მოპარულ ველოსიპედს.

დე სიკას კრიტიკის ქარცეცხლში ხვდება მატერიალურად და მორალურად გაბანკროტებული საზოგადოება. პოლიცია, რომელიც თავის მოვალეობას გულგრილად ეკიდება და არ ასრულებს. როდესაც ანტონიო განყოფილებაში მიდის რომ ქურდობის შესახებ განაცხადოს, მას ეუბნებიან წადი და შენი ველოსიპედი თვითონ მოძებნეო. ამ ფილმში არ არის გამოყენებული ევროპული კინოსათვის დამახასიათებელი რთული სიუჟეტური გადასვლები. ვინც ევროპული კინოენის მოყვარულია და გარკვეულწილად ესმის განსხვავება ჰოლივუდურ და ევროპულ კინოენას შორის, აუცილებლად დაინახავს ამ ფილმის მსგავსებას ჰოლივუდურ კინოსთან თუმცა, რა თქმა უნდა, განსხვავებებიც არის.

ანტონიოს რომ მივუბრუნდეთ, რომელიც თავის შვილთან ერთად მარტო დარჩა დახმარების გარეშე, სწორედ ეს არის რეჟისორის მთავარი მიზანიც, რომ პერსონაჟი აბსოლუტურად მარტო დატოვოს განსაცდელთან. ველოსიპედი, რომელიც ანტონიოს მოპარეს მისი ეკონომიკური პრობლემების მოგვარების ერთადერთი საშუალებაა, ამიტომ ეს მხოლოდ ველოსიპედი არ არის.

ძიების პროცესში, ჩვენ ვხედავთ როგორ ნაბიჯ-ნაბიჯ ვარდება პერსონაჟი სასოწარკვეთილებაში და ამის ფონზე რეჟისორი გვიჩვენებს სცენას, როდესაც ანტონიო და ბრუნო საჭმელად შედიან ერთ-ერთ დაწესებულებაში და მათი მოცარელას ბუტერბროდის პარალელურად გვერდით მაგიდასთან ვხედავთ ადამიანთა ჯგუფს, რომლებიც დემონსტრაციულად ილუკმებიან. ჯერ მთავარ კერძს ჭამენ, შემდეგ კი დესერტს. დაახლოებით ისეთივე მიმართებაა ამ ორ კადრს შორის, როგორც რუსულ ფრაზაში одним всё другим нечего.

დე სიკა ძალიან მარტივი ენით ცდილობს აჩვენოს რამდენად განსხვავებულია საზოგადოების ეს ორი ფენა. ანტონიო თავისი მაღალი მორალური სტანდარტით და დაბალი ეკონომიკური საფეხურით და ისინი ვისაც კარგი შემოსავალი აქვს. ანტონიოს სიტყვებით რომ ვთქვათ, მაშინდელ რომში მინიმუმ მილიონი ლირა უნდა გქონოდა რომ მათსავით გეცხოვრა, მაგრამ მორალური სტანდარტისგან დაცილებულნი არიან.

სცენა ეკლესიაში, როდესაც ანტონიო როგორც იქნა მიაგნებს მოხუცს, რომელსაც შეუძლია დაეხმაროს მას მაგრამ მოხუცი სასტიკ უარზეა. ეს სცენა თუ გახსოვთ, გემახსოვრებათ როგორ ამუნათებენ პერსონაჟს იმის გამო რომ ეკლესიაში არეულობა მოაწყო და წირვის ჩატარებას ხელს უშლის. ნაცვლად იმისა რომ დაეხმარონ მას, მხოლოდ იმაზე ზრუნავენ რომ საეკლესიო წესი არ დაირღვეს. ეს რომ სხვაგან მომხდარიყო გასაგები იქნებოდა, მაგრამ ეკლესიაშიც კი სასოწარკვეთილი ადამიანის მიმართ საზოგადოება, რომელიც თავს მრევლს უწოდებს, ემპათიას არ იჩენს.

ის გაუსაძლისი სასოწარკვეთა, რომელშიც პერსონაჟი ვარდება ადამიანს ყველაფრისკენ უბიძგებს. მათ შორის ისეთი რამისკენაც, რაც მანამდე ვერ წარმოედგინა. გარემოსგან დისტანცირებული, გამწარებული ადამიანი, რაც უნდა მაღალი მორალური სტანდარტი ჰქონდეს ადრე თუ გვიან სწორედ ისევე იქცევა, როგორც მას მოექცნენ. ერთი განსხვავება ისაა, რომ ასეთი ადამიანების ბამბაც ჩხრიალებს და რაც ყველაზე მთავარია სინდისის ქენჯნას ვერ გაურბიან და ამით განსხვავდებიან დანარჩენებისგან.

ჰოლივუდური კინოსგან განსხვავებით, აქ კლასიკური ჰეფი ენდი არ იქნება. ამ ფილმში ადამიანის სასოწარკვეთილება მაქსიმალურ საზღვარს მიაღწევს. სწორედ დასასრული განასხვავებს კლასიკური ჰოლივუდური ქარგისგან ამ ფილმს, რომელშიც რეჟისორი მარტივად რომ ვთქვათ, უხეშად გვაჩვენებს მორალურად გაბანკროტებული საზოგადოების პიროვნებაზე ზემოქმედებას.

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

%d bloggers like this: