შიგთავსზე გადასვლა

ყველაფერი დედაჩემის შესახებ

#Almodovar #Behance #cinema poster #design #Madre #mi #Pedro #poster #sobre #Todo Poster Design | Todo Sobre Mi Madre, Pedro Almodóvar on Behance Poster Design | Todo Sobre Mi Madre, Pedro Almodóvar on Behance

თუ კინომოყვარული ხარ და ეკრანზე ჩნდება წარწერა un film de Almodovar შენ უკვე იცი რასაც უნდა ელოდო, მაგრამ ის მაინც მუდამ ახერხებს ისეთი კუთხით დაგანახოს სამყარო, როგორზეც აქამდე არ გიფიქრია. პედრო იმ იშვიათ რეჟისორთაგანია, რომელიც მთლიანად საკუთარ ემპირიულ გამოცდილებებსა და შთაბეჭდილებებზე დაყრდნობილი შემოქმედება აქვს.

პირველი რაც ყველაზე მეტად თვალში მოსახვედრია, მის ფილმებში ვერასოდეს ნახავთ კლასიკურად ფემინური სილამაზის მქონე ქალებს. (თუ პენელოპა კრუსს არ ჩავთვლით) მისი ქალები მუდამ გამოირჩევიან სწორედ იმით, რომ მათი პორტრეტი არასოდეს დაგავიწყდება და ყოველ მათგანში არის რაღაც მასკულინური. დედის ხატი მუდმივად რეფრენად გასდევს ალმოდოვარის შემოქმედებას. კონკრეტულად ამ ფილმში კი ხაზგასმით არის დედის ხატი გამოკვეთილი. მიუხედავად იმისა, რომ პედრო ქალების გარემოცვაში გაიზარდა და ფილმის მიძღვნაშიც პირდაპირ მოიხსენიებს დედამისს. მანუელას კონკრეტულად რეჟისორის დედასთან საერთო არაფერი აქვს. ის კადრი, როდესაც მანუელა საკუთარი შვილის სხეულთან იჩოქებს და ტირის, პირდაპირი ალუზიაა ბიბლიიდან. ქრისტეს დატირება მარიამ ღვთისმშობლის მიერ. ფილმში ნაჩვენებია, რომ შვილმკვდარი დედის გზა მთლიანად მსხვერპლზე გადის. ის გზა რომელსაც მანუელა საკუთარი შვილის მამის მოსაძებნად გაივლის მთლიანად ესტებანს (ასე ჰქვია მის შვილს) უკავშირდება. ესტებანი წერდა, რომ დედამისის ფოტოებს, ერთი ნაწილი ყოველთვის ჩამოჭრილი აქვს და სწორედ ეს ნაწილი აკლია მის ცხოვრებასაც.

აქ მივადექით მთავარ საკითხს, რომელიც აშკარად ბიოგრაფიული ელემენტია. მამის ძიება, ისევე როგორც ესტებანისთვის პედროსთვისაც მნიშვნელოვანი იყო. როგორც ესტებანი წერს, ბიჭებს რომლებიც მხოლოდ დედებთან იზრდებიან, სახის განსაკუთრებული გამომეტყველება აქვთ, ისინი ხშირ შემთხვევაში ან ინტელექტუალები ან მწერლები არიან.

ფილმის განმავლობაში, მანუელა სხვადასხვა ტიპის ქალებს ხვდება. პირველი უმა როხოა, მსახიობი რომლისთვისაც ესტებანს ავტოგრაფი უნდა გამოერთმია, სწორედ მაშინ, როდესაც ავარიამ იმსხვერპლა. ის ტენესი უილიამსის პიესაში, “ტრამვაი სახელად სურვილი” ბლანშ დიბუას როლს თამაშობს. ვისაც ეს პიესა გახსოვთ გემახსოვრებათ ბლანშის პერსონაჟი. მანიებით შეპყრობილი ქალი რომელსაც უმართავი სექსუალური ენერგია აქვს, ამავდროულად მისი ერთადერთი მისწრაფება ის არის, რომ მოძებნოს ადგილი სადაც მარტოობისთვის თავის დაღწევას შეძლებს. ჩემი აზრით უმაში რეჟისორმა სწორედ ბლანშ დიბუას პერსონაჟის ელემენტები ჩადო. მისი დამოკიდებულება საკუთარი ცხოვრებისა და ნარკომანი საყვარლის ნინას მიმართ სწორედ ამას მიუთითებს.

მეორე და ძალიან მნიშვნელოვანი პერსონაჟია სიხარული. ტრანსსექსუალი მეძავი, რომელსაც სურს რომ ნამდვილი ქალი გახდეს. სიხარული ძალიან ამაყი და ძლიერი ქალია და მისი მოჩვენებითი სისულელის უკან ბევრი ღირსება იმალება. ეს იმ ტიპის ადამიანია რომლებიც შეიძლება თვითონ საზოგადოების ძირში არიან მაგრამ მათი მთავარი დანიშნულება სხვებისთვის ცხოვრების გამარტივებაა. სწორედ ამიტომ ძალიან გასაგებია, რატომ გააცნო უმასნაირ ქალს მანუელამ სიხარული.

როსა ოცდაექვსი წლის მონაზონია, რომელსაც დედასთან ცუდი ურთიერთობა აქვს აქ რეჟისორს რელიგიის როგორც თავშესაფარის თემა შემოაქვს. როსას მამას ალცჰაიმერი აქვს და ამიტომ რეალობისგან მთლიანად მოწყვეტილია, რაც გოგონას მიუსადრობის განცდას უჩენს. როსას დედა კლასიკური ცუდი დედის მაგალითია, რომელსაც ნაკლები მგრძნობელობა და შვილთან კომუნიკაციის არარსებობა გამოარჩევს ისეთი დედებისგან, როგორიც მაგალითად მანუელაა. როსას შემთხვევაშიც დედისა და მამის ფენომენი გადამწყვეტია. ის რელიგიაში ეძებს თავშესაფარს თუმცა მალე ხვდება რომ ეს გამოსავალი არ არის. საქმე ის არის, რომ პედრო ალმოდოვარი სოფელში გაიზარდა, სადაც ტრადიციები ყოველდღიურობის განუყოფელი ნაწილი იყო. ის სწავლობდა კათოლიკურ სასწავლებელში და შესაბამისად კარგად იცნობს ამ რელიგიის ფუნდამენტურ საწყისებს. აქედან გამომდინარე ის არასოდეს შედის რელიგიის კრიტიკულ ანალიზში თუმცა როსას სახით აჩვენებს რელიგიური და საერო პარადიგმების სიმბიოზს.

როსას პრობლემა იმაშია, რომ ის სწორედ ესტებანის მამისგანაა ორსულად, რომელმაც ამავდროულად შიდსიც გადასდო მას. ახლა მანუელას ორმაგი მოტივაცია აქვს რომ უფროსი ესტებანი ( მისი და როსას შვილების მამა) იპოვოს. როდესაც საბოლოოდ ეს მოხდება ალმოდოვარის გადამწყვეტი კოზირიც თამაშდება. უფროსი ესტებანი რომელსაც ახლა ლოლა ჰქვია გარეგნული მახასიათებლებით ქალია. აქ ისმის შეკითხვა, როდესაც ადამიანი მამას ეძებს, ისე ხომ არ არის რომ მასშიც დედის ნაწილს პოულობს? ვფიქრობ აქ რეჟისორი ქალური საწყისების დომინირებას უსვამს ხაზს.

შეიძლება უცნაურად მოგეჩვენოთ, მაგრამ ნებისმიერი მედიცინის მეცნიერებებში ჩახედული ადამიანი დამეთანხმება, რომ ყველა ჩანასახი განვითარების პირველ საფეხურებზე მდედრობითია. მხოლოდ შემდგომ ქრომოსომათა გადანაწილების შედეგად ყალიბდება მამამრობითად ან რჩება ის რაც არის. ამიტომაა, რომ მდედრობითი ახალშობილები მეტად ბრძოლისუნარიანები არიან ხოლმე.

მე ეჭვი მჭამს, რომ პედრომ ეს საკითხი არა მხოლოდ მორალურ სოციალური კუთხით, არამედ ბიოლოგიურ დონეზეც მშვენივრად იცის. ყოველშემთხვევაში, ამ ფილმში ქალური საწყისების დომინირებას აშკარად გარკვევით უსვამს ხაზს.

ეს კაცი ჩემი საყვარელი რეჟისორების სიაში ყოველთვის სათავეში იდგა. თავისი დასამახსოვრებელი სახეებითა და ამბებით, ერთდროულად ნათელი და სევდიანი ფერებით და საუნდტრეკებით, რომლებიც არასოდეს აგერევა სხვაში.

tajabone Ismael Lo

ეძღვნება ბეტ დევისს, ჯინა როულანდს, რომი შნაიდერს…
ყველა მსახიობს რომლებიც მსახიობებს თამაშობენ,
ყველა ქალს რომელიც თამაშობს, ყველა მამაკაცს რომლებიც თამაშობენ და ქალები ხდებიან… ყველას, ვისაც უნდა რომ დედა გახდეს, ჩემს დედას

პედრო ალმოდოვარი

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

%d bloggers like this: