შიგთავსზე გადასვლა

ანტონიონის”ღამე” ეროსი და თანატოსი

La notte (1961) | The Criterion Collection

დღეს მთელი დღე წვიმდა და როცა წვიმს წიგნის წაკითხვა ან ფილმის ყურება საუკეთესო გამოსავალია. თანაც ვისაც იტალიური კინო გიტაცებთ არ შეიძლება მიქელანჯელო ანტონიონის არ იცნობდეთ. ღამე (la notte) 1961 წელს გადაღებული ფილმია. სიუჟეტის ცენტრში მწერალი ჯოვანი პონტანო (მარჩელო მასტროიანი) და მისი ცოლი ლიდია(ჟანა მორო) არიან. დასაწყისშივე, ანტონიონის სიკვდილის გარემოება შემოაქვს მათი მეგობრის ტომაზოს სახით, რომელიც სასიკვდილოდ არის განწირული. ფილმში ასევე წამოწეულია ფემინისტური ნარატივიც რაც კარგად ჩანს როდესაც ლიდია მარტო მიდის სასეირნოდ და ახალგაზრდების მუშტი-კრივს წააწყდება, რომელსაც შეაჩერებს. ამ დროს თითქოს ლოგიკურია, რომ მამაკაცები მას უნდა გაეკიდონ და ავნონ, მაგრამ ეს ასე არ ხდება. მამაკაცთა ეგოს ძალადობრივი ნაწილი დათრგუნულია.

ლიდია საკმაოდ ძლიერი ქალია, იმ ფონზე როდესაც ჯოვანის შემოქმედებითი კრიზისი აქვს, ის ერთი შეხედვით მშვიდად ხვდება ქმრის ფლირტს ვალენტინა გერარდინისთან,(მონიკა ვიტი) ახალგაზრდა ქალთან რომლის სახლშიც ცოლ-ქმარი აღმოჩნდება წვეულებაზე. ამ სიმშვიდის უკან იმალება სწორედ ერთ-ერთი მთავარი ბინალური ოპოზიციების საკითხი, რომელსაც ანტონიონი წინა პლანზე წამოსწევს. სწორედ მაშინ, როდესაც ჯოვანისა და ვალენტინას ფლირტის სცენას ლიდია თვალს ადევნებს, ის შეიტყობს ტომაზოს გარდაცვალების შესახებ. როდესაც ვალენტინა ამბობს, რომ მას არ უნდა ცოლიან კაცთან ურთიერთობა და ჯოვანის ცოლთან დაბრუნებას ურჩევს, ის ეუბნება რომ თავად ცოლმა გამოგზავნა მასთან. თუ ლიდიას ქმედებას დავაკვირდებით დავინახავთ, რომ ხელის არშეშლით ის ასე-თუ ისე უბიძგებს კიდეც ჯოვანის ვალენტინასკენ.

ფილმში ბევრი საკითხია წამოწეული, მათ შორის მოდერნიზმის ეპოქაში გადასვლასთან დაკავშირებული სოციალური ოპოზიციებიც, მაგრამ ამ შემთხვევაში, მე ყურადღებას ამაზე არ გავამახვილებ იმდენად, რამდენადაც ეროსისა და თანატოსის მუდმივ ჭიდილზე, რომელიც ამ ფილმშიც ძალიან კარგად ჩანს. ლიდიას ბოლო საუბრიდან ქმართან იკვეთება, რომ მათ აწ გარდაცვლილ მეგობარ ტომაზოს ლიდია ძალიან უყვარდა, მაგრამ როგორც ქალებს ჩვევიათ ხოლმე, როცა მამაკაცს ძალიან უყვარს, ლიდიამ ეს სისუსტედ ჩაუთვალა მას და ამიტომ ამჯობინა ჯოვანი. ფილმის ყურებისას, ამ მომენტიდან თითქოს რეტროსპეტიულ გადახვევას იწყებ უკან და ხედავ ლიდიას პერსონაჟს რომელიც განიცდის ტომაზოს ამბავს და ამ განცდაში სწორედ ის ყოყმანი იკითხება, როცა არ იცი შენი არჩევანი სწორია თუ არა.

რასაკვირველია გარკვეულ მომენტში, ეროსი ყველა დანარჩენს სძლევს, მაგრამ ლიდიასვე სიტყვებით რომ ვთქვათ, ახალგაზრდები ძალიან სასაცილოები ვართ, რადგან გვგონია, რომ ყველაფერი სამუდამოდ გაგრძელდება. საბოლოოდ მაინც იმარჯვებს სიკვდილი, ანუ თანატოსი რომლის ფართო საზრისიც სიცოცხლის დაკარგვას, ცვეთას, ემოციური ინტენსივობის დაწევას და ბოლოს გაქრობას გულისხმობს. სწორედ ამ ორის, ეროსისა და თანატოსის შეჯახების მაგალითია ეს ბოლო დიალოგი, როდესაც ჯოვანი ცდილობს დაარწმუნოს ლიდია რომ არაფერი არ მომკვდარა და ჯერ ისევ არსებობს შანსი.

ფინალური სცენიდან გამომდინარე, ძნელია ერთი აბსოლუტური ჭეშმარიტების გამოყვანა, მაგრამ მგონია, რომ სანამ ადამიანი ცოცხალია ეს ბინალური ოპოზიციებიც ცოცხალია და მუდმივად ებრძვის ერთმანეთს. ამ შემთხვევაში ეროსის იდეამ გაიმარჯვა, რომელიც თავისთავად სასიცოცხლო ენერგიასაც გულისხმობს, მაგრამ ადამიანები, ვიდრე ცოცხლები ვართ მუდამ არჩევანს ვაკეთებთ ძველ და ახალ ეთიკურ ღირებულებებს, შინაგან და გარეგან სამყაროს, წარსულსა და მომავალს, სიკვდილსა და სიცოცხლეს შორის.

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

%d bloggers like this: