შიგთავსზე გადასვლა

ჰაუს!…ჰოლმს!

Médicos en torno a Sherlock Holmes | Laboratorio del Lenguaje

არსებობენ ისეთი ლიტერატურული სახეები, რომლებიც შემდგომ ლეგენდები ხდებიან და სხვადასხვა ხელოვნების სფეროში აისახებიან ხოლმე. კონან დოილის შერლოკ ჰოლმსი დეტექტივისტიკის ყველაზე უფრო ფართოდ გავრცელებული მხატვრული სახეა. როცა ინგლისელმა კათოლიკე მღვდელმა, როლანდ ნოქსმა დეტექტივისტიკის ათი მცნება გამოაქვეყნა, იქ ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნა სწორედ ის იყო, რომ დეტექტიური რომანის მთავარი გმირი არ შეიძლებოდა დამნაშავე ყოფილიყო. მთავარი გმირი ყოველთვის გამომძიებელია. რასაკვირველია არსებობს ისეთი დეტექტივებიც, რომლებშიც ეს პუნქტი დარღვეულია და ჩვენ მას ჯერ კიდევ ძველი ბერძნული კულტურიდან ოიდიპოსის სახელით ვიცნობთ, მაგრამ როლანდ ნოქსს თუ დავეყრდნობით, შერლოკ ჰოლმსის თავგადასავალი ამ მხრივ სრულიად გამართული დეტექტივია.

ჰოლმსის მთავარი ატრიბუტები ჩიბუხი, კუბოკრული ინგლისური შლაპა, ოპიუმი და უოტსონია. უოტსონი ატრიბუტებში რატომ გავიყვანე ალბათ მიხვდებით. ლიტერატურაში ცნობილ წყვილებს შორის, როგორებოც ვოლანდი და აზაზელო, დონ კიხოტე და სანჩო პანსა, ფაუსტი და მეფისტოფელი არიან ერთ-ერთი ყველაზე დასამახსოვრებელია ასევე ჰოლმსისა და უოტსონის წყვილიც.

გამოძიების გარდა, ცალკე რომანი ჩემი აზრით სწორედ ამ ორი კაცის ურთიერთობაზე დაიწერებოდა. ეს რაღაც განსაკუთრებულია რასაც თან სდევს ადამიანით აღფრთოვანება და ამავდროულად ჰოლმსის ჯადოსნური უნარი მუდმივად ხაზი გაუსვას საკუთარ განსაკუთრებულობას უოტსონის გაოგნების ხარჯზე. ეს ორი ერთმანეთზე დამოკიდებული სუბიექტია.

ჰოლმსის მთავარი იარაღი, დაკვირვებული თვალია, რომელსაც არასოდეს არაფერი გამოეპარება ის მოქმედებს დედუქციის მეთოდით, რომელიც გულისხმობს დასკვნას ზოგადიდან კერძოს გამოყვანის მეშვეობით. მოკლედ ჰოლმსის მთავარი ზემოქმედების იარაღია ჯერ ერთი შეხედვით არსაიდან მოტანილი ჰიპოთეზა გამოთქვას და შემდეგ ახსნას როგორ მივიდა ამ დასკვნამდე და არც ერთხელ არ შეშლია ჯერჯერობით 🙂

მე არ მეგულება ადამიანი, ვისაც დეტექტივი უყვარს და შერლოკს არ იცნობს. მეტიც, პირადად მე, შერლოკმა შემაყვარა დეტექტივი, თუმცა ძალიან მაღალი თამასაც დამიდო, რადგან იმ სიამოვნების შემდეგ რასაც შერლოკ ჰოლმსი იძლევა, ძნელია ნებისმიერი ტიპის დეტექტივით დაინტერესდე. რაც შეეხება ადაპტაციებს. გარდა იმისა, რომ არსებობს ცნობილი შერლოკი, ბენედიქტ კამბერბეტჩის მონაწილეობით, ასევე ელემენტარული, რომელშიც უოტსონი ქალია და მის როლს ლუსი ლუ ასრულებს. მე ჩემს საყვარელ ჰოლმსზე დოქტორ გრეგორი ჰაუსზე გეტყვით. ეს გახლავთ აბსოლუტურად განსაკუთრებული, სამედიცინო ხასიათის შერლოკი, რომელსაც ყველა ის თვისება რაც კონან დოილის შერლოკს აქვს: ირონია, სკეპტიციზმი, დედუქციის უნარი, კერძო ინიციატივით მოქმედება და სკოტლანდ იარდის (რომელიც ამ შემთხვევაში საავადმყოფოს მთავარი ექიმი ლიზა კადია) სისხლის გაშრობა დაცინვა და წესების დარღვევა… მოკლედ ყველა ეს ღირსშესანიშნავი თვისება გაათკეცებული აქვს, ამავდროულად მისი ჩიბუხი ხელჯოხითაა ჩანაცვლებული, რომელსაც კუნთის ინფარქტის გამო იყენებს ისევე როგორც ვიკოდინს,რომელიც ნარკოტიკული ზემოქმედების საშუალებით ტკივილებს უყუჩებს. უოტსონი და უილსონი რომ არ უნდა დაგვავიწყდეს გასაგებია. მოკლედ ადაპტაციაში აბსოლუტურად ყველა დეტალი გათვალისწინებულია. ინიციალების დამთხვევით დაწყებული ჰაუსის სახლის მისამართით დამთავრებული. კიდევ ერთი დეტალი თუ შერლოკ ჰოლმსის ყველა მოთხრობა წაკითხული გაქვთ, უნდა გახსოვდეთ, რომ კონან დოილმა შერლოკი მოკლა, მაგრამ ამას ისეთი ამბები მოყვა, მერე არ ვიცი როგორ შეძლო, მაგრამ ძალიან ლოგიკურად გადაარჩინა. ახლა შევხედოთ ექიმი ჰაუსის მერვე სეზონის ბოლო სერიას. მიუხედავად იმისა, რომ ცხრაასჯერ მაინც მაქვს ნანახი მაინც მუდამ მეტირება იმ მომენტზე, როდესაც ჰაუსი კვდება და ბოლოს მის პანაშვიდზე მისულ უილსონს უგზავნის რასაკვირველია დამცინავ და საღადაო შეტყობინებას რითაც ის ატყობინებს რომ ცოცხალია. ეს გახლავთ ჩემი ზრით შერლოკ ჰოლმსის უმაგრესი გამეორება. მიუხედავად იმისა, რომ იცი, გრაფი მონტე კრისტოსი არ იყოს, რომელსაც ბევრი გადამღერება აქვს, ჰაუსიც ჰოლმსის ანალოგია, ორივე აბსოლუტურად გენიალურია იმით, რომ დამოუკიდებლად განაგრძობენ არსებობას და მე პირადად ბევრი მოწყენილი და უინტერესო დღე გადამატანინეს, მათ შორის ამ ჟამიანობის დროსაც.

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

%d bloggers like this: