შიგთავსზე გადასვლა

გურული დღიურები

გურული დღიურები - ვიკიპედია

გურულები ბევრი რამით გამოირჩევიან. ჯერ ერთი ყველაზე პატარა მხარეა, მერე ძალიან მკვირცხლები და რომ იტყვიან მოსწრებულები არიან. იუმორზე ხომ აღარაფერს ვამბობ. ალბათ საქართველოში ყველა მხარე იმდენად თავისებური და თვითმყოფადია, რომ ყველა მხარეზე შეიძლება დაიწეროს ისეთი დღიურები, გიორგი კეკელიძემ რომ დაწერა.

სხვათა შორის, როცა ამ წიგნს ვკითხულობდი, იმერული ესკიზები გამახსენდა. ის სცენა ბებია მარიამი თან მკვდარს რომ დასტირის და თან საოჯახო მეურნეობის ანგარიშს იბარებს თავისი შვილიშვილისგან. მოკლედ ეს წიგნი გურული ესკიზებია თანაც ნამდვილი.

რაღა დატირებიდან დავიწყე, მაგრამ რადგან შინაარსს ვერ გადმოგცემთ ერთ ეპიზოდს მოგიყვებით, გურული რომ პანაშვიდზე შესვლამდე რაღაცას ქოთქოთობს, ლაპარაკობს და ეზოში შედგამს ფეხს თუ არა ტირილში წამოაყოლებს, მარაზილკა არ უვარგა მაგ მაცივარს კარაქს სუნი აქ ორ დღეშიო მოკლედ ასეთი კურიოზების მეტი რა არის გურულ ტირილში. ეს ერთგვარი თეატრალური წარმოდგენაც კი არის. ზოგადად გურულების ტრადიციებზე გიორგი ბევრს ყვება და ეს თქვენთვითონ უნდა წაიკითხოთ, დედას ვფიცავარ, ბევრს იცინებთ.

არ ვიცი სხვები ამბობენ თუ მე, მაგრამ სადაც ბევრი სიცილია იქ სევდაც აუცილებლად არის ხოლმე. მე და გიორგის, ერთი რამ გვაერთიანებს, მე განსაკუთრებით მიყვარს ბაბუა, გიორგისავით. მისი ბაბუა, რომელმაც ამბებისა და თავისებური ზღაპრების მოყოლა იცოდა, თითქოს ცოცხლად დავინახე და მაშინვე შემიყვარდა. წარმოვიდგინე, როგორ სხედან გიორგი და ბაბუა და ჯერ ნაკვერჩხალს უყურებენ, მერე ცას.. გიორგი მომავალზე ოცნებობს, ბაბუა წარსულზე.

ეს ყველაზე ადამიანური ამბებია, რაც შეიძლება ადამიანმა მოყვეს… როგორც გიორგი წერს, ზოგიერთი ამბავი მოყოლით არ გამოდის, იმიტომ, რომ ისინი იმდენად ჩვეულებრივია, რომ მხოლოდ შენთვის არის არაჩვეულებრივი. ყველაზე ტკბილი და ძვირფასი ალბათ სწორედ ასეთი ამბებია.

ამ წიგნში, ერთი ამბავია ლიხაურელ გოგოზე, რომელიც ცხრა აპრილს გარდაიცვალა, რამდენიმე დღით ადრე სურათი გადაუღია და ფოტოგრაფმა ათში დაიბარა და ამ გოგოს უთქვამს ცოტა ადრე გააკეთეო…… სურათი საფლავის ქვაზე..

თუ სოფელი გაქვთ და ამ დღიურებს წაიკითხავთ, არ არსებობს თქვენი სოფლის ხედები და იქაურების ჭირ-ვარამი თვალნათლივ არ გაგახსენდეთ. პირადად მე ამ მხრივ მდიდარი ადამიანი ვარ. ჩემი დიდი ბებიაც მახსოვს, დიდი ბაბუაც ორმოცდათექვსმეტი წლისას რომ წნევამ დაარტყა და მას შემდეგ ბებიას მთავარი საქმე ქმრის მოვლა გახდა. ჩვენები იმერლები არიან ჰოდა, დედაჩემი ხშირად იხსენებს ხოლმე, ბაბუაჩემმა და ჩვენმა ნათესავმა კარგა მაგრად დალიესო, იმ ღამეს ჩვენს უშუალო მეზობელს თავი მოუკლავს და ესენი როგორც მთვრალებს ჩვევიათ როლებში შეჭრილან და ჭირისუფალზე მეტად უტირიათ მკვდარი. მეორე დღეს ბებიამ გააღვიძა ბაბუა და უთხრა გადი ახლა და რავარც გინდა იტირე ის კაცი თუარა იფიქრებენ რომ გუშინ გატრეტილი იყო და იმიტო იტირაო. მოკლედ ასე ატირეს ბაბუაჩემს ორჯერ თავისი მეზობელი, ბენია.

ახლა მთლად გიორგისავით ჩემი ლელიანის დღიურები რომ არ დავწერო, ისევ გურულებს დავუბრუნდეთ. თუკი წაიკითხავთ გურულ დღიურებს და გაიხსენებთ ჩემს სიტყვებს გამიხარდება. ბედნიერებაა, როცა ისეთი ამბები გაქვს მოსაყოლი რომ ფანტაზიაც კი არ გჭირდება, რომ რაღაცით განსაკუთრებული გახადო. გურიაში რომ ნამდვილად ხდება ასეთები,ფაქტია.

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

%d bloggers like this: