შიგთავსზე გადასვლა

ბოლო აღწერა ჩამოფასებამდე 99ფრანკი

5,90 euros (99 francs) 99 francs - Poche - Frédéric Beigbeder - Achat Livre | fnac

როგორც ადრე მოგახსენეთ, პრანჭვა-გრეხის მოყვარული მწერლები არ მიყვარს. ბეგბედერს ამას ვერ დასწამებ. გახსოვთ, თბილისში რომ ჩამოვიდა, ბიბლუსში რა ამბავი ატყდა? გააქციეს საცოდავი კაცი, მაგრამ ამაზე მერე…

ვისაც სარეკლამო და გაყიდვების ბიზნესში მუშაობის გამოცდილება გაქვთ, ჩემსავით, საჯაროდ არა მაგრამ გულში მაინც დამეთანხმებით… რა არის მარკეტინგი? იღებ ერთ ტუალეტის ქაღალდს, რომლის თვითღირებულება ხუთი თეთრია, გადაიღებ ამ ტუალეტის ქაღალდზე ბანძ რეკლამას, რომელიც კაი ფული ჯდება და რომელშიც დიდ ძუძუებიანი დედიკო პატარა მურთაზიკოს ტაკოს წმენდს და ამ დროს მსხვილი ხედით უჩვენებ მურთაზიკოს ბედნიერ სახეს, ისეთს თითქოს ცხოვრებაში ტრაკის გამოწმენდაზე სასიამოვნო პროცესი არ არსებობს და- უალა! ამ ტუალეტის ქაღალდის სამ ლარად გაყიდვას ცდილობ. ყველაზე დიდი უბედურება ის არის, რომ გაყიდი კიდეც… აი მე მაგალითად, მე ერთი ახლობელი მყავს, შოკოლადი ათ ლარზე ნაკლები თუ ღირს წონით, იმას არასოდეს იყიდის. ასეთ ხალხზე წავა ეგ ტუალეტის ქაღალდი რა თქმა უნდა.

ბეგბედერის მარკეტინგის ფილოსოფიას რომ მივყვეთ, ის ამბობს, რომ ადამიანი მთლიანად მომხმარებელია. ის იტაცებს ყველაფერს. მას უნდა უთხრა რა არის სილამაზე და ის სილამაზედ აღიქვამს იმას, რასაც შენ ეუბნები. ამიტომ საჩქაროდ წავა და უკანასკნელ ფულს დახარჯავს იმისთვის, რომ შენი რეკლამის მოდელს დაემსგავსოს. ადამიანებმა არ იციან რა უნდათ, სანამ არ შესთავაზებ.

ასე ღრმად და საფუძვლიანად მწერალს ადამიანებისთვის დაეცინოს მე პირადად ბევრი არ მინახავს. ოღონდ ეს ცუდი კი არა კარგი დაცინვაა. თუ ვინმეს ჰგონია, რომ აქ მხოლოდ სარეკლამო ბიზნესზეა საუბარი, ნურას უკაცრავად. ვინც პროდუქტს გასაყიდად ფუთავს, იმ ფრაზით რომ მომხმარებელი ყოველთვის მართალია ჩვენზე, გავლენას ახდენს და ჩვენ მუდმივად მეტის მოთხოვნილება გვიჩნდება. მაგალითად გლიცერინი კანის უჯრედიდან სითხის გამოდევნას უწყობს ხელს, ამასწინად მოვისმინე ექიმის კომენტარი რომ კოსმეტიკური კომპანიები, რომლებიც ხელის კრემებში გლიცერინს ურევენ, ამით პროდუქტზე დამოკიდებულს გვხდიან რადგან გლიცერინი კანს აშრობს და ჩვენ მეტი და მეტი კრემი გვჭირდება, რომ ხელი დავიტენიანოთ.

რეკლამა ყველგან არის. ბეგბედერის მიხედვით ისიც კი, როგორი უნდა იყოს სიყვარული, ტელევიზორიდან ვიცით. ამიტომ სად გადის ზღვარი ნანახსა და ნამდვილ სიყვარულს შორის,ძნელი სათქმელია. მოკლედ მომხმარებელზე ზემოქმედება და მისი მუდმივ მოთხოვნილებაში ჩაგდება, რეკლამის მთავარი პრინციპია.

ჩემი გამოცდილებით გეტყვით. მე შემიფუთავს პროდუქტი, რომლის თვითღირებულება კი არა საბაზრო ღირებულებაც კი იმაზე სამჯერ ნაკლები იყო, რამდენადაც გამიყიდია. ამაზე რეკლამის მესვეურებს თავისი პასუხი აქვთ- გინდა იყიდი გინდა არა, ყიდულობენ და რა გინდა?ამავდროულად, იგივე მარკეტოლოგები და იგივე რეკლამის სპეციალისტები ქმნიან ყველა პირობას იმისთვის, რომ შენ იფიქრო რომ სამლარიანი ტუალეტის ქაღალდი უკეთ წმენდს ტრაკს ვიდრე ოცთეთრიანი.

ბეგბედერი არ დასცინის მხოლოდ სარეკლამო საზოგადოებას, ბეგბედერი მომხმარებელს დასცინის ოღონდ ეს გაფრთხილების შემცველი დაცინვაა. როცა გრძნობ რომ ოქტავის ნაირი ან კიდევ უარესი ხარ და შენი ყველა ნაბიჯი რეკლამის პროექციაა. როცა ის გაცვია რასაც გეუბნებიან, იმას ჭამ რასაც გეუბნებიან და საერთოდ ის ხარ რასაც გეუბნებიან რომ უნდა იყო, უნდა იცოდე რომ ამაზე ხალხი მუშაობს და შენ ხარ უბრალო რობოტი, რომელიც ამით სხვას ამდიდრებს. შენ შენი არჩევანი არ გაგაჩნია.

რობოტზე გამახსენდა, გახსოვთ ანიმაცია რობოტები? იქ რომ ვილანია, რობოტების გადადნობა და ახალი კორპუსების ჩამოსხმა რომ უნდა, იქ ეს ვილანი ასეთ რამეს ამბობს ჩვენი სლოგანი იქნება “რად ხარ რობოტო მასეთი, მოდი და გახდი ასეთიო” და ასეთ რამეებს დაამატებს, ჩვენ თუ რობოტებს ვეტყვით, ისედაც ლამაზები ხართ, ვინღა იყიდის ჩვენს პროდუქციასო. ასეთი ზუსტი მარკეტინგის აღწერა მულტფილმში როგორ მოხვდა არ ვიცი, მაგრამ ფაქტია რომ მიუხედავად იმისა, რომ ვიცით, ჩვენზე ხალხი ფულს აკეთებს. რატომღაც მაინც რაც ძალი და ღონე გვაქვს გვჯერა და გვწამს, რომ სამლარიანი ტუალეტის ქაღალდი ტრაკს უფრო კარგად წმენდს, ვიდრე ოცთეთრიანი.

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

%d bloggers like this: