შიგთავსზე გადასვლა

დორიან..დორიან…

The Picture Of Dorian Gray

ოსკარ უაილდი ამბობდა, რომ დორიან გრეის სამი პერსონაჟი მისი განსახიერებაა. მხატვარი ბეზილ ჰოლოუორდი არის ის, ვინც მას ჰგონია თავისი თავი. ლორდ ჰენრი უოტონი- ის რასაც ხალხი ფიქრობს მასზე და დორიანი-ის ვისაც ისურვებდა რომ ყოფილიყო ადრე.

საქართველოში დორიან გრეი ძალიან პოპულარული წიგნია. ეს გასაკვირი არ არის. ჯერ ერთი ძალიან მარტივად და გასაგებად იკითხება. ამბის დონეზეც საკმაოდ საინტერესო და უჩვეულო განვითარება აქვს ერთი შეხედვით… მოკლედ ყველაფერი აქვს, რომ ბესტსელერი იყოს.

ლორდ ჰენრი უოტონი და დორიან გრეი ფაუსტის მკითხველებს მაშინვე უნდა გეცნოთ. ეს ზუსტად იგივე წყვილია რაც ფაუსტი და მეფისტოფელი. მარადიული სიჭაბუკის, განჭაბუკების ფენომენი რასაკვირველია პირდაპირ მიანიშნებს ფაუსტის ალუზიაზე. გარდა დროისა ჰენრი უოტონმა დორიანს მისცა ჰედონისტურ სიამეებთან ზიარების საშუალება ისევე როგორც ფაუსტში სწავლული ეზიარა ხორციელ სიამეებს. მოკლედ კავშირი აშკარაა. ამასთან ერთად, ჰენრი უოტონი იმითაც არის საინტერესო, რომ ის დორიანს საკუთარი თავის ალტერნატივად იყენებს. მან დორიანში ჩანერგა ის რაც თავად არ გამოსდის გარკვეული მიზეზების გამო. ამით ჰენრი ცდილობს დორიანი შექმნას ისეთად, როგორად ყოფნაც თავად უნდა და სხვათა შორის, გეგმას გადაჭარბებით ასრულებს.

წიგნში ალუზიები არც ისე ცოტაა. მაგალითად შექსპირის ოფელიას ძალიან მარტივად ამოიცნობთ სიბილ ვეინის სახეში, რომელიც შემდეგ თავს იკლავს.. ახლა ეს გადანაწილება რომ დავწერო უფრო ნათლად და ლაერტის ამბავიც გითხრათ, მერე მეტყვიან გვასპოილერებო, ამიტომ ლაერტი თქვენ თვითონ იპოვეთ. 🙂 ისე კი გეტყვით რომ არის ამ წიგნში ისიც.

“დორიან გრეის პორტრეტის” მთავარი ღირსება იმაში არ არის, რომ დორიანი როგორც ერთი უმანკო ყმაწვილი თავაშვებულობის მორევში ჩაუშვა ლორდ ჰენრიმ. აქ ჩვენ ლიტერატურული სახეები უნდა დავინახოთ. ჩვენ თუ არ ვიცნობთ გოეთეს და გვგონია რომ უაილდი ძალიან ორიგინალური ბიძია იყო უკაცრავად, მაგრამ პირადად მე ვერ დაგეთანხმებით. ლიტერატურული სახეების ამბავში, ნამდვილად არ ყოფილა ნოვატორი. აქ ძალიან ბევრი იყო დამოკიდებული თავად ავტორის ტიპაჟზეც, რადგან როგორც თავად თქვა მისი ლორდ ჰენრისეული თუნდაც ნაწილობრივი არსება თავს იჩენს და აბსოლუტურად შეულამაზებლად გარკვეული ირონიითა და ცინიზმითაც კი გვიყვება ამ ამბავს.

მაგალითისთვის დორიანის ინდულგენცია იმ ათასგვარი ცოდვის ფონზე რასაც ის სჩადის, მისი სილამაზეა. არავის ადარდებს რამდენად გარყვნილი ან სუფთაა ადამიანი. აქ მხოლოდ მისი სილამაზეც საკმარისია რომ ყველაფერი ნებადართული იყოს მისთვის. გავითვალისწინოთ რომ მამაკაცთან მიმართებაში, სიტყვა სილამაზე ყოველდღიურ მეტყველებაში არ გამოიყენება. სიმართლეს ვიტყვი, ინგლისურ ორიგინალში ნამდვილად არ მახსოვს რომელი სიტყვით წერია მაგრამ ქართულად სილამაზედ ან მშვენიერებად თარგმნიან ხოლმე დორიანის აღმნიშვნელ ეპითეტს. ეს არც სიმპათიურობაა არც რამე სხვა. რადგან შევთანხმდით იმაზე, რომ ეს გოეთესეული სახეებია, მოდით გავიხსენოთ რომ აქ მარადიულ მატერიაზეა საუბარი და შესაბამისად დორიანი უნდა ყოფილიყო ლამაზი ან მშვენიერი რამდენადაც ის დროის უკუქცევას არ ემორჩილებოდა.

წიგნის ფინალი აბსოლუტურად ლოგიკურია…. რასაკვირველია რომ არანაირი დანაშაული და ცოდვა უკვალოდ არ ქრება, თუნდაც ჩვენს ფიზიკურ პორტრეტზე არ ახდენდეს ზეგავლენას და არ აისახებოდეს. მთელი სისასტიკეც იმაშია, რომ ფაუსტური ფილოსოფიის მქონე პერსონაჟებსა და ცოცხალ ადამიანებსაც საკუთარი ცოდვები სწორედ მაშინ წამოეწევათ და შეახსენებთ ხოლმე თავს, როდესაც მათი ეიფორია პიკს მიაღწევს. ეს არის ამ ფილოსოფიის ლოგიკაც და სისასტიკეც და რა გასაკვირია, რომ დორიანსაც ოდესღაც მოუწია პირდაპირი გაგებით სახეში შეეხედა თავისი ნამდვილი პორტრეტისთვის.

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

%d bloggers like this: