შიგთავსზე გადასვლა

ჩვენ ვთმობთ იდენტობას, იდენტობა არ გვთმობს ჩვენ

Photographic Print: Luigi Pirandello : 24x18in

ვინ ვარ მე? 1 ადამიანი 2ქალი 3 შვილი 4შვილიშვილი 5მეგობარი 6სტუდენტი 7ჯგუფელი 8ქართველი 9 მაქვს სახელი და გვარი… პრიორიტეტებისა და მიხედვით ამ ჩამონათვალის თანმიმდევრობა შეგიძლიათ თავად შეცვალოთ. მოდით წარმოვიდგინოთ, რომ ერთ დღეს მოგიწიათ საკუთარ სახელსა და გვარზე, ოჯახის წევრებზე, მეგობრებზე და საყვარელ საქმეზე უარის თქმა და სულ სხვა პიროვნების სახელით დაიწყეთ ცხოვრება. რა მოხდება ამ შემთხვევაში?

საქმე იმაშია, რომ გარდა ამ ზემოთ ჩამოთვლილი მახასიათებლებისა, არსებობს რაღაც, რაც არასოდეს გვტოვებს. მაგალითად მე, მუდამ დედაჩემის შვილი ვიქნები და მნიშვნელობა არ აქვს სალომე მერქმევა სოფო, თამთა თუ ჟუჟუნა. მე შეიძლება შევიცვალო გვარი, სახელი, პროფესია, მაგრამ მაინც დედაჩემის და მამაჩემის შვილი ვიქნები.

აქედან გამომდინარე, გარდა სოციალური მახასიათებლებისა, არსებობს სხვა უფრო მნიშვნელოვანი კოდები, რომლებიც ადამიანის იდენტობას განსაზღვრავენ და ამას ის ვერასოდეს გაექცევა. გახსოვთ მატია პასკალი? მისი მთავარი იდეაც ის იყო რომ იდენტობა გამოეცვალა და მოწყვეტილიყო იმ ადგილს, იმ ხალხს, რომელიც მისთვის მშობლიური იყო და ასე დაბადა მან ადრიანო მეისი, მაგრამ ადრიანო მეისს ერთი ნაკლი ჰქონდა. უფრო სწორად, ნაკლი ბევრი ჰქონდა, მაგრამ ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი. ადამიანის იდენტობაზე გავლენას ემოციური მეხსიერება ახდენს. თუ მატია პასკალს უნდოდა რომ ადრიანო მეისი თვისობრივად სხვა ადამიანი ყოფილიყო, მაშინ მას მეხსიერების სრული რესტარტი უნდა გაეკეთებინა რაც რასაკვირველია განსაკუთრებით ერთი ადამიანის შემთხვევაში, შეუძლებელია.

თუ მატია პასკალსა და ადრიანო მეისს საერთო მეხსიერებითი სისტემა აქვთ მაშინ ეს ორივე ერთი პიროვნებაა, რაც პირანდელომ ძალიან ზუსტად აჩვენა ამ რომანში, იმით რომ ყველაფრის მიუხედავად მატია ანუ ადრიანო შინ დაბრუნდა. აქვე ოდნავ ირონიულადაც ჟღერს ის ფაქტი, რომ პირანდელო წერს რა რთულ მდგომარეობაშია პროტაგონისტი, რომელმაც ერთი შეხედვით ახალი იდენტობა შეიქმნა, მაგრამ ბიუროკრატიულ სისტემაში ამის დამადასტურებელი არც ერთი დოკუმენტი არ არსებობს. ამით პირანდელო ხაზს უსვამს, რომ დოკუმენტური დადასტურება ადრიანო მეისის პიროვნებას არ გააჩნია, ის მთლიანად მატია პასკალის ფანტაზიის ნაყოფია და ბუნებაში რასაკვირველია არ არსებობს.

მეორე საკითხია, რომ თითოეულ ჩვენგანს გვქონია მომენტი, როცა გვდომებია, საკუთარი სხეული ტალახიანი დამძიმებული ტანსაცმელივით გაგვეხადა და ახალი ცხოვრება დაგვეწყო, თუმცა ეს შეუძლებელია და ჩვენ ეს ცნობიერად თუ არაცნობიერად მაშინაც კი ვიცით, როცა ასეთი გასაჭირი გვადგას.

გუშინდელ პოსტში, სილვია პლათის მოთხრობაზე ვისაუბრე, სადაც სიცოცხლე ერთგვარი კომფორტული მაგრამ მკაცრი წესების მქონე მატარებელია. რომელიც მხოლოდ წინ მიდის და არ იცი როდის მოგიწევს აქედან ჩასვლა, ისევე როგორც არავის უკითხია გინდოდა თუ არა მგზავრობა. ამ შემთხვევაში შეგვიძლია ვთქვათ რომ მატია პასკალი ცდილობს უკან დაბრუნდეს და სულ სხვა სადგურიდან სულ სხვა მიმართულებით წავიდეს, მაგრამ ეს შეუძლებელია, რადგან შენი მატარებელი და შენი რეისი ერთია და უნიკალური.

მეხსიერებაა ადამიანის ერთ-ერთი მთავარი მახასიათებელი და სწორედ ამიტომ არ შეიძლება ადრიანო მეისმა იარსებოს. მას არ გააჩნია თავისი მეხსიერება, ხოლო ვისიც არის მეხსიერება, იმისია იდენტობაც. ამიტომ არის, რომ სადაც არ უნდა წავიდეს ადრიანო მეისი. მას მუდამ ახსოვს მატია და რაც უფრო მეტად ცდილობს მის დავიწყებას, მით მეტად ახსენებს ის თავს.

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

%d bloggers like this: