შიგთავსზე გადასვლა

თვითმკვლელობა, როგორც პერსონაჟი

♡♥Sylvia Plath - click on pic to see a full screen pic in a better looking black background♥♡

მე ასეთი ჩვევა მაქვს, როცა რაღაცას წავიკითხავ ხოლმე, მერე აუცილებლად ვიწერ ფურცელზე პატარა მონახაზს იმისა, რაც მნიშვნელოვნად მიმაჩნია და მერე ვკითხულობ სტატიებს, იმაზე რასაც ვარჩევ. ჰოდა, მოკლედ, ძირითადად მე და კრიტიკოსები (არა ქართველები) ერთმანეთს კარგად ვუგებთ ხოლმე. მოკლედ აღარ ვტყუვდები რა.

ამ წამს დავფიქრდი და მგონი ცოტა ნამეტანი მომდის. კი ვცდილობ თემატურად არ განვმეორდე ხოლმე დროის მოკლე მონაკვეთში ბლოგზე, მაგრამ რა ჩემი ბრალია, თუ ავტორებს უყვართ მარადიულ საკითხებზე, მაგალითად სიკვდილზე და თვითმკვლელობაზე წერა.

სილვია პლათის “მერი ვენტურა და მეცხრე სამეფო” ამის მშვენიერი მაგალითია. მიექანება შენი ცხოვრება მატარებელივით და არც არავინ გეკითხება გინდა კი ამ მატარებელში ჯდომა? ან სად მიდის… ხომ შეიძლება ყველაფერს თავი მიანებო და წახვიდე? კითხულობ ამ ამბავს და ხვდები, რომ ჩვეულებრივად თვითმკვლელობის მოწმე ხდები. ოღონდ რომელიმე კონკრეტული მერი ვენტურასი კი არა, ზოგადად თვითმკვლელობისა.

ალბათ მე რომ ეგეთი რამ დამეწერა ქუჩაში გამარჯობას არ ვიტყოდი. 🙂 თან აქ ის მომენტი არ არის, რომ მაღალ მატერიალებზე ვსაუბრობ და არიქა, მომისმინეთ… მსგავსი უბრალო, სადა ენით ყვებოდე ასეთ სისასტიკეს და წარბიც არ შეიხარო?

ადამიანმა არ იცის რა ელის…. არც ის იცის, ის ბოლო გაჩერება სად არის. სანამ ცოცხალი ხარ მუდამ რაღაც გაღელვებს, გაშფოთებს, მუდამ რაღაც გღრღნის და არც იცი, სად არის ამ ყველაფრის დასასრული და იქ რა გელოდება.

ზოგიერთი ადამიანი, სწორედ მაშინ ეთიშება თამაშს, როცა ამას ყველაზე ნაკლებად ელის და ყველაზე ნაკლებად უნდა. ზოგისთვის კი აქაურობა ტანჯვაა და ერთი სული აქვს როდის გაეცლება ამ საძულველ ადგილს. ჩვენ არ ვიცით რა ხდება მერე, ეს რელიგიის საკითხია მაგრამ ვიცით, გვინდა თუ არა აქ და ახლა ყოფნა.

გახსოვთ, ერთხელ ვთქვი, პერსონაჟებს საქმეს ნუ გაურჩევთ- მეთქი. ჩვენ არ ვიცით რა იქნებოდა, ამ მატარებელს მეცხრე სამეფომდე რომ მივეყვანეთ. კიდევ რამდენი ბნელი გვირაბის გავლა მოგვიწევდა სანამ იქამდე მივიდოდით და ღირს თუ არა ამ ყველაფრის ატანა იმისთვის რომ მეცხრე სამეფოში მოვხვდეთ.

მე არამც და არამც არ ვაპირებ თვითმკვლელობა ვინმეს პოზიტიური კუთხით დავანახო. ღმერთმა დამიფაროს. ავია თუ კარგია, მე ვგიჟდები ამ ოხერ სიცოცხლეზე, უბრალოდ მე პერსონაჟის სივრციდან ვსაუბრობ და ამის დამატებით თავისუფლებას თავად ავტორის ცხოვრება და შემოქმედება მაძლევს, რომელიც ძალიან გასაგებს ხდის, რატომ დაწერა სილვია პლათმა ოცი წლის ასაკში ასეთი მოთხრობა.

მწერლები ყოვლად უცნაური ხალხი რომ არის, ეს ჩემზე უკეთ ვინ იცის, მაგრამ ზოგჯერ, ცოტა არ იყოს მაშფოთებს მათი უნარი გამოეყონ საკუთარ ცხოვრებას და ისე მოიქცნენ თითქოს უკვე საიქიოს არიან და იქიდან გველაპარაკებიან. მისტიციზმში ნამდვილად არ ვვარდები. ალბათ სწორედ ასეთ ავტორებს ვაფასებთ შემდგომში და ვამბობთ ნიჭიერიაო, ან საერთოდაც გენიოსიაო.

შეიძლება სილვია პლათის ეს მოთხრობა მაშინ რომ გამოქვეყნებულიყო, როცა დაიწერა, ასეთი გულის გამგმირავი არ იქნებოდა. ალბათ გამომცემელმაც ვერ დაინახა მაშინ ოცი წლის სილვია პლათი და იმიტომაც არ გამოაქვეყნა. რა მოხდა მერე, ვის არ მოსვლია. მთავარია, ახლა, როცა ვიცით, ვინ იყო სილვია პლათი, ვიცნობთ მის ცხოვრებასა და შემოქმედებას, ვხვდებით რომ ეს მოთხრობა უბრალოდ ოცი წლის გოგონას ნაწერი არ არის.

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

%d bloggers like this: