შიგთავსზე გადასვლა

გოგონა დრაკონის ტატუთი-ანუ ხანდახან მეც მაქვს დასვენება

ისევე, როგორც ყველა გალაკტიონი ვერ იქნება, ყველას არც ფაუსტობა უნდა მოსთხოვო… აი, მე მიუხედავად იმისა, რომ ზუსტად ვიცი მაღალი ლიტერატურის ან როგორც ერთი ჩემი ლექტორი იტყოდა პირველი ხარისხის ლიტერატურის ფასი. ამავდროულად სიამოვნებით ვკითხულობ მეორე ხარისხის ლიტერატურას, რომელიც მთლად გოეთეები და მე რომ მიყვარს ისინი არ არის, მაგრამ კარგია რა….

ხანდახან ადამიანის ტვინს აუცილებლად სჭირდება განტვირთვა. ზოგჯერ აუცილებელია, რომ ნარატიულ ელემენტებს კი არ ჩაჰკირკიტებდე და არკვევდე ამ ავტორს რომელი მათგანი აქვს გამოყენებული. უბრალოდ მოკალათდე და დაიწყო კითხვა წიგნისა, რომელსაც ტვინის ჭყლეტა არ დასჭირდება და ზუსტად გეცოდინება რომელ გვერდზე გამოაშკარავდება მკვლელის ვინაობა, მერე შაქრო და მარგო ერთმანეთს აკოცებენ და ცხოვრებაც დღესასწაულად გადაიქცევა.

მოკლედ, ამ პოსტის დაწერის იდეა იქიდან გამიჩნდა, რომ მუდამ დიდი სიფრთხილით ვარჩევ რაზე ვწერო… ჰოდა სულ დოსტოევსკიზე და სოფოკლეზე ხომ არ ვისაუბრებ? სხვა რამესაც კითხულობს ხალხი და მათ შორის მეც 🙂

თავიდან, სტიგ ლარსონის “მილენიუმის საგის” პირველი ნაწილი რომ გამოვიდა და აღტყინებულმა საზოგადოებამ იხუვლა, მეც რა თქმა უნდა ჩავვარდი ინტერესში და გავიქეცი წიგნის საყიდლად. თან მაშინ სკოლის მოსწავლე ვიყავი და პირველ და მეორეხარისხოვან ლიტერატურას ერთნაირად ვკითხულობდი. ესე იგი, მთელი კვირა გამოვეთიშე სამყაროს. ბოლოს ოც ჭიქა ყავაზე რომ ავედი და ყავა რომელიც სისხლის მაგივრად მიჩქეფს ძარღვებში, ჩემთვისაც კი ნამეტანი გასცდა რაოდენობრივ საზღვრებს, მივხვდი, რომ რაღაც უცნაური ხდებოდა.

დეტექტიური სიუჟეტი, თუკი ის კარგად არის აწყობილი, თავისთავად საინტერესოა. აქ, რა თქმა უნდა, რომ სასწაულებს არ უნდა ელოდო. მაგრამ ლიტერატურის ერთ-ერთი დანიშნულება გართობაც არის და თანაც არც ისე უმნიშვნელო. ამიტომ მაგალითად ისეთი წიგნი როგორიც არის “გოგონა დრაკონის ტატუთი” ამას მშვენივრად ახერხებს.

ლიტერატურას შეუძლია გადატრიალება მოახდინოს მხოლოდ ლიტერატურაში. უფრო მარტივად რომ ვთქვა, ლიტერატურული “აღმოჩენები” გავლენას მხოლოდ ახალი წერის სტილს აძლევს დასაბამს. ლიტერატურას ადამიანს უკეთესს არ ხდის. ლიტერატურა ადამიანს უკეთესად ხდის. აი მილენიუმის საგას, ეს ნამდვილად შეუძლია.

გამომძიებელი ბლუმკვისტი, რომელიც ცოტათი კალე ბლუმკვისტს მაგონებს, შესანიშნავი ტიპია. სხვათა შორის, ლიზბეთი ძალიან კარგად გაკეთებული გმირია, რომლის ტვინიც ცოტა კომპიუტერივით მუშაობს. ის ყველა სირთულეს ძალიან კონსტრუქციულად ებრძვის და ბლუმკვისტთან მისი თანამშრომლობა, ძალიან საინტერესო და ნაყოფიერია ხოლმე.

რაც დეტექტივს უნდა ახასიათებდეს, კარგად დამალული საიდუმლოა. ესეც მართლდება ამ შემთხვევაში. საიდუმლო თუ კარგად არ არის დამალული, მაშინ მის გამოძიებასაც არ აქვს აზრი. მოკლედ მიუხედავად დიდი ცდუნებისა დასასრულამდე გამოიცნო რომელი პარიკმახერია მკვლელი, თუ პირველივე ორმოცდაათ გვერდში გამოიცანი, მაშინ ან ავტორს აქვს სხვა ჩანაფიქრი, ან დეტექტივი არ გამოვიდა.

ამ თვითიზოლაციაში თუ არ იცი რა წაიკითხო, მაშინ გოგონა “დრაკონის ტატუთი” ძალიან კარგი გამოსავალია. ჯერ ერთი, დროს ძალიან კარგად გაატარებთ, ისიამოვნებთ, ძალიან საინტერესო პერიპეტიებში გაეხვევით. თანაც ჩემთვის ძალიან სასიხარულო ერთ ელემენტს შეიცავს. როდესაც რაღაცას იძიებ შეიძლება გასაღები წიგნში იმალებოდეს, მაგალითად ბიბლიაში, უბრალოდ მთავარია იცოდე სად ეძებო… ეს ძალიან მახარებს.

დევიდ ფინჩერის ამავე სახელწოდების ფილმი, რომელშიც რუნი მარა, დენიელ კრეიგი, კრისტოფერ პლამერი, სტელან სკარსგარდი, რობინ რაითი და მისთანები თამაშობენ ძალიან სასიამოვნო საყურებელია და მოცალეობის ჟამს კარგად გაიყვანთ დროს. მერე აუცილებლად მომახსენეთ თქვენი აზრები და ვნახოთ ერთი, ტყუილებს ხომ არ ვამბობ….

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

%d bloggers like this: