შიგთავსზე გადასვლა

ტომ სოიერის სასარგებლო ოინები

Tom Sawyer - Whitewashing The Fence

ჩვენი მშობლების თაობა, დაბეჯითებით მიიჩნევდა, რომ ბავშვი თუ ხარ ტომ სოიერის თავგადასავალი წაკითხული უნდა გქონდეს. პირველად რომ წავიკითხე ტომ სოიერის ამბავი მგონი რვა წლის ვიყავი. მანამდე თითქოს პროტესტიც კი მქონდა ამ ბიჭის მიმართ და ვერაფრით ვიგებდი რატომ მატენიდნენ უფროსები გამუდმებით ამ ტომ სოიერს, რომელიც ჩემს აღქმაში ტომსოიერი უფრო იყო ვიდრე ვინმე ტომი და თან გვარად სოიერი.

ეს წიგნი ახლაც მაქვს. გახსოვთ “საბავშვო ბიბლიოთეკის” სერია რომ გამოდიოდა ერთ-ერთ გვერდზე ილუსტრაცია ჰქონდა პატარა ციტატით… ამ წიგნში, მარკ ტვენის ანუ სემუელ კლემენზის სამი ნაწარმოები, საკუთრივ “ტომ სოიერი,” ჰეკლბერი ფინის თავგადასავალი” და “უფლისწული და მათხოვარი” იყო თავმოყრილი. ისიც მახსოვს ეს წიგნი სადაც ვიყიდე. თელავში ერთი ბუკინისტი კაცია, სათვალეებიანი გამხდარი, აი თეიმურაზ ხევისთავი ხომ წარმოგიდგენიათ, თავისი სუსტი ხმითა და ზედმეტად ნაკითხი გამომეტყველებით. ბავშვობიდან მხოლოდ მაგასთან ვყიდულობდი იშვიათ წიგნებს, ჰოდა ეს წიგნი რომ დავინახე, გავიჭაჭე ბებიაჩემთან და უარს როგორღა მეტყოდა.

საერთოდ ბავშვობიდან მიყვარს, ერთი წიგნის რამდენჯერმე წაკითხვა. როგორ ვასწრებ უნივერსიტეტის მასალასთან ერთად არ მკითხოთ. საქმე იმაშია, რომ ყოველ წაკითხვაზე წიგნში ახალ-ახალ დეტალებს ვამჩნევ. დეტალების შემჩნევა კი, ჩემი პროფესიაა. თუ წიგნის მეორე წაკითხვისას ახალი ვერაფერი აღმოვაჩინე, მესამედ აღარასოდეს ვუბრუნდები. ამ მხრივ რასაკვირველია ტომთან გამიმართლა.

პირველ ჯერზე, გასაკვირი არ არის, რომ ამ წიგნს იმ თავგადასავლებისა და ოინების ხათრით ვკითხულობდი, რომლებშიც ტომი და მისი მეგობრები ეხვეოდნენ. უკვე მეორე წაკითხვისას კი, უკვე ვაკვირდებოდი როგორ იცვლებოდა ტომი, მთელი ამ დროის მანძილზე. მაგალითად, როდესაც ტომი მესერს ღებავს, ის ისე ყიდის ამ საქმიანობას, რომ თანატოლები დააინტერესოს და მათ მოანდომოს, დაეხმარონ მას ამ “სახალისო” საქმიანობაში, თან სათამაშოებსაც ართმევს მესერის შეღებვის სანაცვლოდ. მოკლედ კლასიკური მარკეტინგული ხრიკებით ცდილობს აიცილოს დამღლელი სამუშაო. ამ ქცევას, რა თქმა უნდა, რვა წლისა ვერ დავაკვირდებოდი, მაგრამ მეორედ წაკითხვისას, ორი რამ გამოიკვეთა ტომის თვისებებში. ერთი, ის კარგი მარკეტოლოგია და მუდამ ცდილობს სარგებელი ნახოს ამა თუ იმ საქმიდან. ამავდროულად, მან იცის, რომ ყველაფრის გაყიდვა და ამ გაყიდვიდან მოგების მიღებაა შესაძლებელი, ამიტომ აგროვებს დამტვრეულ სათამაშოებსაც კი, რომლებიც ერთი შეხედვით არაფერში გამოდგება, მაგრამ უფასოდ, ისეთი გასართობის დათმობას, როგორიც მესერის ღებვაა, არ აპირებს.

და ეს ბიჭი, დროთაგანმავლობაში წარმოუდგენლად იცვლება. ადრე თუ ტომი მხოლოდ იმაზე ფიქრობდა, თვითონ როგორ გამომძვრალიყო სიტუაციიდან ისე, რომ თან სარგებელიც ენახა, ნელ-ნელა ის სხვებზე იწყებს ზრუნვას. აქ ძალიან მნიშვნელოვანია ისიც, რომ ეს ჯერ კიდევ ის პერიოდია, როდესაც ზანგი ადამიანად არ ითვლება და ზოგს ისიც სჯერა, რომ ვინც ზანგს შეეხება ჯოჯოხეთში მოხვდებაო. ახლა ნუ გამომიხტებიან უფლებადამცველები და ძმანი მისნი და დანი მისნი, ჯიმი ზანგია. აფროამერიკელი და შავკანიანი კი არა, ზანგი. ეს იმიტომ კი არა რომ ვინმეს ვებრძვი, უბრალოდ გმირის ტრაგედია სწორედ იმაშია, რომ ზანგია და თან იმ პერიოდში ცნება აფროამერიკელი არ არსებობს, რაის აფროამერიკელი ხალხო. დღეს რომ პოლიტკორექტულობა სიტყვა “ზანგს” ბლოკავს ამაზე რა არგუმენტი აქვთ ხომ იცით. ზანგი მონის სინონიმიაო. ჯერ ერთი ამ სიტყვას არასოდეს ცუდი გაგებით არ ვიყენებდით ქართველები, მაგრამ ასეც რომ იყოს, რა ჯიმი მონა არ იყო? ჰოდა ტომსა და ჰეკლბერის რომ გადაუწყვეტიათ დაეხმარონ ჯიმს, სწორედ იმაზე მეტყველებს რამდენად განსხვავდებიან ისინი დანარჩენი საზოგადოებისა და თანატოლებისგან. აი, მაგალითად, სიდი ამას არასოდეს იზამდა…

აქვე იმასაც ვიტყვი, რომ ტომის მოტივები მთლად გაცნობიერებული არ არის.. მას არ აქვს ის დამოკიდებულება ჯიმთან, რაც ჰეკს. ჰეკისთვის ეს დიადი მიზანია, ტომი კი ამას თავისი ხასიათიდან გამომდინარე, თავგადასავლად თვლის. რა თქმა უნდა, ეს არ ნიშნავს, რომ ტომში არ დევს ის ნაწილი, ადამიანური თანაგრძნობისა, რაც ჰეკლბერიში. გახსოვთ როგორ უნდა ტომს რომ ჰეკლბერისავით უსახლკარო, მაგრამ თავისუფალი ცხოვრებით იცხოვროს?

ჰეკლბერი ფინს აქვს ის, რაც არ აქვს ტომ სოიერს და ჯიმი ტომის ალტერნატივაა. თუ საკუთარი თავის გათავისუფლება არ შეგიძლია, სხვა უნდა გაათავისუფლო, რომ ოცნება აიხდინო…

ამბის დასასრულს, ჩვეულები ოინების მოყვარული, ეშმაკუნა ბიჭისგან, ჩვენ ვიღებთ ბიჭს, რომელმაც ზუსტად იცის, რომ თუ შეგიძლია შენი სიმართლით სხვას თავისუფლება აჩუქო, ეს სიმართლე აუცილებლად უნდა თქვა. როგორც არ უნდა გეშინოდეს, როგორც არ უნდა დაუჯერებლად ჟღერდეს უნდა თქვა სიმართლე, რომელიც ადამიანს გადაარჩენს.

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

%d bloggers like this: