შიგთავსზე გადასვლა

როცა საუბარი ედგარ პოეზეა, ანუ პოს პოეზია

Edgar Allan Poe Famous Poet Poster Art Photo Artwork 11x14 and or 16x20

პროზისგან განსხვავებით, ჩემი და პოეზიის ურთიერთობა ძალიან რთულია. იქიდან გამომდინარე, რომ ამაღლებულ ენასთან რთული ურთიერთობა მაქვს, პოეზიას ჭირვეული ბავშვივით ვექცევი, ბორშში რომ კომბოსტოებს არჩევს. ამიტომ ჩემი საყვარელი ლექსებისა და პოემების სია ძალიან მწირია, მაგრამ ედგარ ალან პოსთან, ბრმა და ყრუ უნდა იყო, რომ ის პოეზია ვერ დაინახო და ვერ გაიგო, რომელიც მან შექმნა.

ზოგადად პო მელანქოლიური და ასე ვთქვათ მისტიკური ტექსტების მამაა და არც მისი “ყორანია” გამონაკლისი. ლექსის ლინგვოსტილისტიკაზე საუბრით თავი რომ არ შეგაწყინოთ, რაც მთლიანად ტექნიკური ნაწილია, უბრალოდ გეტყვით, რომ თავად პო თავის “ყორანზე” საუბრისას ამბობს, რომ ლექსის მელანქოლიური ტონი სპეციალურად აირჩია, რამაც თავისთავად განაპირობა მისი სტრუქტურა. კერძოდ, ის რეფრენი ანუ მისამღერი, რომელიც მთელ ტექსტს გასდევს, არასოდეს.. არასოდეს.. პასუხია კითხვაზე, რომელსაც ხორციელი ადამიანი სვამს და პასუხი აუცილებლად უნდა გაეცა არსებას, რომელსაც საუბარი შეუძლია. თავად პო ამბობს რომ პირველი რასაკვირველია თუთიყუში მოუვიდა თავში, მაგრამ ლექსის განწყობიდან გამომდინარე, თუთიყუში ჩაანაცვლა ყორანმა. აქ კიდევ ერთი რამ არის გასათვალისწინებელი, რომ ყორანი შავი შეფერილობის, ღამესთან და სიკვდილთან ასოცირებული ფრინველია.

არის კიდევ შეკითხვები, რომლებიც პასუხისგან განსხვავებით ცვალებადია. რაზე შეიძლება ისაუბროს ღამით ახალგაზრდა კაცმა არსებასთან, რომელიც გამუდმებით ერთსა და იმავეს იმეორებს. ამ კითხვებს საფუძველი სჭირდება და რა თქმა უნდა მთავარი თემა სიკვდილია, ახალგაზრდა ქალის სიკვდილი. სატრფოს სიკვდილი.

კიდევ ერთხელ შევჩერდეთ აქ და ყურადღება გავამახვილოთ იმაზე, რომ ლირიკული გმირი ყორანს ეკითხება გავიგებ თუ არა ოდესმე რა არსება ხარ და ვის ემსახურებიო. რასაკვირველია ამაზეც იგივეა პასუხი არასოდეს, ან აროდეს, სულ ყორანის ოცდაოთხი თარგმანი წავიკითხე თუ სწორად მახსოვს და რეფრენის რამდენიმე ვარიანტი დომინირებს, გააჩნია თარგმანს. რა თქმა უნდა არასოდეს პო ხაზს არ გაუსვამდა იმას, თუ რა არსებაა ყორანი. ეს რამდენიმე მომენტით არის განპირობებული.

ჯერ ერთი სიმბოლო მრავალტევადი უნდა იყოს. ამისთვის არსებობს სიმბოლოს განმარტების ერთ-ერთი ფორმულა, რომ სიმბოლო უდრის ყველაფერს, მათშორის საკუთარ თავსაც. აქვე, ისიც რომ ყორანი თავად ლექსის განწყობისა და ტონალობის განმსაზღვრელი ერთ-ერთი მთავარი ფაქტორია. იდუმალი არსება, რომელიც ერთსა და იმავეს იმეორებს და ლირიკულ გმირს პასუხობს იმას, რასაც ერთდროულად ტკივილი და ამ ტკივილით განცდილი სიხარული მოსდევს. მაინც, რამდენადაც ლიტერატურაში სიმბოლიკას თავისი დატვირთვა აქვს, თუკი სადმე ყორანი შემხვედრია(განსაკუთრებით ევროპულ ტრადიციაში) ყორანი მუდამ სიბნელესთან სიკვდილთან და ავისმომასწავებელ არსებასთან ასოცირდება. ეს არ გაგვიკვირდება, ვინც პოს და მის შემოქმედებას ვიცნობთ. ის მუდამ მიდრეკილია სამყაროს ბნელი მხარისაკენ. ეს არასდიდებით არ ნიშნავს, მის დემონურობას, უბრალოდ მუდამ პოს შემოქმედებაში ერთმანეთს ადამიანური, ნათელი საწყისები შეეჩეხებიან ხოლმე ბნელ, მელანქოლიურ და საკრალურ საწყისებს. ასეა “ყორანის” შემთხვევაშიც.

თავად ლირიკული გმირიც ძალიან საინტერესოა, ის ერთდროულად იტანჯება და სიხარულს განიცდის. ერთისმხრივ მას არ სჯერა წინასწარმეტყველებისა, მაგრამ განაგრძობს კითხვების დასმას. მიუხედავად იმისა, რომ რეფრენი, არასოდეს, გრდემლივით ურტყამს მის შეკითხვებს და იმედის ნაპერწკალს აცლის, ის მაინც ბედნიერია და ამიტომ “ყორანს” ვერ ჩავთვლით ცალსახად მელანქოლიურ ტექსტად.

გახსოვთ, ადრე ჰოს და არას მთქმელ ლიტერატურაზე ვისაუბრე და ვთქვი, რომ ლ.ბ. ლიტერატურას ჰოს და არას მთქმელად ყოფს-მეთქი. ამ მხრივ პო ყველაზე საკამათო ავტორია, რადგან მის “არას”მთქმელ შემოქმედებას სადღაც მუდამ გასდევს ჩუმი, მაგრამ დაკვირვებული თვალისთვის შესამჩნევი “ჰო”

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

%d bloggers like this: