შიგთავსზე გადასვლა

პოსტაპოკალიპტური რეფლექსიები

sekigan: “ Damon Offord さんの After The Fall ボードのピン | Pinterest ”

ქართული ლიტერატურა ჟანრობრივად მწირია. ამას ათასი მიზეზი შეიძლება მოუძებნო, მაგრამ როცა კი ვინმეს კითხავ, რატომ არ გვაქვს მაგალითად ფენტეზის ჟანრი, პროფესიონალების ერთი ნაწილი მხრებს იჩეჩავს.მეორე ამბობს, ჩვენ ოდითგან პოეზიის ხალხი უფრო ვართ, ვიდრე პროზისო. მესამე ჯგუფი, ყველაფერს მწირ არეალს აბრალებს და ამბობს, რომ საქართველოში იმდენად მწირია ტერიტორია, ალტერნატიული სამყაროსთვის დამაჯერებლობის მინიჭება არ გამოდისო. მარტივად რომ ავხსნა, ის რაც დამაჯერებელია ამერიკის რომელიღაც დიდ ან პატარა ქალაქში, ვაკეში ან ლაგოდეხში დაუჯერებელიაო.

მე მაინც ყველაფერს მოკლე მეხსიერებას და რეფლექსიის არქონას ვაბრალებ. დღეს რომ გაიხედავ გარეთ, არაფრის გამოგონება არ გჭირდება. ჩვენ ერთ დღეს დავიძინეთ და აბსოლუტურად დისტოპიურ რეალობაში გავიღვიძეთ, რად უნდა ამას გამოგონება. ყველაზე დიდი დრამატურგია მსოფლიოში ხომ მას შემდეგ განვითარდა, რაც თებეში გაჩნდა შავი ჭირი.

საქართველოში უამრავი რამ მომხდარა, რაც ჩვენ ჯერ არ გაგვიანალიზებია ან უკვე აღარ ვაანალიზებთ. იგივე ეპიდემიები, რომლებიც მანამდეც იყო საქართველოში და ახლა დღესდღეობითაც განმეორდა, ძალიან კარგი მასალაა იმისთვის, რომ მინიმუმ ერთი კარგი რომანი დაიწეროს,მაგრამ რატომღაც იმედი ნაკლები მაქვს.

ჩვენი პრობლემა იმაშია, რომ ერთი მხრივ მოკლე მეხსიერება გვაქვს და ის განცდები და ემოციები, რომლებიც რთულ პერიოდებთან გვაკავშირებს დიდხანს არ მიგვყვება, მეორე მხრივ კი, ჩვენი უდარდელობა გვაიძულებს არ ჩავუღრმავდეთ გარკვეულ საკითხებს, გონების რომელიღაც კუნჭულში მივკუჭოთ, სანამ საბოლოოდ არ გადაგვავიწყდება. ლიტერატურა კი მეხსიერების საქმეა, როგორც ემოციურის, ისე ემპირიულის.

ყველაზე გულსაკლავი ის არის, რომ ტალანტებს სულ სადღაც შორს ვეძებთ ხოლმე. არასოდეს დავფიქრებულვართ, რატომ შეიძლება გამოუვიდეს კამიუს და არ გამომივიდეს მე? გასაგებია, რომ ყველა კამიუ და თომას მანი ვერ იქნება, მაგრამ ეს დაახლოებით იმას გავს, მილიონის მოგება რომ გინდა და ლატარიის ბილეთს არ ყიდულობ.

სამაგიეროდ კარგად ვწერთ კონიუნქტურით გაძეძგილ ტექსტებს და მერე თავს ვიწონებთ ხოლმე. რასაკვირველია, საუბარი ძირითად ნაწილზე მაქვს და არა ერთეულებზე, რომლებიც მართლა ღირებულ ტექსტებს ქმნიან. სინამდვილეში, მწერლები საკუთარი შიშებით, პანიკებით, სიხარულებით და პოსტეროტიკული განცდებით იკვებებიან. აი, ჩინური წყევლა რომ არის, შენ იცხოვრე საინტერესო დროშიო. ეს საინტერესო დრო სწორედ ის დროა, რომელიც ადამიანის შემოქმედებას ბიძგს აძლევს. სწორედ ყველაზე რთულ პერიოდებში იქმნებოდა ძირითადი შედევრები, თორემ თუ ყველაფერი კარგად არის, მაშინ სალაპარაკოც აღარაფერია.

ზოგჯერ მიფიქრია, რომ საქართველოში მწერლობა პროფესიაა, რომელიც გძულს და გეზარება,მაგრამ შემოგაჩეჩეს, ამიტომ შენც ცდილობ რაც შეიძლება მიაფუჩეჩო და სწრაფად გაიქცე დასალევად. არადა რამდენი რამის დანახვა და რამდენ რამეზე რეფლექსირება შეიძლება… ჩვენ მართლა საინტერესო დროშივცხოვრობთ, რომელსაც რომელიმე ბულგაკოვი, რომელიც ასე გულგამალებით უყვარს ქართველ მკითხველს არაფრის დიდებით არ გამაზავდა. აგერ რევოლუციას, ომს, სამ საგანგებო მდგომარეობას, დარბევას, ამეებს მარტო ბოლო ოცდაოთხ წელიწადში მოვესწარი და ესპანელები რომ ფრანკოს ნატრობენ მასე ვნატრობ რომელიმე მადიან მწერალს ან წამოახედა ან ჩამოახედა საქართველოში, რაებს დაწერდა წარმოდგენაც კი მიჭირს, აქეთ შეეხვეწებოდნენ ნობელები ბუკერები და ვინც გინდათ……

ლიტერატურა კი რეფლექსიურია, მაგრამ რატომღაც გვგონია, რომ მხოლოდ პეპლებზე და ყვავილებზე ან ნარკომანებზე წერის უფლება გვაქვს საქართველოში ან თუ სოციალურ ფონს შევეხებით მტრისას……. ფუი ეშმაკს და ჩვეულებრივი საარჩევნო პროგრამებივით გამოიყურებიან ხოლმე. საქართველოში რომ ხდება ეგეთები უნდა მაგრამ რატომღაც ბევრს ნიჭი და ზოგიერთს გამბედაობა არ ჰყოფნის იმის აღსაწერად, მართლა რა საინტერესო პერიოდში ვცხოვრობთ.

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

%d bloggers like this: