შიგთავსზე გადასვლა

ნაპოლეონი ყოველთვის მართალია!

ნაპოლეონი ყოველთვის მართალია! ოღონდ თუ ნაპოლეონია იმ შემთხვევაში. ეს ნაპოლეონი შეიძლება ღორზე დიდი ინტელექტით არ გამოირჩეოდეს, მაგრამ რაც მთავარია, ნაპოლეონია. ჯერ კიდევ შოთას აქვს ნათქვამი, “ლეკვი ლომისა სწორია ძუ იყოს თუნდა ხვადიაო” ძალიან უყვართ ეს ფრაზა რომელიმე ფემინისტურ არასამთავრობოებს, ის კი არ იციან, რომ მანდ ლომის ლეკვზეა საუბარი და არა ძაღლისაზე. მოკლედ, თუ ნაპოლეონი ხარ, მაშინ ხარ მართალი თორემ თუ დიდეშვებიანი ღორის ნაცვლად უბრალო, ჭყვიტინა გოჭი ან უფრო უარესი, ბაფთებიანი ფაშატი თუ ხარ არც არავინ გეკითხება აზრს, პირიქით მარგინალიზებასაც სიამოვნებით მოახდენენ, ჯერ შენი ბაფთებისას, მერე შენსას.

თუ ეშვებიანი ღორი, ნაპოლეონი ხარ, კითხვაც სხვებზე ოდნავ მეტი იცი, იმიტომ კი არა რომ ბევრი იშრომე ანბანის სასწავლად, უბრალოდ სხვებმა ორი ასო ისწავლეს და შენ ოთხი და ეს გაძლევს მათთან უპირატესობას. ასე აღმოჩნდებიან ხოლმე ნაპოლეონები იქ, ზემოთ. სხვათა შორის, ლიბერალიზმისა არ იყოს, მისი წმინდაწყლის წინაპარი, რომელსაც შემდგომში საბჭოთა ტოტალიტარიზმის სახელით ვიცნობთ, არადა თავიდან სოციალიზმად იყო ჩაფიქრებული, კონსტიტუციის დონეზე უტოპიამდე მისული სამოთხისებური სახელმწიფოს შექმნას ისახავდა მიზნად, ერთი ეგ იყო, რომ კონსტიტუციაში არავინ იყურებოდა. სებაგ მონტეფიორე ამბობს, სტალინს დადასტურებულად ოცი ათასი წიგნი ჰქონდა წაკითხულიო.

სამართლიანობის სახელით მომხდარა და ხდება ყველა რევოლუცია. მერე იმედი გვაქვს (ცოტა ხანს, რომ ეს სამართლიანობა როგორც იქნა აღსრულდა) ასე ცხრა-ათ ან სამოცდაათ წელიწადში აღმოჩნდება ხოლმე, რომ იქ ზემოთ რომ ნაპოლეონია, სინამდვილეში, დიდი , ეშვებიანი ღორია.

თავად ორუელი რომ სოციალისტი იყო, ეს კარგმა ხალხმა იცის, აქ საუბარი იმაზეა, რომ კეთილი განზრახვებით, სწორედ ჯოჯოხეთისკენ მიმავალი გზაა მოკირწყლული. როგორც იცით, ნაციონალ-სოციალისტებიც გერმანიაში არჩევნებით მოვიდნენ მთავრობაში. ყველაფერი გადასარევად ჟღერს, თანასწორობაც, თავისუფლებაც, სახელმწიფო (ამ შემთხვევაში გერმანია) უპირველესყოვლისაც, მაგრამ როდესაც ძალაუფლება უსაზღვროა და შემაკავებელი არ გააჩნია, მაშინ ვიღებთ ყველანაირ ნაციზმს, ფაშიზმს, ავტორიტარიზმს, ტოტალიტარიზმს და ყველა იმ “იზმს” რომელშიც მხოლოდ ნაპოლეონია ყოველთვის მართალი.

მანამდე, ნაპოლეონი ყველაფერში მართალია, როგორც ყველა ვოლანდს, მაგასაც თავის აზაზელო ყავს, რომელსაც შეუძლია უკანასკნელი სიბეცეც კი დიდ წარმატებად შეფუთოს და ხალხი დაარწმუნოს, რომ მშივრები კი ხართ, მაგრამ სამაგიეროდ გახდებით და კაი ტანზე დადგებით. ვაშლები კი ნაპოლეონისაა, მაგრამ განა იმიტომ რომ უყვარს, პირიქით, უბრალოდ მისი ორგანიზმისთვის აუცილებელია……… მოკლედ ნაპოლეონი ნაპოლეონია და ყოველთვის მართალია, რა!

სქუირელის ფუნქციას დღეს ფეიქნიუსა ტელევიზიები ასრულებენ. მათი მთავარი ფუნქციაა, ბელადის ყველაზე მდაბიო და არაფერში ჩაწერილი საქციელიც კი გმირობად წარმოაჩინონ. ეს ერთგვარი ლეგიტიმაციის იარაღია. თუ ნაპოლეონს არავინ უთხრა ნაპოლეონი ხარო, საიდან გაიგებს რომ ნაპოლეონია.

ნაპოლეონი ყოველთვის მართალია, თუ ნაპოლეონი იტყვის, რომ ფრინველის ფრთა ჩლიქია, ესე იგი ჩლიქია და ყველაფერი რიგზეა, მაგრამ ზოგ ჩლიქოსანს ოთხის მაგივრად ექვსიც რომ ჰქონდეს, ეგეც არ ეყოფა რომ ცხოველად ჩაითვალოს.

ნაპოლეონს პოლიტიკური ფერიცვალების ნიჭიც უნდა ჰქონდეს, თანაც მაღალგანვითარებული. ის ვინც ადრე მტერი იყო, ჯერ მეგობარია, მერე თუ საქმეს დაჭირდა, შეიძლება საერთოდ სიმბიოზიც ვიხილოთ ორფეხასა და ოთხფეხას სახით.

მოკლედ, საბჭოთაკავშირში გაზრდილებს ორუელის ეს მცირე რომანი სტალინის რეჟიმის ალეგორია ჰგონიათ, კიარადა ასეც იყო ჩაფიქრებული, მაგრამ როგორც ნიჭიერი კაცების წესია, კალამი გაექცევათ და ცხოვრების ლოგიკათაგან ერთ-ერთს გამოააშკარავებენ ხოლმე. ყველგან არიან ნაპოლეონები, დროგამოშვებით, აქაც.

ნებისმიერ საზოგადოებაში, რომელიც ერთი იდეოლოგიის გარშემო ერთანდება და ერთად იწყებს ცხოვრებას, დროთაგანმავლობაში, იერარქიული საფეხურები ჩნდება. ეს ბუნების დაუწერელი კანონია. ერთი ეგ არის, რომ ის ვინც ძალაუფლებას ფლობს, შეიძლება ღორზე ოდნავ მეტი ინტელექტისა იყოს და ეგონოს, რომ თუკი ნაპოლეონია, ყველაფერი ეპატიება, საკუთარი გოჭების დახოცვაც კი.

არამც და არამც, ორუელი ჩემი საყვარელი მწერალი არ არის, მაგრამ მიგნებას ვერაფრით დაუკარგავ. ალეგორია რომელიც მხოლოდ ერთ შემთხვევაში მუშაობს, არ არის ალეგორია, ორუელის ალეგორიამ კი აჩვენა, რომ ოცდამეერთეშიც მოქმედებს. აქ არც მხოლოდ სტალინურ რეპრესიებშია საქმე, არც ფრანკოში არც ჰიტლერში და არც ჩვენი ქვეყნის ახლო წარსულში. ისტორია განმეორებადი ციკლია და “ნაპოლეონები” კიდევ იქნებიან, იმიტომ რომ როგორც ერთი კარგი კაცი იტყოდა, არავითარ პროგრესს არ აქვს ადგილი, მმართველობის ფორმები მუდამ მეორდება, მთავარია რამდენად მალე ამოვიცნობთ ნაპოლეონს.

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

%d bloggers like this: